ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : “ფეხბურთის თამაშს აუცილებლად გავაგრძელებ”

ალესანდრო დელ პიეროს მომავლის შესახებ საუბრები ერთი წამითაც არ წყდება.სად განაგრძობს კარიერას “იუვენტუსის” ლეგენდა ? დარჩება ბებერ ქალბატონში თუ დაასრულებს კარიერას ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა იტალიელ ფორვარდს “ნაპოლისთან” მატჩის წინ მოუწია : “2012 წლის 30 ივნისამდე და მას შემდეგ, მე ფეხბურთის თამაშს აუცილებლად გავაგრძელებ.მხოლოდ ერთი კითხვა ისმის – რომელ კლუბს დავუკავშირებ ჩემს მომავალს…”

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებია იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტები დელ პიეროს მომავალ კლუბად “მილანს” ასახელებენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანტონიო კასანომ მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვეს გამოტოვებს.

წყარო : Tuttosport

16 thoughts on “დელ პიერო : “ფეხბურთის თამაშს აუცილებლად გავაგრძელებ”

  1. ახალი გუნდი შენდება და ალექსის ადგილი რომ არ რჩება–ეს გასაგებია, მაგრამ იუვეს ბოსებმა უნდა გაითვალისწინონ მისი ღვაწლი და გუნდში დატოვონ, რამეთუ შანსი მისცენ შეცვლებზე ითამაშოს–თუ მისი წასვლა საბოლოოდ გადაწყდა, ალექს დელ პიეროს შეუძლია წავიდეს თავაწეულს და ვალმოხდილს იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის წინაშე სადაც თავად გადაწყვიტავს და ღმერთმა ხელი მოუმართოს!! :juvee: :juvee:

  2. პირდაპირ რომ ვთქვათ ეს არის ხელმზღვანელობის ძალიან ცუდი გადაწყვეტილება…ასეთ ადამიანს უბრალოდ უფლება არ უნდ ამისცე რომ სხვაგან დაასრულოს კარიერა..

  3. ეს სხვა გუნდში როგორ უნდა ამთავრებდეს კარიერას სირცხვილია რა.
    იტალიის არცერთ გუნდში არ გადავა ჩემი აზრით, ეს პროსტა ჭორებია. რუსები ერთ ამბავში არიან ანჟიში მოვიდესო :D
    მე მინდა ისეთ გუნდში გადავიდეს ჩემპიონთა ლიგაზე რო იყომაროს 1 წელი და მერე წავიდეს ამერიკაში… აუ ახლა მთელი წელიწადი ხან იტყვიან იქ გადადისო ხან აქო იმენა დაგვღლიან, სქმე მიეცათ !

  4. პადოვაში დაბრუნდეს შეიძლება მილანი ყველაზე ცუდი ვარიანტია(
    რა არი ამისი დედა ვატირე რეალი ვართ? ესეთ ფეხბურთელებს გუნდიდან რაც არ უნდა მოხდეს არ უშვებენ ამ ანიელის ბრალია ყველაფერი(

  5. მომკალით და არ მინდა ალეს იუვეში კარიერის გაგრძელება.. არ მინდა სათადარიგოზე ვხედავდე მოწყენილს და რა ვქნააა : (((

  6. ვინ გააშვებინებს ამას, ფანები ისეთ ამბებს დაუტრიალებენ რო ამის ხელფასზე უარესი ზარალი მიადგებათ და ამიტომ თუ დასრულებას არ აპირებს ისევ აქ დარჩება ))

  7. წადი ალე ამერიკაში!!! მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, სულ ინტერში(ბოდიშით ცენზურის დარღვევისთვის)რომ გადახვიდე მაინც ისევე მეყვარები როგორც აქამდე!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.