ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გახდი ფანკლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი!

ჩვენი ფანკლუბი ყოველდღიურად იკრებს ძალებს. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ხელახლა იკრიბება ფანკლუბის საფეხბურთო გუნდიც. მის საბოლოო ჩამოყალიბებასა და სხვა ფანკლუბებთან საფეხბურთო დაპირისპირებებამდე იგეგმება სავარჯიშო შეკრება კვირას, 13 ნოემბერს. ყველას, ვისაც გაქვთ შესაბამისი უნარები, შეგიძლიათ გააძლიეროთ ჩვენი გუნდი ან თვლით, რომ ასე იქნება, გამოიჩინეთ აქტიურობა და გახდით “იუვენტუსის” ქართული ფანლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი! ამ კუთხით, ჩვენი მომავალი აქტივობები დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ჩვენი გუნდის პოტენციალზე. აქვე აღვნიშნავ, გასულ სეზონებზე ForzaJuve.Ge -ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტული კოლექტივი ჰყავდა და ამხანაგურ ტურნირებზე თავიც არაერთხელ გამოუჩენია. კვირის შეკრებაზე მოსვლის მსურველებმა საკუთარი პოზიცია კომენტარის სახით დააფიქსირეთ. ველით თქვენს აქტიურობას!

ფანკლუბი იკრიბება კვირას 16:30 წუთიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან.  17:00 საათიდან დაჯავშნულია დიღმის მასივში საცურაო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სტადიონი. მოსულებმა თან იქონეთ ხუთ ლარამდე თანხა.

212 thoughts on “გახდი ფანკლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი!

  1. მე ვერ მოვალ:cry:,ხვალ თამაში მაქვს 6 სთ-ზე,წარმატებებს გისურვებთ და იმედია გუნდში მაინც გამითვალისწინებთ,ვფიქრობ რომ გაგაძლიერებთ…

  2. გვეყოლება მწვრთნელი.და არაფერი მოხდება ნაცნობობით..მაშინ ხო აღარ დავწერდით საიტზე და პირდაპირ ნაცნობებს მოვიყვანდით;)))

  3. alex-pinturicchio

    რომელ უცხოურ კლუბში გაქვს ნათამაშები თუ საიდუმლო არ არის ?

    ცუდია რომ ესეთ ნაადრევ ასაკში დაანებე თავი

    1. რაღა ნაადრევ ასაკში 29 წლის ვარ.დღეს საქართველოში 23 წლის ზევით აღარ სჭირდებათ : )) ან ფული უნდა გამაზო ან ნაცნობი :D:D:D
      ბელორუსიაში ვთამაშობდი ცოტა ხანი.

  4. რა კაცები არიან 6 წელია დავდივარ და 15 ვარო : ))) 29 ვარ და 6 წლიდან ვთამაშობ : )) უმაღლესიც მაქ ნათამაშები და კიდევ უცხოეთშიც :P

  5. წამიყვანეთ რა მეც მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე გიჟი ვარ :))) თან 1 + მაქ :))) დიღმის მასივში როა სტადიონები :)) ავაზას სამწვრთნელო ბაზა მანდ ვარჯიშობდი 3 წელი :)) ასე რომ დიღომს შეჩვეული ვარრ :)))) წამიყვანეეეეეთ

        1. შეგიზლია(თ) “შენობით” მელაპარაკოთ :mrgreen:
          თუ რამესში გამოგადგებით დიდი სიამოვნებით!
          უბანში სულ “ვაგორებთ” ხოლმე!
          inter vs juve _ ზეც არ ვყოფილვარ დ მინდა ყველა ერთად გნახოთ )

          P.S (თავდასხმა ან დაცვა)

  6. აუ მაგრად მინდააააააააააააააააააააა…… ადრე ვთამაშობდი კარგად მახსოვს კიდე ))) მაგრამ ორშაბათს მივდივარ საქართველოდან და თუ მოვახერხე წამოვალ უეჭველი…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.