ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი: ” იმედია დაცვა თავის თამაშს აჩვენებს “

ჯიორჯო კიელინის იმედი აქვს, რომ პოლონეთთან შეხვედრაში დაცვის ხაზი განსაკუთრებულად გამოიჩენს თავს. ჩეზარე პრანდელის გუნდმა ახალი მწვრთნელის თავკაცობის დროს ჩატარებულ 16 შეხვედრაში რვა გოლი გაუშვა, თუმცა პრანდელის შეგირდები ევრო 2012 -ის შესარჩევ ეტაპზე გამართულ 10 მატჩში მხოლოდ ორმა გოლმა დაამწუხრა: ” გვსურს დაცვის გაძლიერების კუთხით გაწეული შრომა ხვალინდელ შეხვედრაში წარმოვაჩინოთ. სასიამოვნოა, რომ დაცვის ხაზი ასე ცოტა გოლებს უშვებს. აბატე? მიხარია, რომ იგნასიო ჩვენს გვერდითაა. ერთმანეთს მას შემდეგ ვიცნობთ, რაც 21-წლამდელთა რიგებში გამოვდიოდით. როგორც მცველი, ნამდვილად გაიზარდა და “მილანში” ნაჩვენები ფეხბურთის გათვალისწინებით, ნაკრებში გამოძახებას იმსახურებდა. ” -აცხადებს კიელინი.

წყარო: football italia

4 thoughts on “კიელინი: ” იმედია დაცვა თავის თამაშს აჩვენებს “

  1. აბატე ძაან პროდუქტიული არის დღევანდელ მილანში მარა შეტევის კუთხით, დაცვითი ფუნქციები არ ვიცი მაგისი. მარა ცოტა ფაქიზო როა ეგ ცხადია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.