ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გახდი ფანკლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი!

ჩვენი ფანკლუბი ყოველდღიურად იკრებს ძალებს. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ხელახლა იკრიბება ფანკლუბის საფეხბურთო გუნდიც. მის საბოლოო ჩამოყალიბებასა და სხვა ფანკლუბებთან საფეხბურთო დაპირისპირებებამდე იგეგმება სავარჯიშო შეკრება კვირას, 13 ნოემბერს. ყველას, ვისაც გაქვთ შესაბამისი უნარები, შეგიძლიათ გააძლიეროთ ჩვენი გუნდი ან თვლით, რომ ასე იქნება, გამოიჩინეთ აქტიურობა და გახდით “იუვენტუსის” ქართული ფანლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი! ამ კუთხით, ჩვენი მომავალი აქტივობები დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ჩვენი გუნდის პოტენციალზე. აქვე აღვნიშნავ, გასულ სეზონებზე ForzaJuve.Ge -ს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტული კოლექტივი ჰყავდა და ამხანაგურ ტურნირებზე თავიც არაერთხელ გამოუჩენია. კვირის შეკრებაზე მოსვლის მსურველებმა საკუთარი პოზიცია კომენტარის სახით დააფიქსირეთ. ველით თქვენს აქტიურობას!

ფანკლუბი იკრიბება კვირას 16:30 წუთიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან.  17:00 საათიდან დაჯავშნულია დიღმის მასივში საცურაო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული სტადიონი. მოსულებმა თან იქონეთ ხუთ ლარამდე თანხა.

212 thoughts on “გახდი ფანკლუბის საფეხბურთო გუნდის წევრი!

  1. გუშინ ხო წერდნენ მოვალთო და ვინც დაწერა იმედია ის მაინც მოვა უეჭველი…მინდა რომ მომავალ კვირას ვესპარინგოდ ვინმეს..

  2. იტოკში ბიჭებო ჩემი ბრატი თამაშობს მაგრად და ვერ წამოვა განგრენა აქვს ხო კიდე ჩემი მეორე ბრატიც მაგრად თამაშობს მარა იმასაც განგრენა აქვს და კიდე მეზობელიც მაგრად თამაშობს და იმას კიდე ლავიწის ძვალი აქვს ორ აგილზე მოტეხილი თორე წამოვიდოდნენ :D ამ საიტზე ჯანსაღი არის ვინმე :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.