ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვინოვო ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

ვინოვოს სამწვრთნელი ბაზა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.სანაკრებო ბატალიების შემდეგ ანტონიო კონტეს განკარგულებაში თითქმის ყველა ფეხბურთელი დაბრუნდა, დღეს ეროვნულ გუნდებში გამოძახებულმა მოთამაშეებმა მსუბუქი ვარჯიში გამართეს.ბიანკონერები “პალერმოსთან” მატჩისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობენ.შესანიშნავი სიახლეა ანდრეა ბარძალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.იტალიელმა მცველმა სკუადრა აძურაში მიღებული ტრავმა სრულად მოიშუშა და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშებს შეუდგა.ალესანდრო დელ პიერომ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, რამეთუ იტალიელ ფორვარდს გულმკერდის არეში ტკივილები აღენიშნებოდა.მორიგი ტრენინგი ვინოვოზე ხვალ გაიმართება.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
king_arturo
12 years ago

კვალიარელა თითქმის დარწმუნებული ვარ რო ითამაშებს, ეს არის ოქროს შანსი მისთვის, ერთ ტაიმს მაინც ითამაშებს და თვითონ ისეთი მოტივირებულია რო აუცილებლად ყველაფერს დადებს მოედანზე რო თავი გამოიჩინოს ანუ მარტო მირკოს ინდივიდუალურობაზე აღარ იქნება გუნდი დამოკიდებული და ღირსეული კონკურენტი ეყოლება კვალი სახით.

NEDVEDA11..
12 years ago

დელ პიერო და კუალიარელა უნდა ათამაშოს პალერმოსთან!

:kenwvla:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x