ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : “იუვენტუსი უმაღლესი დონის გუნდია”

ლეონარდო ბონუჩი “პალერმოსთან” მატჩისთვის ვინოვოს ბაზაზე ემზადება. უკეთესი იქნებოდა, ახალგაზრდა მცველი ახლა ბუფონთან, კიელინისთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად სკუადრა აძურას შემადგენლობაში ყოფილიყო, მაგრამ “ბებერ ქალბატონში” არასტაბილური სათამაშო დროის გამო ჩეზარე პრანდელიმ ბონუჩის გამოძახებისგან თავი შეიკავა : “ფეხბურთი, ისევე როგორც სპორტის ყველა სახეობა, მოულოდნელობებით აღსავსეა.რა თქმა უნდა ბედნიერი ვიქნებოდი, ეროვნულ ნაკრებში მიწვევა რომ მიმეღო, მაგრამ ვარჯიშს მუხლჩაუხრელად გავაგრძელებ, რადგან სკუადრა აძურას შემადგენლობაში რაც შეიძლება მალე დავბრუნდე.იტალიის ნაკრების მაისურით ასპარეზობა ჩემში სიამაყის გრძნობას იწვევს, ჩვენი გუნდი პროგრესირებს, პრანდელი ხელთ შესანიშნავ პროექტს ფლობს.ვსაუბრობ როგორც “ჩვენი”, რადგან თავს ნაკრების წევრად ვთვლი, იმ ფეხბურთელებს შორის ვიყავი, რომლებსაც მთავარი მწვრთნელი ხშირად იძახებდა.”

აღსანიშნავია თავად ლეონარდო ბონუჩის პროგრესირებაც, რომელიც მატჩიდან მატჩამდე უკეთეს მცველად ყალიბდება : “კონტე მაძლევს საშუალებას თამაშში ჩავრთო ჩემი ინდივიდუალური ოსტატობაც, ანტონიოს სქემა სწორედ დაცვიდან თამაშს გულისხმობს.ბუნებრივია, ჩემთვის პროგრესირება აუცილებელია, შევეცდები რაც შეიძლება იშვიათად ვითამაშო ქუსლით და ჩემი თამაში მეტად საიმედო გავხადო.”

საიმედოობა, აგრესიულობა, თამაშის შემტევი სტილი – “იუვენტუსი” მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება : “მიმდინარე ჩემპიონატში ბევრის მიღწევა შეგვიძლია.სკუდეტო ? – დიახ, ის ჩვენი მიზანია.ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ, გუნდი მზადაა ძალების მაქსიმუმი გამარჯვებისთვის გაიღოს.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

კაია ლეო კაი, მართალი ხარ, იტალიური გუნდები უნდა დაუბრუნდნენ ევროპას წიიინ ჩემპიონთა ლიგისკენ :italy: :italy:

d a v i d
12 years ago

წინ ბონუჩიი და მალე :juvee: ამოაგდე ნაკრებიდან რანოკია

tabajuventino
12 years ago

ვაა) ეს ახლა მიხვდა ამას? :chuvak: :chuvak: :juventus:

Di Francesco # 1
12 years ago

კიელინი – ბონუჩი უნდა დაბრუნდეს ნაკრებში, ის პენალტი რანოკიას ბრალი იყო
აბატეც დიდი ვერაფერი, მაჯიო და კასანი ბევრად ჯობია
მარკიზიო კიდე თამაშიდან თამაშამდე უმატებს ნაკრებშიც და კლუბშიც, მსოფლიოსთვის ალბათ გუნდის მთავარი ლიდერი იქნება
:italy:

alex-pinturicchio
12 years ago

შენ რომ არ გეთქვა ეგ ისედაც იცის ხალხმა.რამე ახალი თქვი როდის გაუტან კიდე გოლს ვინმეს : ))

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

მაგარი მცველია. მე რანოკიას,აბატეს, კასანის და ბალძარეტის კი მირჩევნია. ამიტომ ვთვლი, რომ ნაკრებში უნდა იყოს. ერთ-ორ წელიწადში ეგ უძლიერესი მცველი იქნება…

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x