ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად: “ნაპოლი” – “იუვენტუსი” გადაიდო

Tuttojuve – მ გაავრცელა ინფორმაცია შემდეგი სათაურით : ოფიციალურად, “ნაპოლი ” – ” იუვენტუსი ” უამინდობის გამო გადაიდო. როგორც ჩანს, მატჩი დღეს არ ჩატარდება. იგი 14 დეკემბრისთვის იქნება გადატანილი. “სან პაულოს” სტადინის საფარი საშინელ მდგომარეობაშია, ნეაპოლში დაფიქსირდა მსხვერპლიც. ნეაპოლელი ახალგაზრდის მანქანას ხე დაეცა. ადგილობრივმა მმართველობამ ხალხს სახლში დარჩენა ურჩია, წყალდიდობის გამო, სტადიონზე 60 ათასამდე ადამიანის მსვლელობა სერიოზულ რისკთანაა დაკავშირებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ბეპე მაროტას განცხადებაში ნათქვამია: ” ნეაპოლის პრეფექტურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სპორტულ ინტერესებზე მაღლა დგას. თუმცა, საწყენია, რომ ასე მოხდა, რადგან შეხვედრისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით, კარგ ფორმაში ვართ და აქამდე რამდენიმე გამარჯვებით მოვედით. სამწუხაროდ, რეალობა ასეთია და ფეხბურთს მისი შეცვლა არ შეუძლია.

წყარო : “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

135 thoughts on “ოფიციალურად: “ნაპოლი” – “იუვენტუსი” გადაიდო

  1. ნეაპოლში მზეა, მოედანსაც არაფერი არ ჭირს. 14 გრადუსია ტემპერატურა, რატო გადაიდო არ ვიცი, რაგაც ბინძური საქმის სუნია :offtopic

      1. რაც მანდ ეწერა თუ სიმართლეა, პირველ რიგში იტალიის ფეხბურთის ფედერაცია უნდა დაისაჯოს და მერე ნაპოლი…

        დაისვენონ, გადაისვენონ! სადაც დაგიჭერთ, იქ გიზამთ !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  2. ესენი გიჟები არიან ნეაპოლში მზეაო ყველგან საიტებზე წერია და ტუტოიუვეზე წერია რო მინდორიც ვარგისია თან პახოდუ კარგია ამინდია მზეაო და ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყოოოოოოოოო !!! რა ხდება ვერ გავიგე ისევ კალცოპოლია თუ რააარი ? დროზე მატჩი ჩAაატარეთ !!!!!:!:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.