ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი: ” 32 ნომერი ბროკის საპატივცემლოდ “

ალესანდრო მატრიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელმა დღეს პირველად ცხადყო, თუ რატომ ატარებს 32-ნომრიან მაისურს. 27 წლის თავდამსხმელის განმარტება საკმაოდ საინტერესო იყო: ” ფეხბურთის სამყაროში უამრავ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ მეგობარი კი ძალიან ცოტა მყავს. ჩემი საუკეთესო მეგობარი კრისტიან ბროკია (32 “ლაციოს” ნახევარმცველის საყვარელი ციფრია, ამ ნომრით ასპარეზობდა ის “მილანშიც”). “მილანს” ჩემი სჯეროდა და ბევრიც დააბანდა ჩემში. ამ გუნდის მადლიერი ვარ, მაგრამ ახლა “იუვეს” ღირსებას ვიცავ და ტურინში ბედნიერებაც ვიპოვე. “ჩემპიონთა ლიგაში” მსურს თამაში, პატარა ბიჭი უკვე აღარ ვარ და იქ ჯერაც არ მომისინჯავს ძალები. იმედია, “იუვენტუსი” ჩემპიონატს პირველ სამეულში დაასრულებს და მომავალ სეზონში ამის საშუალებაც მომეცემა. ” -აცხადებს მატრი.

წყარო: football italia

5 thoughts on “მატრი: ” 32 ნომერი ბროკის საპატივცემლოდ “

  1. შენ გოლები გაიტანე და სამეულშიც მოხვდები და სკუდეტოსაც წაიღებ სახლში. მერე კიდევ ლიგაზეც თუ ჭკვიანად მოიქცევი კარგი ბიჭი ხარო ეგრე გეტყვიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.