კონტე : “უბრალოდ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი”
“რთული გამოცდა გველის” – ანტონიო კონტე დარწმუნებულია, რომ “ნაპოლისთან” მატჩი არანაკლებ რთული გამოდგება, ვიდრე მილანურ გრანდებთან.ნეაპოლელების მცირე უპირატესობა ვალტერ მაცარისა და “სან პაოლოზე” შექმნილ საუცხოო აურას შეიძლება დავუკავშიროთ.
“მიუნხენში გამართულ მატჩს ვუყურე, დასაწყისს თუ არ ჩავთვლით, ნაპოლიმ დამაჯერებელი თამაში აჩვენა.სტუმრებმა შეძლეს და სამი გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქეს აგრესიული თამაში დაუპირისპირეს.თვალი ვადევნე კატანიასთან შეხვედრასაც, მაცარის შეგირდებმა კარგად ითამაშეს, თუმცა არ გაუმართლათ.ადრეც ვამბობდი და ვიმეორებ, ნაპოლი სკუდეტოსთვის ბრძოლას განაგრძობს.ჩვენს წინააღმდეგ მათი ორწლიანი გამოცდილება დგას, ამ პერიოდში ამ გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა და ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.არ დაგვავიწყდეს, რომ ხუთი წლის წინ ისინიც სერია B – ს მონაწილეები გახლათ, ისევე როგორც იუვენტუსი.ბოლო სეზონებია ლურჯებმა იპოვეს საკუთარი თავი, შეიძინეს მაღალი დონის ფეხბურთელები და გასული წლის მსგავსად, ახლაც ტიტულისთვის იბრძვიან.მინდა ვთქვა ისიც, რომ ოთხშაბათს ჩატარებული მატჩი ვალტერ მაცარის გუნდზე არანაირად არ იმოქმედებს, რადგან ნეაპოლში იუვესთან მატჩს მოუთმენლად ელიან.”
“იუვენტუსი” მიეშურება ნეაპოლში იმისთვის, რომ ტოლსწორი წინააღმდეგობა გაუწიოს მეტოქეს და 3 ქულის აღებას შეეცადოს : “ნაპოლის შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს ხოლო მაცარის, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ, კარგად ორგანიზებული კოლექტივი.მაგრამ იუვეს არავის ეშინია, ჩვენ უბრალოდ უნდა ვითამაშოთ ფეხბურთი.კარგად შევისწავლეთ ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე, ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.ძალიან მაინტერესებს, როგორ ითამაშებს ჩემი კლუბი ამ სიტუაციაში.”
“იუვენტუსი” გამარჯვებებს დაუბრუნდა და ბუნებრივია, საფეხბურთო სპეციალისტები მას უფრო ხშირად უკავშირებენ იმ ბებერ ქალბატონს, რომელშიც თავად ანტონიო კონტე ასპარეზობდა : “ჩემი აზრით, პარალელების გავლება ჯერ ძალიან, ძალიან ადრეა.იმ გუნდმა ზედიზედ ითამაშა 5 საერთაშორისო თასის ფინალში, დღეს ამგვარ სტატისტიკას მხოლოდ ბარსელონა აჩვენებს.შემიძლია ვთქვა, რომ იმ წლების იუვენტუსი – დღევანდელი ბარსელონაა.ჩემი იუვენტუსი მშენებარე შენობაა, რომელიც ცდილობს სწორ გზაზე დაბრუნდეს.ყოველდღიური ვარჯიშების გაგრძელება გვმართებს, ტურიდან ტურამდე პროგრესირება აუცილებელია.ძალიან ბევრ ასპექტში უკეთესნი გავხდით.”
რაც შეეხება “ნაპოლის” წინააღმდეგ მატჩში ძირითად შემადგენლობას, კონტე კარტების გახსნას არ ჩქარობს : “ყოველდღიურად ჩემი შეგირდებისგან მაქსიმუმს ვითხოვ, განსაკუთრებით კი მათგან, ვინც ბოლო მატჩებში ძირითად შემადგენლობაში არიან.ამ მხრივ თავს მშვიდად ვგრძნობ, რადგან ვიცი, ვისი გამოყვანა შემიძლია მოედანზე.ჩემპიონატის კარგი სტარტი უკლებლივ ყველას დამსახურებაა, მათიც კი – ვინც იშვიათად გამოდის მოედანზე.ამ ფეხბურთელებში უდიდეს მონდომებასა და მოტივაციას ვხედავ, ისინი ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძვიან.”
“ელია – ის ფეხბურთელია, რომელსაც გერმანულ და ჰოლანდიურ ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება აქვს, ამ ქვეყნებში კი უფრო თავისუფლად თამაშობენ.დავაკვირდებით თუ არა ბუნდესლიგის მატჩებს მივხვდებით, თუ რაოდენ დიდი სივრცეა შეტევებში, იტალიაში კი ასე არ ხდება.იგი ბევრს მუშაობს, სწავლობს ენას და ნელ-ნელა კალჩოს წესებს ეცნობა.როცა მას მოედანზე იხილავთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ გარკვეული პროგრესი განვიცადეთ.”
“მინდა განვაცხადო, რომ არავის სურს “იუვენტუსის” წარმატება ისე, როგორც მე.ამჟამინდელი შემადგენლობით კმაყოფილი ვარ, საკმაოდ ფართო არჩევანი მაქვს.ჩემი მიზანია ვიყო არა გულშემატკივარი, არამედ მწვრთნელი.მიხდიან მხოლოდ იმიტომ, რომ იუვენტუსი მაღალ დონეზე დავაბრუნო.ტიფოზების ძალიან კარგად მესმის, ისინიც მიგებენ მაგრამ სანამ აქ ვარ, გუნდს მე ვმართავ.”
აუ იუვემ ერთი გოლი თუ გაუტენა შანსი არაა ნაპოლი ვერაფერს ვერ იზავს! თუ იუვეს დაცვამ ჩვეულ სტილზე ითამაშა და მსაჯმა არ აურია რაც მთავარია ყველაფერი კარგად ჩაივლის !
იუვეეეეეეე დღეს ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რაც კაი არი თუ კარგადაა გადათარგმნილი, ამ კომნტარში ვხედავ იმას რომ, იუვენ 2 გოლიც რომ გაუტანოს არ დაიწყებს დაცვაში თამაშს, დააკვირდით ბაირნ ნაპოლზე რო ამახვილებს ყურადღებას, მთვარია ბოლომდე იბრძოლონ, კომენტარებში ყველა იძახის 3 ქულისთვის ჩავდივათო, მოტივაცია არ აკლიათ, ასე ცრომ დღეს ბოლომდე ვიბრძვით იუვეეეეეე

