იუბილარმა კაპიტანმა და მისმა თანაგუნდელებმა დღეს ვინოვოზე ივარჯიშეს
ნეაპოლში გადადებული მატჩის შემდეგ ანტონიო კონტეს შეგირდებმა ორი დღე დაისვენეს და დღეს, ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშები აღადგინეს.სანაკრებო ბატალიების გამო ბუნებრივია, გუნდი არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს, თუმცა მწვრთნელის განკარგულებაში დარჩენილი მოთამაშეები მთელი მონდომებით ემზადებიან “პალერმოს” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის.ალესანდრო დელ პიერომ, რომელსაც დღეს 37 წელი შეუსრულდა, მილოცვა გულშემატკივრების დაჯგუფებისგან მიიღო, კაპიტანი მცირე ხანს მათთან ერთად იმყოფებოდა, ფოტოებს იღებდა, ავტოგრაფებს არიგებდა, რის შემდეგაც მწვანე მინდორზე თანაგუნდელებს შეუერთდა.
ეე მგელია ალექსა მარა ნამეტანი დაგვიბერდა:D :D

აი მაგ ბიჭის ადგილას ვყოფილვიყავიიი… უუუხ… ერთი გემრიელად ქართულად ჩავიხუტებდიიი

ეჰ, მე ვყოფილიყავი იმ ფანებთან

ალეეეეეეეეეეეეექს! დელ პიეროოოოო!