პეპე : “ნეაპოლში 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ”
სიმონე პეპე იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებმაც ანტონიო კონტეს განსაკუთრებული ნდობა მოიპოვეს.იტალიელი ნახევარმცველი მუდმივად ხვდება ძირითად შემადგენლობაში და დაკისრებულ მოვალეობებს დამაჯერებლად ართმევს თავს.”ნაპოლისთან” მატჩამდე პეპემ მცირე ინტერვიუ Sky – ს მისცა : “ნაპოლის საოცარი გულშემატკივრები ჰყავს და შესანიშნავი საშინაო არენა აქვს – ეს მათი უპირატესობაა, ჩვენი უპირატესობა კი იმაში გამოიხატება, რომ მეტად დასვენებულნი ვართ.ლამაზი მატჩი გველის, ჩვენ მხოლოდ 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ.პირადად მე ვგრძნობ, რომ კონტე მენდობა, მსგავსი სიტუაცია იყო ლუიჯი დელ ნერის დროსაც, თუმცა გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ვხვდებოდი.გარდა ამისა, გუნდი კარგად თამაშობს, ამიტომ ფეხბურთელები მეტად მოტივირებულნი არიან.ეროვნული ნაკრები ? – არაფერი ვიცი, მხოლოდ იუვენტუსზე ვფიქრობ.ნაკრებში გამოძახება – ჩემი მიზანია და ბუნებრივია, ეს ჩემს კარგ ასპარეზობას დაადასტურებს.”
ბევრი არ ირბინო აწი :D
გმერტმა გისმინოს პეპე..გმერტი იკოს ტკვენს გვერდიტ..ცარმატებები აბა

პეპე დღეს შენ დუბლი გააკეთე და შენზე ვინც ცუდი თქვას ……………..
მინიმუმ 2 მომონტს გამაზავ მე3 არ გაპატიებთ
გავავსოთ ნაპოლის კარები ბურთებით! მიდი პეპუშკა 
ნაკრებშიც გვინდიხარ პეპუნა…
მიდი სიმონეეეეეეეე
უნდა ავიღოთ 3 ქულა