ვიდალი: “იუვენტუსი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია”
არტურო ვიდალი Corierre Dello Sport – თან საუბრობს. “ბებერი ქალაბტონის” ნახევარმცველი კლუბში არსებულ მდგომარეობას აფასებს და რამდენიმე სიტყვით საკუთარ წარსულსაც ეხება…
– თქვენ ძალიან მალე გახდით “იუვენტუსის” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და ერთ-ერთი ლიდერი.
“ყველა ვარჯიშზე ვცდილობ თავი მაქსიმალურად კარგად წამოვაჩინო, ამით კონტე კმაყოფილია და ძირითად შემადგენლობაში თამაშის უფლებას მაძლევს.”
– “იუვენტუსი” სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.ეს სიურპრიზია?
“”იუვენტუსი” მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, საუკეთესო ფეხბურთელებით და სულაც არაა გასაკვირი, რომ პირველ ადგილზე ვიმყოფებით.”
– “ნაპოლისთან” თამაში გადამწყვეტი იქნება?
“”ნაპოლისთან” თამაში ძალიან მნიშვნელობანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. “ნაპოლი” გერმანიაში განცდილი მარცხის შემდეგ რეაბილიტირებას საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ჩვენთან გამარჯვების ხარჯზე შეეცდება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად მივდივართ ნეაპოლში.”
– ზაფხულში “ბაიერნს” “იუვენტუსი” არჩიეთ…
“”ბაიერნს” ჩემი შეძენა სატრანსფერო პერიოდის გახსნისთანავე სურდა, მაგრამ მაშინ მე მხოლოდ კოპა ამერიკის გათამაშებაზე ვფიქრობდი, რამაც მათი ინტერესი გაანელა. შემდეგ კი ტურინელებმა გამოიჩინეს ინიციატივა, მითხრეს, რომ მე მათ ვჭირდებოდი და ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და საბოლოოდ “იუვენტუსში” ავღმოვჩნდი, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.”
– ანტონიო კონტე არის … ?
“ძალიან კარგი მწვრთნელი, რომელმაც თავისი საქმე ძალიან კარგად იცის. იცის გუნდს რა სჭირდება და ჩვენგან სავსებით სამართლიანად მხოლოდ გამარჯვებას ითხოვს.”
წყარო : corrieredellosport.it
მტავარია არ იგორო და კველაპერი იკნება აბა შენიცი ვიდალ…

შორიდან გაუჭიმავს და გაიტანს გოლს!!!!!
Gvasa
ფეხბურთელის სიტყვები აქაც უნდა დაგეხარა, ჟურნალისტის სიტყვა კი ტირეთი დაგეწყო..გრამატიკულად ჯიგარი ნამუშევარია
ტირეები მე მოვუშალე, კარგი ასე ვქნათ ხოლმე
ტირეები ჰქონდა, ბრჭყალები (“) და დახრა არ ჰქონდა მარტო
მიდი ვიდალ დუბლი გლიჯე