მაცარი: ” ფავორიტი “იუვენტუსია” “
ვალტერ მაცარი ხვალინდელ შეხვედრას განიხილავს. ნეაპოლელთა თავკაცის ხელში სამხრეთიტალიელებმა საოცარი პროგრესი განიცადეს, შეძლეს რა გასულ წელს “ჩემპიონთა ლიგის” საგზურის მოპოვება და დღემდე ინარჩუნებენ ჯგუფური ეტაპის გადალახვის შანსებს…
“ იმედი მაქვს, იმ ფიზიკური ძალების აღდგენას მოვასწრებთ, რაც “იუვენტუსთან” სათამაშოდაა საჭირო, ეს გუნდი “სერია ა” -ში ყველაზე ორგანიზებულია. გასულ წლებს მნიშვნელობა არ აქვს, “იუვე” ყოველთვის “სკუდეტოსთვის” იბრძოდა. დირექტორატმა დიდი თანხები დააბანდა, კონტეც შესანიშნავი მწვრთნელია. ამ მომენტისათვის, ისინი უდაოდ ფავორიტები არიან, ეს ხვალინდელ მატჩსაც ეხება. მცირე ხნის წინ ანდრეა პირლომ ისაუბრა, თუ რამხელა ძალებს გართმევს “ჩემპიონთა ლიგა”, ზოგჯერ მაშინ აგებ, როცა არ იმსახურებ, ზოგჯერ კი აბსოლუტურად პირიქითაა. კონტე? მე “იუვენტუსში” გადასვლაზე არც ვფიქრობდი, ასე რომ, მას ჩემი ადგილი არ დაუკავებია. კონტე ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს, შეიძლება, ცოტა მეტი ტემპერამენტით. დღევანდელ ფეხბურთში სწორედ მისნაირი მწვრთნელებია საჭირო, ადამიანი, რომელიც ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას არასოდეს აძლევს. ” -აცხადებს მაცარი.
რაც მთავარია ნაპოლის ჩვენი ეშინია, წინა სეზონებისგან განსხვავებით..უნდა მოვუგოთ
ჭკვიანი კაცია მაცარი.. იცის ვინ არის ფავორიტი!!!
თუ სირთულით ვიმსჯელებთ ნაპოლის უფრო გაუჭირდება ვიდრე იუვეს!!! მაგათ მოუწევთ ჩვენი გაძლება!
მაცარი მაგარი მწვრთნელია მაგრამ იუვენტინო არ არის აი მაგაშია კონტესა და მაცარის სხვაობა :P

ეხლა რატომღაც იუვეს რეიტინგი ვნახე უეფას საიტზე და 39 ვართ… სამწუხაროდ… გამოვასწორებთ..
http://www.uefa.com/memberassociations/uefarankings/club/index.html
კაცურად ბარსა რა პონტში არაა პირველზე? ბოლოს როდის წააგო ახსოვს ვინმეს? :D ეს სიტის ბულკები რო გამოჭიმულან სათავეში
ეგაც გამოსწორდება…
ეს რაარის სისულელეააა.. რა გუნდები გვისწრებენ დააკვირდი = )))) სისულელეაა
იტალიაში უკვე ეშინიათ იუვენტუსის. რეალურ სახეს ვიბრუნებთ. მაცარიმ კი ამ სიტყვებით გულშემატკივრების წინაშე წინასწარ გაიმართლა თავი.წაგებისგან

მაგარი კაცი და უძლიერესი მწვრთნელი,”სამპდორიაში” რომ იყო ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა იუვეს ტრენერად,ეხლაც,მაგრამ კონტეს უფრო ვბალეშჩიკობდი,პრანდელის მერე ეს უნდა გახდეს ნაკრების მწვრთნელი ჩემი აზრით,ყველგან,სადაც იყო შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა თავის გუნდებს,მაგრამ ეხლა ბოდიში ვალტერ,იუვემ და კონტემ უნდა მოგიგოს,მერე კი წარმატებები …..
ეს სულ სხვაზე ამბობს ფავორიტიაო და მერე მასეთ შეხვედრებს ნაპოლი იგებს ხოლმე. მარა ძალიან ჭკვიანია