ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : ” ჩემი ქალაქი – ტურინია ”

დღეს , France Football – ის ჟურნალისტები , საკმაოდ დიდხანს ესაუბრებოდნენ ალესანდრო დელ პიეროს . ბიანკონერის კაპიტანმა რამდენიმე საინტერესო მომენტი გაიხსენა საკუთარი კარიერიდან …

იაპონია : ” ჯერ კიდევ 1996 წელს გავიცანი ეს უმშვენიერესი ქვეყანა , როდესაც საკონტენტაშორისო თასსზე მოგვიწია ასპარეზობა  ” რივერ პლეიტის ” წინააღმდეგ . გულთან ახლოს მიმაქვს ის ყველაფერი რაც იქ ხდება . შემიყვარდა მათი კულტურა , სტუმარ – მასპინძლობა და ზოგადად მათი დამოკიდებულება სხვა ერის ადამიანებთან . როდესაც მარტში , ეს ქვეყანა უდიდესი კატასტროფის წინაშე იდგა , უბრალოდ არ შემეძლო გვერდი ამეარა ამ ყველაფრისთვის . ფეხბურთის დახმარებით და პლიუს რა თქმა უნდა გულშემატკივრების ხელშეწყობით , 700 000 დოლარის შეგროვება მოვახერხეთ ” .

ტურინი : საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში , პინტურიჩიო ტურინს ახასიათებდა , როგორც ჩაკეტილ და წყნარ ქალაქს , როგორც ჩანს დღეისათვის სიტუაცია შეცვლილია : ” წლიდან წლამდე ქალაქი იცვლება , ისევე როგორც მე მასთან ერთად .  ჩემი ქალაქი – ტურინია , სადაც ჩემი ცხოვრების და კარიერის უმნიშვნელოვანესი წლები გავატარე ” .

სპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში : ” უმაღლეს დონეზეა . ლოს ანჟელესში და ორლანდოში ყოფნის დროს , ნბა-ს ფინალს დავესწარი . უდიდესი სიამოვნება მივიღე ასევე ამერიკული ფეხბურთით და ჰოკეით . თუმცა , ბოლო კვირების განმავლობაში , სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი და კერძოდ , ახალ ზელანდიაში გასამართ ფინალურ მატჩზე რაგბში . All Blacks – მა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და უბრალოდ არ შემეძლო გამომეტოვებინა მათი ასპარეზობა სან სიროზე ” .

ინგლისური ფეხბურთი : ” მომწონს მათი სტილი . დღიდან დღემდე ფეხბურთით ცხოვრება . მოედანზეც დიდ სიამოვნებას ვიღებდი , როდესაც ბრიტანულ კლუბებს ვუპირისპირდებოდი და განსაკუთრებით მანჩესტერ იუნაიტედს ” .

ფრანგები : ” საოცარია , ისეთი გრძნობა მაქვს , რომ მთელი ცხოვრების მანძილზე , ფრანგებთან რაღაც მაკავშირებდა . იყო დადებითიც და უარყოფითიც . კლუბში ჩემს გვერდით უამრავი ფრანგი ასპარეზობდა . ყოველ მათგანთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა გამაჩნია . მაგალითად , ზიზუ , რომელმაც უამრავ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა , რომლის ორგანიზატორი თავად გახლდით ” .

წყარო : France Football

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

67 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lexo doreuli
14 years ago

დაიცათ რა…. ბოდიშით, მაგრამ ახლა ასე დელ პიეროს ვერ დაიბარებდნენ და ვერ ეტყოდნენ ჩაალაგე და წადიო…. მაგდენი ზრდილობა კი აქვთ. მაგრამ როდესაც იცი რომ კაცს დარჩენა უნდა და პირდაპირ საჯაროდ, შეთანხმების გარეშე ამბობ ეს მისთვის ბოლო სეზონიაო გუნდშიო და სხვა არჩევანის საშუალებას არ უტოვებ გარდა იმისა რომ წავიდეს, გაგდება არ არის? აბა რა არის?

