ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო: ” 40 წლამდე ვითამაშებ “

El Pais -სთან მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ალესანდრო დელ პიერომ საკუთარ წარსულსა და შესაძლოა მომავალზე ისაუბრა. ცხადია, ჟურნალისტები განსაკუთრებულად მისი “იუვენტუსის” ხელმძღვანელობასთან ურთიერთობით დაინტერესდნენ. კაპიტანმა არ უარყო, რომ ფეხბურთის თამაშს მოქმედი სეზონის დასრულების შემდეგაც აპირებს, მაგრამ ის, თუ სად გააკეთებს ამას, საიდუმლოდ დატოვა…

ჯერ კიდევ არ მშორდება ის ემოცია და ვნება, რასაც ბურთთან კონტაქტი განიჭებს. ზოგჯერ დგება მომენტი, როცა შინაგანი ძალა უბრალოდ გაიძულებს რაიმე ქნა, თუნდაც მიწაზე დაწვე ბურთის ხელახლა მოსაპოვებლად ან მთელი ძალით გაიქცე მისკენ. ეს კარგია და მიხარია, რომ ამგვარი შეგრძნება ჩემშია. “

” რამდენი ხანი მინდა, ვითამაშო? 40 წლამდე. ჩემი ფიზიკური კონდიციები 1998 წლის 8 ნოემბერს შეიცვალა (დელ პიეროს მუხლის იოგის დაზიანების გამო საშინელი ტრავმის გადატანამ მოუწია), როცა 12 თვის განმავლობაში ვერ ვითამაშე, აქედან ოთხი თვე კი ყავარჯნებით დავდიოდი. ამ შემთხვევამ ჩემი კარიერა გადაატრიალა და უკეთეს ფეხბურთელად მაქცია. იქამდე ძლიერი, სწრაფი, ჯერ კიდევ ინსტიქტებით მართული ფეხბურთელი ვიყავი, მას შემდეგ კი ამ ინსტიქტების მოთვინიერება შევძელი, უფრო დაბალანსებული გავხდი. “

” იმ შეკითხვისთვის პასუხის გაცემა ნამდვილად არ მსურს, თუ სად გავაგრძელებ თამაშს. მინდა ჩემი კარიერის ეს ეპიზოდი საღი გონებით შევაფასო, არ მინდა რაიმეს გამო ვიჩქარო. ისე კი, რაც მოხდეს, რაც მოსახდენია.

18 thoughts on “დელ პიერო: ” 40 წლამდე ვითამაშებ “

  1. არანაირი ამერიკა! გადადი გარნდში, ამბიციურ გუნდში! შენ კიდევ შეგიძლია! იუვე გაგდებს და გადადი სხვა გრანდში! :forza:

  2. მოდით ღიად ვთქვათ რომ ასეთი იუვენტინო, ადამიანი და ლეგენდა იუვეში კი არადა ფეხბურთის ისტორიაში აღარ განმეორდება…ყოველ შემთხვევაში ჩმეში ის განუმეორებელი დარჩება… გაიხსენეთ რამდენი მატჩისთცის გიყურებიათ და რამდენი ფეხბურთელი გინახავთ, ალექსის მსგავსი სტილის და ქარიზმის ფეხბურთელი გინახავთ? მე არა და თუ ვინმეს გინახავთ გთხოვთ დაწეროთ…

  3. Говорят, Ибрагимович чуть не подрался с Гвардиолой. Что ты об этом думаешь?
    Да он и тут со всеми чуть не подрался.
    И с тобой тоже?
    Нееет. Я бы его побил. Златан человек очень спокойный, но при этом требовательный. Он всегда хочет быть лучше всех. :D:D:D:D

    ალეს ინტერვიუში იყო :lool: :lool: :lool:

  4. al.delpiero
    იმიტო უყვართ, რომ ფეხბურთით ცხოვრობენ, ფეხბურთით სუნთქავენ.

    შენ რო გითხრან შეწყვიტე სუნთქვაო, სეწყვეტ ? :givi:

  5. კარგია კაპიტანო კარგი, ამერიკაში წადი, მინდა კიდე 3 წელი შენი თამაშით ვიხიბლებოდე. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას.

  6. სადაც არ უნდა ცავიდეს დელპიერო ის მაინც ჩემს გულში იქნებაა როგორც საუკეტესო პეგბურტელი და საუკეტესო კაპიტანი,თუ გინდა მილანში ან ინტერშიიი ცავიდეს, იმიტომ ამას იმდენი აქვს გაკეტებული იუვესტვის რომ არავის არ უნდა გაუტდეს რავი მე ასე ვპიქრობ ჯერ არ დაამტავრო დელპო კარიერა იტამაშე 40 ცლამდეეეეეეე :juvee: :juvee: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.