ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ-ცხელება

მიუხედავად იმისა , რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა , იტალიურ პრესაში აქტიურად განიხილავენ იმ ფეხბურთელებს , რომლებმაც შესაძლოა უახლოეს მომავალში მოირგონ  ბიანკონერის მაისური . საგულისხმოა , რომ ბოლო პერიოდში დაწერილი ინფორმაციებიდან , უმეტესობა ბრაზილიელ ფეხბურთელებს ეხებათ . მაგალითად იგივე როდოლფოს საგა , რომელიც ჯერ კიდევ ივლისის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიწყო . ეუგენიო ასკარის განცხადებით , რომელიც ფიფას აგენტი გახლავთ სამხრეთ ამერიკულ სატრანსფერო ბაზარზე , დადებითად ახასიათებს როდოლფოს და ფაქტიურად მოუწოდებს მაროტას , განახორციელოს ინვესტიცია ამ მოთამაშეში : ” უნიკალური ფეხბურთელია , რომელიც ასევე უნიკალურად ასპარეზობს უკვე მერამდენე სეზონია . შესაბამისად მისი სატრანსფერო ფასი შედარებით მაღალია . იუვეს სავარაუდოდ 8 მილიონ ევრომდე მოუწევს გადახდა , მაგრამ როდესაც საუბარი როდოლფოზე მიდის , ეს თანხა არაფერია მასთან “ .

ჯან ლუკა დი მარციოს ინფორმაციით , ჯუზეპე მაროტამ უკვე დაიწყო მუშაობა ლეანდრო დამიაოს ტრანსფერზე , რომელიც 1989 წელს არის დაბადებული და ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელი გახლავთ . ფაბიო პარატიჩი უკვე რამდენიმე დღეა ბრაზილიაში იმყოფება და მოლაპარაკებებს მართავს როგორც ფეხბურთელის აგენტთან ისე მის ამჟამინდელ კლუბთან – ” ინტერნასიონალთან ” . ტურინელები მზად არიან , არც მეტი არც ნაკლები 20 მილიონი ევრო გადაიხადონ ფორვარდში , რომელიც საკმაოდ ძვირად დააფასა სამხრეთ ამერიკულმა კლუბმა . გასულ კვირას , მათ ტოტენჰემის 18 მილიონიან წინადადებაზე თქვეს უარი . საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა სერია უნდა გაიმართოს უახლოეს დღეებში და საათებში . დამიაოს აგენტი შემდეგ კვირაში ჩაფრინდება აპენინებზე , სადაც გააგრძელებს ტრანსფერზე მუშაობას . სწორედ მაშინ გადაწყდება , აპირებს იუვე უკვე ეხლა გაიფორმოს ფორვარდი , თუ სეზონის დასრულებას დაელოდება  . ყველაზე მთავარია , რომ ამ ეტაპზე , უშუალოდ კლუბთან მოხდეს საერთო ენის გამონახვა .

წყარო : TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

bero-juve10 – ყოველშემთხვევაში რაც ფეხბურთს ვუყურებ არ მინახია გერმანელი იუვენტუსში.. უბრალოდ ვერ შემიძლია იმის წარმოდგენა რო ერთ მშვენიერ დღეს გერმანელი ჩაირიცხეა იუვენტუსში : ))

Di Francesco # 1
12 years ago

შეტევის გასაძლიერებლად, სავიოლა, ლავეცი, სება, ამ სამიდან ერთერთი
ნახევარდაცვა, ჰამშიკი, გურკუფი
დაცვა, ბალძარეტი, კრიშიტო,
აქედან 3 კაცი მოიყვანონ და ლიგას მოიგებს იუვე 2012 წელს :roll: :vashaa:
:italy:

mishka berianidze
12 years ago

ჩემის აზრით ამ ეტაპზე გუნდს ესაჭიროება 2-3 კაცი და ესენი არიან კოლაროვი, რუდოლფო და ვინმე კვალიპიკაციური მარჯვენა ნახევარ მცველი
გუნდიდან უნდა გაუშვან გროსო, მოტა, იაკუინტა, ამაური.
ზაფხულის სატრანსფეროზე კი თუ არ მოუმატეს ასევე გასაშვებები არიან დე ჩელიე, ელია, კრასიჩი, ტონი და მათ მაგივრად ვისურვებდი ვან დერ ვილი, ჰუმელსი, გიოტცე, ჰაზარი, კავანი
ასევე დავაბრუნებდი მელოს, ჯანეტის, პასკუატოს ციგლერს, ჯანდონატოს.

