ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი: ” იმედია “იუვეს” აღარასდროს დავჭირდები “

მარჩელო ლიპის ისევ სამწვრთნელო პოსტზე დაბრუნება სურს. “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი უკვე დიდი ხანია სამუშაოს გარეშეა დარჩენილი და უახლოეს მომავალში ამის შეცვლას გეგმავს: ” ერთწლიანი შესვენება ავიღე, ეს მენტალური დასვენებაა. ახლა ახალი პროექტის დაწყება მსურს და ეს კლუბთან არ იქნება დაკავშირებული. მინდა ეროვნული ნაკრები ჩავიბარო და 2014 წლის ბრაზილიის ჩემპიონატისკენ გავუძღვე. სამხრეთ აფრიკის მუნდიალი? ცხოვრებაში ხშირად დადებითი და უარყოფითი ეპიზოდები ერთმანეთს ცვლიან. საკმაოდ იღბლიანი კარიერა მქონდა და ძალიან წარმატებული მწვრთნელი ვიყავი. “წარმატებული” – ამ სიტყვაზე ყოველთვის “იუვენტუსი” მახსენდება. ეს საოცარი წლები იყო. იყო შანსი, ტურინში ისევ დავბრუნებულიყავი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ახლა “იუვეს” დიდებული მწვრთნელი ჰყავს, მე ნამდვილად არ ვარ საჭირო, მაგრამ თუ ოდესმე… მე და “იუვეს” შორის ურთიერთობა იმდენად მჭიდროა, რომ თუ ერთ დღესაც დამიძახებენ, თანახმა ვიქნები. ასეა თუ ისე, იმედი მაქვს, ეს არ მოხდება.” -აცხადებს ლიპი.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
12 years ago

გენიოსი-მისაბაძი და მაგალითისმიმცემი ტრენერი-კაცი, რომლის გულში მუდამ ბიანკონერია-ბრავისსიმო მარჩელო!! :juvee: :juvee:

valeri tokhadze
12 years ago

ამას მემგონი მოსვლა უნდა იუვეში:D

juventino90
12 years ago

ყველაზე მაგარია :* თუ ვინმეზე ითქვმის იუვეს მარადიული ტრენერიაო ლიპია :) კონტესკიარა მამაჩემი რო დანიშნონ იუვეს ტრენერად ლიპი ყოველთვის პირველი იქნება ჩემთვის :D:D

giorgi kodua
12 years ago

მგონია რომ კონტე უფრო მაგარია ანუ უფრო მეტს მიაგწევს ვიდრე ლიპი :forza:

bacho kochlashvili
12 years ago
Reply to  giorgi kodua

SHEN XO ICI EG ANDAZA ZMA: IS URCHEVNIA MAMULSA ROM SHVILI JOBDES MAMASAO :roll: :mrgreen: :chuvak:

alex-pinturicchio
12 years ago

ყველაზე მაგარი მწვრთნელი და უდიდესი სიმპატიები მაქვს ამ კაცის მიმართ.მე ვფიქრობ რომ დაბრუნდება იუვესი და ლიგას მოვიგებთ :P ტუ მანამდე არ მოვიგეთ : )) :juvee:

NEDVEDA11..
12 years ago

ჩემი უსაყვარლესი მწვრთნელი :love:

12 years ago

დადეთ ამ კაცის სტატიები გულს უხარია.

12 years ago
Reply to 

:D :D +1

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x