ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფანკლუბი იკრიბება “სპორტ კაფეში!”

გასულ ტურში “იუვენტუსისა” და “ინტერის” დაპირისპირებას “ბებერი ქალბატონის” ქართული ფანკლუბი “სპორტ კაფეში”, დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალყურს.  დარწმუნებული ვარ, იქ მიღებული ემოციები ბევრ ჩვენგანს დღესაც არ დავიწყებია. ამჯერად ForzaJuve.Ge უკვე რიგით მეორე ორგანიზებულ შეკრებას აწყობს! უქომაგე “იუვენტუსს” იუვენტინოებთან ერთად! 

ყურადღება: შეკრება იგეგმება კვირას, “იუვენტუსი” – “პალერმოს” შეხვედრისთვის. ფანკლუბი იკრიბება ჭავჭავაძის 40 ნომერში მდებარე “სპორტ კაფეში” (SC), 17:00 საათიდან . ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ქვემოთ.

რაც მთავარია, ადგილის დასაჯავშნად “სპორტ კაფეში” აუცილებელია ერთი ადამიანის მიერ მინიმუმ 15 ლარის დახარჯვა. ეს, მარტივად რომ ვთქვათ, ის მინიმუმი დანახარჯია, რომლის საფასურადაც “სპორტ კაფის” ადმინისტრაცია თამაშის ტრანსლაციას უზრუნველყოფს.

ტრანსლაცია ნაჩვენები იქნება პროექტორით. “სპორტ კაფეში” დაგვხვდებათ მყუდრო გარემო და საფეხბურთო ატმოსფერო! ერთად ვუგულშემატკივროთ საყვარელ გუნდს!

მდებარეობა: ჭავჭავაძის 40 ნომერი, ჭავჭავაძისა და არაყიშვილის ქუჩების გადაკვეთა. ზუსტად სდასუს პირდაპირ. ვაკის პარკიდან ავტობუსის მეოთხე გაჩერების შემდეგ, დაახლოებით, 50-100 მეტრში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ავტობუსის მეორე გაჩერების შემდეგ 20-30 მეტრში. ნომერ 55-ე სკოლის გვერდით 20-30 მეტრში (ვაკის პარკის მხარეს). კაფე “დისქავერის” გვერდით.

ადგილები იჯავშნება რამდენიმე დღით ადრე, ასე რომ, მსურველებმა, რომლებმაც დარწმუნებით იციან, წამოსვლის შესახებ დაწერეთ საკუთარი სახელი და ტელეფონის ნომერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: skype: purposefulpawn, 598762111 (გიორგი).

გვაქვს თქვენი აქტიურობის იმედი!

წინა ღონისძიების სასიამოვნო გამოცდილება, დარწმუნებულები ვართ, კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით შეკრების საშუალებას მოგვცემს. იქიდან გამომდინარე, რომ “იუვენტუსი” და “პალერმო” ერთმანეთს დღისით, 18:00 საათზე დაუპისიპირდებიან, ველოდებით გულშემატკივრებს მეზობელი ქალაქებიდანაც!

43 thoughts on “ფანკლუბი იკრიბება “სპორტ კაფეში!”

  1. ჯერ არ ვიცი რატო მარა პასიურობაა, ვნახოთ პარასკევამდე რამდენი იქნება მსურველი. ვისაც გინდათ დაწერეთ რო ვიცოდე სურათი, ეგრე თუ ბოლო დღემდე არ დაწერთ ვერ დავჯავშნით :|

  2. აუ მინდაააა…. ეგვიპტეში მივდივარ ეხლააააააა :(((((

    ჩემი პატარა დის შვილი დელ პიეროს ვერ იძახის და ბედნიეროს ეძახის = ))))))))))))))))) :D:D:D:D:D:D :lool:

  3. მეც ვერ მოვიცლი ისე კი მართლა ძალიან მინდა თქვენთან ერთად ყოფნა
    გუშინ კარგი დრო გავატარეთ ძალიან მესიამოვნა თქვენთან ყოფნა იმედი მაქვს კარგ გუნდად ჩამოვყალიბდებით ასე რომ სამუსაო კიდევ ბევრი გვაქვს და თითოეულმა მაქსიმუმი უნდა გავიღოთ რომ რაიმე წარმატებას მივაღწიოთ.

  4. მე ტრადიციულად არ მცალია :mrgreen::mrgreen: ,თამაში მექნება კვირას მაგ დროს,სამაგიეროდ შაბათს მეცლება და მოვალ,მეკარეობაც შემიძლია და დაცვაშიც,ტურნირზე მეკარედ ვთამაშობ და თუ ეგ პოზიცია პრობლემატურია არაა ბაზარი….თამაშით ვის შევხვდებით არ იცით?თუ გინდათ მანჩესტერის ფან-კლუბს შევხვდეთ,ვიცნობ ხალხს მაქედან,ერთ გუნდში ვართ ეხლა…

  5. არანაირად არ მცალია, “რა?სად?როდის?” თბილისის ჩემპიონატის ტურია ზუსტად მაგ დროს. გუნდს ვერ მივატოვებ უპატრონოდ თან სატურნირო ცხრილში მთლად კარგად ვერ გვაქვს საქმე ამ სეზონში ((

  6. გაითვალისწინეთ რო ამის შემდეგი შეკრება უკვე იქითა წრეშ იქნება და კაცმა არ იცის როდის ისე უწევს თამაშები. ასე რომ იაქტიურეთ მახიმალურად :yes:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.