12 years ago

ე მაგ ყველა ფეხბურთელზე მზად ვარ უარი ვთქვა თუ კრისტიან ერიკსენს გადმოვიყვანთ აიაქსიდან )))

mishka berianidze
12 years ago
Reply to 

კი კარგი ფეხბურთელია მაგრამ ცემზე რომ იყოს დამოკიდებული იუვეში ამ 5-6 კაცს მოვიყვანდი და მერე მართლა ლიგა იქნებოდა ჩვენი აი ესენიც
1) ედისონ კავანი.
2) ანხელ დი მარია.
3) მარიო გიოტცე.
4) ალეკსანდრ კოლაროვი.
5) მეტ ჰუმელსი.
6) ედენ ჰაზარი.
და ამათ პლიუს ციგლერი, პასკუატო, ჯანდონატო, მელო.
გუნდიდან გავუშვებდი: გროსო, მოტა, დე ჩელიე, კრასიჩი, ტონი, იაკუინტა, ამაური, ელია, მანინგერი.

12 years ago

გერმანელები პრინციპულად არ მინდა.. განა არ მევასებიან როგორც ფეხბურთელები, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია იუვენტუსში გერმანელი : )
კავანი, ჰაზარი, დი მარია და კოლაროვზე კი გეთანხმები.. ეგენი რომ გვაყიდინა ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა!!! ბარსასთან, რეალთან და მანXესტერთან ლიგის მთავარი ფავორიტები ვიქნებოდით

dito chanturia
12 years ago

ise dimaioze magari brdzloaaa gamocxadebuli da ar vici ras tamashobs gets mgoni shaxtiorma 40 milionoi shestavaza

12 years ago
Reply to  dito chanturia

მე ვუყურე ვიდეოებს და მართალი გითხრა დიდად ვერ მოვიხიბლე.. ყოველშემთხვევაში ლუკას მოურასთან და ნეიმართან შედარებით არაფერია :boli:
რავი იქნება ვცდები.. სულ რამდენიმე ვიდეო ვნახე და მაქედან დავასკვენი. ჯერ სანამ ფასით დავინტერესედებით ის უნდა გავარკვიოთ გვინდა თუ არა საერთოდ ეს ფეხბურთელი

mishka berianidze
12 years ago
Reply to 

შენ თუ თვითონ გერმანია არ მოგეონს სხვა საქმეა ისე კი იუვეში გერმანელებს დიდი სრომა აქვთ გაწეული ჰელმუტ ჰალერი, იურგენ კოლერი, შტეფან როიტერი, ანდრეას მიოლერი. ამათმა თავაანთი კვალი დტოვეს იუვეს ისტორიაში.
ეგრე მე ინგლისი და საფრანგეთი არ მევასება მაგრამ მათაც ხომ ყავთ კარგი მოთამაშეები დიდი სიამოვნებიტ ვიხილავდი იუვეში ინგლისიდან ჯერარდს.საფრანგეთიდან ნასრის.

d a v i d
12 years ago

კაი მოიყვანე კაიიიიიი :juvee:

Gio Darja
12 years ago

ეგ დამიაო გამოგვადგება, კარგი ფორვარდიაო ამბობენ, როგორც სჩანს იაკინტასა და ტონის გაყიდვას აპირებს მაროტა ზამთარში, ძალიან კარგი იქნება ახალგაზრდათი თუ შევავსებთ რიგებს

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x