Di Francesco # 1
14 years ago

დარჩეს და ითამაშოს ის 10 წუთი რა პრობლემაა?
ინტერთან რაც გააკეთა 10 წუთში იმას ზოგი მთელი თამაში ვერ აკეთებს
ზკამზე არუნდა იჯდესო, გაყიდვით არუნდა გაყიდონო და აბა სანამ თვითონ არ მოიფიქრებს ფეხბურთიდან წასვლას მანამდე სასტავში უნდა იყოს და ტრეინერმა კიდე დელპიეროზე ააწყოს თამაში?
რაც დღესაა ალექსა ჩვენთვის, იგივე იქნება სება და მარკიზიო 10 წლის მერე, მივცეთ საშუალება მომავალს

lexo doreuli
14 years ago

რავიცი რა…. თქვენ თუ ეგ მოგწონთ და ემხრობით, რომ კაპიტანს – ალესანდრო დელ პიეროს გუნდიდან ანიელი და მაროტა ,,ზრდილობიანად”, ,,კულტურულად” აგდებენ, მე ნამდვილად არ მომწონს და სირცხვილად ვთვლი.

Nachke
14 years ago

და ვინ აგდებს კაცო რა იცით და გადაწყვიტეთ რო აგდებს? ანიელის განცხადებამდეც უთქვამს დელპოს არვიცი სად დავასრულებ კარიერასო. კარგი რა, დიდი ამბავი ახლა სადმე ალ აჰლიში თუ იღადავა მოედანზე და ბედნიერი სიბერე და მილიონები დააბანდა. ხალხო გაიგეთ, დელპომ დელნერის გუნდი ერთი პერიოდი ზურგით ათრია მარა კონტეს სხვა გუნდი ყავს. ამ გუნდში ყველა კატასტროფულ მანძილებს ფარავს და წარმოუდგენლად ბევრს დარბის, ეს აღარ შეუძლია ახლა დელპოს. რა ვქნათ? და რას ცვლის თუ არაბეთში ან თუნდაც მილანში წავა? წასვლის წინ ღირსეულად რო გააცილებენ ეჭვი გეპარებათ? არანაირი დატვირთვა არ აქვს დელპიერო ოფიციალურად სად დაამთავრებს თამაშს, ქაღალდზე და ვიკიპედიაზე დაწერილი მე მკიდია პირადად

lexo doreuli
14 years ago

დათკა, აუგს ნამდვილად არ ვამბობ, იუვენტუსს ყოველთვის ვუგულშემატკივრებ და ყოველთვის გამახარებს ამ გუნდის წარმატება, უბრალოდ არ მინდა რეალივით მოვიქცეთ და ღირსება დავკარგოთ. ადამიანი გავაგდოთ, გავანაწყენოთ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის და კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ალემ ყველაფერი გააკეთა გუნდში დარჩენისათვის: იღებს დამამცირებელ ხელფასს, ზის სათადარიგოთა სკამზე და 89 წუთზე (!) შემოდის მოედანზე დახმას არ იღებს. გუნდის სიყვარულის გამო დიდსულოვნად არავის არაფერს საყვედურობს…. რაც მთავარია შესაშურ ფიზიკურ ფორმაშია. რატომ უნდა აგდებდეს ანიელი და მაროტა გუნდიდან იუვენტინოების სათაყვანებელ ფეხბურთელს? ნუთუ ისეთი უსარგებლოა, რომ გუნდში გაჩერებაც კი არ ღირს? ვერ დავიჯერებ…. წავიდოდა მაშინ აქამდე. კაცი გრძნობს, რომ შეუძლია!მაროტას სახელი და გავრი არავინ იცოდა… Read more »

nika kakabadze
14 years ago

http://www.youtube.com/watch?v=fvZ2x9bONpo

ეს გოლი როგორ მიყვარს.გაიხარე ალექს :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

lexo doreuli
14 years ago
Reply to  nika kakabadze

რეალისათვის ერთმანეთზე უკეთესი გოლები აქვს გატანილი ჩვენს კაპიტანს :forza:

mamuka iosava
14 years ago
Reply to  Dutch

ეგ აბსოლიტურად არასწორი ფორმულირებაა და ვრცელი საკიტხია რატო მწავიდა ბაჟო გუნდიდან…აქ ძნელია ამ საკიტზე დავა და პირადად შევხვდებიტ ალბათ სპორტკაფეში და იქ ვისაუბროთ…

mamuka iosava
14 years ago
Reply to  mamuka iosava

და სხვათაშორის ბარსა ყიდულობდა ზუსტა იმ დროს იმ “დამტვრეულ ალეს” ასე რომ …ჯუვეს გულშმეატკივარი ვარ მეც მაგრამ დელ პიეროს ჟუვსი არაფერი მართებს..პირიქით

