ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გახდი ფანკლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი!

ჩვენი ფანკლუბი ყოველდღიურად იკრებს ძალებს. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ხელახლა იკრიბება ფანკლუბის საფეხბურთო გუნდიც. მის საბოლოო ჩამოყალიბებასა და სხვა ფანკლუბებთან საფეხბურთო დაპირისპირებებამდე იგეგმება სავარჯიშო შეკრება კვირას, 13 ნოემბერს. ყველას, ვისაც გაქვთ შესაბამისი უნარები, შეგიძლიათ გააძლიეროთ ჩვენი გუნდი ან თვლით, რომ ასე იქნება, გამოიჩინეთ აქტიურობა და გახდით “იუვენტუსის” ქართული ფანლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი! ამ კუთხით, ჩვენი მომავალი აქტივობები დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ჩვენი გუნდის პოტენციალზე. აქვე აღვნიშნავ, გასულ სეზონებზე ForzaJuve.Ge -ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტული კოლექტივი ჰყავდა და ამხანაგურ ტურნირებზე თავიც არაერთხელ გამოუჩენია. კვირის შეკრებაზე მოსვლის მსურველებმა საკუთარი პოზიცია კომენტარის სახით დააფიქსირეთ. ველით თქვენს აქტიურობას!

ფანკლუბი იკრიბება კვირას 16:30 წუთიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან.  17:00 საათიდან დაჯავშნულია დიღმის მასივში საცურაო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სტადიონი. მოსულებმა თან იქონეთ ხუთ ლარამდე თანხა.

212 thoughts on “გახდი ფანკლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი!

  1. მოკლედ ბურთი კი მოაქ ოქროს მარა ვისაც კიდევ აქვს, წამოიღოს. ცოტა არეულები ვართ, პირველი შეკრებაა ამხელა პაუზის მერე, შემდეგშI ცოტა დალაგებულები ვიქნებით.

  2. ფანკლუბი იკრიბება კვირას 16:30 წუთიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან. 17:00 საათიდან დაჯავშნულია დიღმის მასივში საცურაო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სტადიონი. მოსულებმა თან იქონიეთ ხუთ ლარამდე თანხა. რომ გიცნოთ გეჭიროთ ძველი გაზეთი და უთო

  3. ოქრო

    ხუთისთვის დაჯავშენ ოქრო მგონი კაი დროა, ოღონდ მალე რა და აქვე დაპოსტე ზუსტი დეტალები რო ხალხმა ნახოს.

    და ოქრო შენი ტელეფონიც მომე რა მქონდა და დამკარგვია :(

  4. შაბატს ქორცილში მივდივარ და კვირას როგორ ვიქნები არ ვიცი, ტამაშის მეტი კი არაფერი ვიციი, იქნებ მოვახერხოო რამენაირად

          1. ერთმანეთს გავიცნობთ, ვნახავთ ვინ-ვინაა, ჩამოვყალიბდებით გუნდად და შემდეგ კვირებში სერიოზულ გუნდებს ვეთამაშებით…

  5. ჩვენი ახალგაზრდული საკაიფოდ დგას ჯერ-ჯერობით,შვეიცარიაში პირველი ტაიმის გაძლება ხუმრობა არ გეგონოთ,მარტო 4 ბურთი გაუშვეს ჯერ :lool: :lool: :lool: …ფუ ამათიი,დაწერენ მერე კიდევ პრესაში,რატომ გვაქვს ქართველებს უცხოური ფეხბურთისადმი მიდრეკილება,რატომ გულშემატკივრობენ მთელი გულით იტალიას,ესპანეთს,ბრაზილიას,საფრანგეთს,იუვეს,რეალს,მანჩესტერს,ბარსას და ა.შ-გო,ამათ როგორ უნდა უბალეშჩიკოს კაცმა(არადა მაინც დავდივარ თითქმის ყველა თამაშზე)შეგაძულებენ ფეხბურთს სულ :blin: :blin: :blin:

  6. ბათუმლები ვინც ხართ ფეისბუქზე დამამატეთ Gio Mamaladze ჯოკერის ფოტო მაქ გლავნიზე (სხვებმაც დამამატეთ კაცო :lool: )

  7. რავი ფეხბურთის თამაში ძალიან კი მიყვარს, მაგრამ დრო უმეტესად არ მაქვს მაგისთვის, უფრო ზაფხულობით ვიცლი ხოლმე…
    იმედია კარგი გუნდი შეიკრიბებით და 1-2ჯერ მეც მოვალ და გიქომაგებთ :* წარმატებები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.