ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “არ ვიცი, აპირებს თუ არა იუვენტუსი იაკინტას გაყიდვას”

ვინჩენცო იაკინტას აგენტი, ანდრეა დ’ამიკო რადიო CRC – თან ინტერვიუში მისი კლიენტის მომავალზე საუბრობს : “ამ მომენტისთვის არ ვფლობ ინფორმაციას იმის შესახებ, აპირებს თუ არა იუვენტუსი იაკინტას გასხვისებას.ვინჩენცო მოედანზე დაბრუნდება, მაგრამ რთულია იმის განსაზღვრა, როდის მოხდება ეს.მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე და კლუბის ხელმძღვანელობა გადაწყვეტენ, გაყიდიან თუ არა მას”. “უდინეზესყოფილი ფორვარდი ამჟამად 31 წლისაა, მიმდინარე სეზონში იგი მოედანზე არ გამოჩენილა.შეგახსენებთ, რომ ვინჩენცოს გარდა კონტეს განკარგულებაში კიდევ 5 ფორვარდია : მირკო ვუჩინიჩი, ალესანდრო მატრი, ალესანდრო დელ პიერო, ფაბიო კვალიარელა და ლუკა ტონი.

წყარო : Football Italia

10 thoughts on “აგენტი : “არ ვიცი, აპირებს თუ არა იუვენტუსი იაკინტას გაყიდვას”

  1. ამის ჩაგდებული თამაში არ მინახია არც იუვეში და მითუმეტეს არც ნაკრებში, როცა გამოდიოდა მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა
    გოლებიც 35% აქ იუვეში გატანილი და იაკინტასთვის არც ისე ცოტა შედეგია :chuvak:
    მე რო ვიყო დავტოვებდი :chuvak:
    :italy:

  2. დიდ გუნდებთან კარგად თამაშობდა კვინტა. ამიტომ მინდა რომ დაბრუნდეს, მე მაინც მევასება. რავი. სიტის რომ გაუტანა ან ჩელსის მაგას რა დამავიწყებს :oldman: ცოტა დაგვიბერდა, მაგრამ ასეთი ძლიერი ფორვარდები მე პირადად მომწონს. ტონიც ათამაშონ მინდა, ნამდვილად არის ღირსი, მაგრამ ამათზე ზედმეტია საუბარი, დელ პიერო რომ არ თამაშობს მაშინ. იმედია იცის კონტემ, რასაც აკეთებს

    1. მეც მაგრად მევასება და როგორც ცენტრფორვარდი ერთერთი საუკეთესოა, და ყველაზე უიღბლო,ტრამვებმა გატანჯეს ეს თონე დღეს მარტო მე და შენ არ დავწერდით იმას რო ძაან მაგარი არის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.