ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” კუალიარელას არ გაყიდის

როგორც იტალიურ პრესაში იუწყებიან, “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, გუნდის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ფაბიო კუალიარელა მისთვის საჭირო ფეხბურთელია და მისი გაშვება არ სურს. მოგეხსენებათ, 28 წლის თავდამსხმელმა უმძიმესი ტრავმა გადაიტანა და 6 თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა მწვანე მინდორზე გასვლას. მიმდინარე სეზონში კუალიარელამ სერია ა – ში ჩატარებულ მატჩებში სულ 14 წუთი დაჰყო მოედანზე. ამის გამო, გაჩნდა სხავდასხვა სახის ჭორები. კუალაირელას ბედს უკავშირებდნენ გენუურ “ჯენოას”, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ “მილანში” მას ანტონიო კასანოს შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, კონტეს კუალიარელას გუნდიდან გაშვება არ სურს.

წყარო: Football-Italia

5 thoughts on ““იუვენტუსი” კუალიარელას არ გაყიდის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.