ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერების შედეგები ეროვნულ ნაკრებებში

სანაკრებო ბატალიების მეორე შეხვედრებში ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებისთვის არასასურველი შედეგები დაფიქსირდა.მეგობრულ თუ ოფიციალურ 6 მატჩში ტურინელებმა 2 მოიგეს, ერთი ფრედ ითამაშეს და ოთხში დამარცხდნენ.

იტალიის U21 ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა და 21 წლამდელთა ევრო 2012 – ზე ასპარეზობა გაინაღდა.ჩირო ფერარას შეგირდებმა ამჯერად უნგრელ ფეხბურთელებს უმასპინძლეს და დამაჯერებლად, 2-0 დაამარცხეს.ლუკა მარონემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

მეგობრულ შეხვედრაში იმარჯვა შტეფან ლიხშტაინერის შვეიცარიის ნაკრებმაც, რომელმაც ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს სძლია.წითლებმა 1-0 იმარჯვეს, ბიანკონერების მარჯვენა მცველმა კი მოედანზე 70 წუთი დაჰყო.

ერთადერთი ფრე, რომელიც იუვენტინოების მიერ ჩატარებულ მატჩებში დაფიქსირდა, დანიის ახალგაზრდული ნაკრების მიერ მოპოვებული ქულა იყო, მაკედონიის წინააღმდეგ.ფრედერიკ სორენსენმა მატჩი სრულად ჩაატარა.

რაც შეეხება მარცხებს, ყველაზე მტკივნეული გუშინდელი დღე მირკო ვუჩინიჩისთვის იყო.ევრო 2012 – ის პლეიოფის მეორე მატჩში მონტენეგროელებმა ჩეხეთს უმასპინძლეს და მეტოქეს ვერაფერი დაუპირისპირეს, 0-1 დამარცხდნენ და უკრაინა – პოლონეთში ასპარეზობის მცირე შანსიც კი გაუშვეს ხელიდან.შეგახსენებთ, რომ ჩეხეთში გამართული პირველი შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

მეორე ოფიციალურ მატჩში მარცხი მარსელო ესტიგარიბიამ იწვნია.2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში პარაგვაელები ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 2-0 დამარცხდნენ.ესტიგარიბია ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანი მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, 75 წუთზე დატოვა.შეგახსენებთ, რომ ჩილეს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში არტურო ვიდალს არ უთამაშია.

იტალიის დედაქალაქში, რომის ოლიმპიურ სტადიონზე იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ურუგვაის უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა.ჯიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, სიმონე პეპე და ალესანდრო მატრი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვნენ.

ჰონდურასის წინააღმდეგ მატჩში დამარცხდნენ სერბებიც, რომელთა შემადგენლობაში მილოშ კრასიჩი ასპარეზობს (2-0).

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x