დღეს ლეცე მოიგებს და ინტერი გასავარდნ ზონაში აღმოჩნდებაა
ფორზა მორატიი

ამ თამაშს იუვე მოიგებს. თან მეტობა დაჯდება
დღეს გამარჯვება ფსიქოლოგიურად, ძალიან დიდ რაღაცას ნიშნავს.
ბოლომდე უნდა დაიხარჯონ და მჯერა რო მოვუგებთ!
წინ იუვე !!
ვაი რა მაგრა წააგებთ თქვენ ხომ რ იცით

სურათი გპი ზეა გადაღებული რა გუნდში ხარ, ვიტ გეორგიაში ხო არა??

რომ იცოდე იუვე ყველგან ძლიერია და გადახრავს ნეაპოლელებს</strong>
წააგებთ მაგრა
შენ ვისი ბალეშიკი ხაღ? :D ბარსა? :D
წარმატებები კონტე
.. წინ იუვე

dRes im cisferebs unda gavudoT
მიდი კონტეეეეე!!!

კონტე რაც გინდა ის ითამაშეთ ოგონდ 3 ქულა წამოირეთ
მარინოის წირვა იქნება კონტე:twisted:
არა რაა.. უძლიერესი მწვრთნელი გვყავს.. მაგრამ დრო ჭირდება.. ერთი ორ წელში უფრო დაღვინდება.
სეზონის წინ როგორ ვცდებოდი : (( ბოაშზე ვიყავი ჩაციკლული : (( კი ბოაშიც კარგი მწვრთნელია მაგრამ ანიელიმ და მაროტამ იდეალური გადაწყვეტილება მიიღეს კონტე რომ დანიშნეს
კიდევ კარგი კონტე მოვიდა და არა ეგ ბორში
აუ რა იღბლიანი კვირა აღმოჩნდა ხუთშაბათს ხო დავადე ტოტალიზატორს ეხლა ორი ბილეთი ჯდება საკაიფოდ საღოლ პალერმოო

ზდ ბრატციიიიიიიიიიიი :))))))))))
იუვეს X2 მიდევს ნეტა მოუგოთ რა
მოვუგებთ აბა რა რთული თამაში იქნება მარა მაინც 3 ქულას წამოვიღებს
falcao minda juveshi vixilo
საიტი არ ააჭრელოთ ბევრი სმაილებით
მაგარი ხარ კონტე !!! სამი ქულა მსურს ნეაპოლიში !
უა რა კაცია ტო იმედია გავიმარჯვებთ,კვალიარელა მომჯობინდეს მალე ტო მაგარი კაცია და აფსუსია მისი სკამზე ჯდომა,ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეე ნაპოლი-იუვე 0:3
აუ მაგარი კაცია რა
თავი შემაყვარა ტიპმა 
ვაღიარებ კონტემ ყველანაირ ჩემ მოლოდინს გადააჭარბა (და არა იმიტომ რომპირველ ადგილზე ვართ) წელს სკუდეტო რომც ვერ ავიღოთ პრობლემა ამაში დიდი არააა
მაგრამ ასეთი განადგურებული კოლექტივის შეკვრა ახალი ფეხბურთელების მოყვანა შეთამაშება ასეთ მოკლე დროში და რაც მთავარია ასეთი სწრაფი გააზრებული აგრესიული შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთის დანერგვა და შესრულება ეს მართლა გადასარევია
აბ შენ იცი კონტე მთავარია არ წააგო
მიდი ანტონიოოოოო