Di Francesco # 1
14 years ago

დათკა
მართალი ხარ
ერთგულება 99,9% _ით დაამტკიცა, ახლა 0,1 % დარჩა, სხვა კლუბში არუნდა ითამაშოს
:italy:

lexo doreuli
14 years ago

დათკა, პირადად ჩემთვის დელ პიერო და იუვენტუსი ერთი და იგივეა. შეიძლება არ ვარ მართალი, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. დელ პიერო რომ მილანში გადავიდეს მილანს ვუგულშემატკივრებ. იმიტომ არა რომ იუვენტუსის ფანი არ ვარ, უბრალოდ გუნდი რომელიც გააგდებს ასეთ ფეხბურთელს დაკარგავს ჩემს თვალში პატივისცემას. ეს მხოლოდ ჩემი აზრია. სხვა, ალბათ, სხვანაირად ფიქრობს. მე მეგალითად, იუვენტუსის გულშემატკივრობა 2001 წელს ალესანდრო დელ პიეროს გამო დავიწყე და ფეხბურთსაც საერთოდ ამ კაცის გამო ვუყურებ. რომ დაამთავრებს კარიერას ასე აქტიურად აღარც ვიქნები ჩართული.

lexo doreuli
14 years ago

shot10

სპეციალურად არ აწვება, თორემ გადაავლევინებდა მთელ გულშემატკივრებს მაგ ანიელის და მაროტას. ხო ხედავ რა დღეში არიან ფანები და ამან რომ გაამწვავოს ხო საერთოდ შტურმით აიღებენ იუვენტუსის ოფისს. უბრალოდ ჭეშმარიტი კაპიტანია და არ უნდა გუნდს პრობლემები შეუქმნას…. იუვენტუსი კიდე საზიზღრად მოექცა. აგდებენ კაცს….

shot10
14 years ago
Reply to  lexo doreuli

:up:

shot10
14 years ago
Reply to  Dutch

(მესამე აბზაცი)
_ კი მაგრამ ……. ახლა ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს,(გვაინტერესებს)
“მენანება” სათადარიგო სკამისთვის.
ეს არის და ეს

Di Francesco # 1
14 years ago

არსად წამსვლელი არაა, ან ერთი წელი კიდე იქნება ან წელსვე დაამთავრებს კარიერას, რაცარუნდა გააგდონ მაინც არ ითამაშებს სხვა გუნდში
:italy:

giorgi jayeli
14 years ago

ერთI რამ კარგად ვიცი მე ვარ დელ პიერო გულშემატკივარი და მაშასადამე იმ იუვენტუსის რომელიც მან შექმნა, მე არ მწამს იუვე 1994-მდე და 2011-ის შემდეგ, ალბათ მისი წასვლის შემდეგ ისე აღარ განვიცდი მათ წარუმატებლობას,

Nachke
14 years ago

ძალიან გთხოვთ რა ამ ჯუვენტუს-რუ ს ნუ ვახსენებთ თან არასწორად თითქოს იქ დაიდო რაღაც და თქვენ არ გითხარით. ის სტატია თქვენ რო ამბობთ ჩვენთანაც დაიდო, თან მანამ სანამ იქ დაიდებოდა! ვინმე შემოვიდეს და თქვენი კომენტარი ნახოს მეტჯეჯ აქ კი არა რუსულ საიტზე შევა. თავი შევიკავოთ რა ასეთი რაღაცეებისგან ყველას ჩვენი საიტია ხო სხვისი ხო არაა

lexo doreuli
14 years ago

juventus.ru-ზე დაიდო ინტერვიუ და ასე თქვა ფეხბურთის თამაშს არ დავანებებ თავსო. არ უნდა წასვლა, გრძნობს, რომ შეუძლიაკიდევ. იუვენტუსი კიდე აგდებს!

shot10
14 years ago

კონკრეტული პასუხი მაიც არ არის რა :roll:

იმაზე რატო არ ლაპარაკობს გუნდიდან რომ უშვებენ?
“ფანების” მახარდაჭერას ხო ხედავს ტრიბუნებიდან, სულ მისი ბანერებია გამოჭიმული.
თქვას რას აპირებს

lexo doreuli
14 years ago
Reply to  shot10

რა უნდა თქვას, გუნდიდან წასვლა არ მინდა და ძალით მაგდებენო?

shot10
14 years ago
Reply to  lexo doreuli

უნდა მიაწვეს ტო! “ციდან” ისე არაფერი მოდის!
ნედვედი “ლაპარაკობს” მაგის მაგივრად …….

lexo doreuli
14 years ago

ძალიან მიყვარს კაპიტანი! რა უფლება აქვს ვიღაც ანიელის და მაროტას,რომ გვართმევს! რა მაგათ გადასაწყვეტია! კაცს კარიერის დამთავრება არ უნდა და ვინუჟდენში აგდებენ! აგდებენ დელ პიეროს გუნდიდან! ამით ძალიან გაიფუჭებს ავტორიტეტს გუნდი. ნუთუ იმდენი არ გაუკეთებია ალექსს იუვენტუსისთვის რომ გუნდიდან არ გააგდონ? საუკეთესოა ახლაც! :forza: აქ არ იდება ხოლმე მაგრამ juventus.ru ზე ვკითხულობ ხოლმე დელ პიეროს ინტერვიუებს. აშკარად ძალიან ნაწყენია. რუსი გულშემატკივარი აგინებს იუვეს ხელმძღვანელობას. არ მინდა მაგათი არც ლიგა და არც სერია ა თუ კაპიტანს გააგდებენ!

mishka berianidze
14 years ago

10 უმთავრესი მიზეზი თუ რატომ უნდა დარჩეს პინტურიჩო იუვეში თუნდაც ერთი სეზონით. 1. იუვეში 20 სეზონი. 2. სერია ა-ში 500 მატჩი (ამ ეტაპზე 462 მატცი აქვს ჩატარებული). 3. სერია ა-ში 200 გოლი (ამ ეტაპზე 185 გოლი აქვს გატანილი). 4. იუვეში 300 გოლი (ამ ეტაპზე 285 გოლი აქვს გატანილი). 5. სერია ა-ს ჩემპიონი ამ წლის ჩათვლით 8-9 ტიტული(ეხლა აქვს 7 ჯერ) 6. ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი (ამ ეტაპზე 92 მატჩი). 7. ჩემპიონთა ლიგაზე 50 გოლი (ამ ეტაპზე 45 გოლი). 8. ევრო ტურნირებზე სულ 150 მატჩი (ამ ეტაპზე 130 მატჩი). 9. იტალიის თასებზე 30 გოლი (ამ ეტაპზე 26 გოლი). 10. სულ იუვეში… Read more »

fenomeno vero <3
14 years ago

da 11. kide dzalian bevris gaketeba sheudzlia.aravize naklebi ar aris gundshi pirikit bevrs iswavlian alekosgan :lool: yvelaze magrad miyvars es fexburteli.imedia martla darcheba dzalian minda ro ligaze itamashoss kidee da mogebit ro moigeben darwmunebuli var :juventus: :juvee:

nika kakabadze
14 years ago

საინტერესო ზამთრის ტრანსფერები გველის

ლაშა ცხვარაძე

ნამდვილად ასეა შენი ქალაქი ტურინია შენი კლუბი კი იუვე შენ ღირსეულად ემსახურები ამ კლუბს :juvee: :forza:

mishka berianidze
14 years ago

დღეს დღეობით მოთამაშე ფრანგებიდან მხოლოდ ერთი მოთამაშეს დამატება მინდა და ეს არის სამირ ნასრი ასევე ძალიან მინდა რომ დავიმატოთ კოლაროვი, გიოტცე, დი მარია, რუდოლფო, კავანი და მერე ყველანაირად მზად დავხვდებით ბარსას, მანიუს, ჩელსის, რეალს, ბაიერნს ისე კი არც ჰაზარზე ვიტყვი უარს თუ დავიმატებთ.

Di Francesco # 1
14 years ago

bakomo
ბენზემას არც არავინ მოგვცემს და არცაა ძალიან საჭირო, მატრი, კვალი, ტონი, მირკო, კვინტა, გააკეთებს თავის საქმეს
მე უფრო გურკუფი მინდოდა, ბორდოში ძან კაი იყო მერე ლიონში მოუკლო, და იუვემ თუ იყიდა მემგონი გამოგვადგება, თან პირლოს შემცვლელი არ გვყავს გუნდში

BIANCO
14 years ago

ააა გურკუფი :) .. რავი ჩემი აზრით არ ღირს… მაგან იტალიაში თავის შესაძლებლობები მილანში თამაშისას გამოავლინა… ისე კაი ვინმეა მარა იტალიაში ვერ გაქაჩა…

BIANCO
14 years ago

ბენზემა? :chuvak:

Di Francesco # 1
14 years ago

მართალია ალექსა ევროპაში ყოველთვის, 1 და მე-2 იტალია და საფრანგეთი იქნება, იმის მიუხედავად ესპანეთი გახდება მსოფლიო ჩემპიონი თუ ჰოლანდია
1 ფრანგი აკლია იუვეს :italy:

| Newsphere by AF themes.
67
0
Would love your thoughts, please comment.x