ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

manunited.fanebi.com VS forzajuve.ge

რამდენიმე დღის წინ, ტურინის “იუვენტუსის” ფანკლუბის წევრები შევიკრიბეთ, რათა შეგვექმნა forzajuve.ge-ს საფეხბურთო გუნდი. ამ გუნდში შეუძლია მოხვდეს ნებისმიერი “იუვენტუსის” გულშემატკივარი, რომელიც თავის თავს კარგად წარმოაჩენს. 13 ნოემბერს “იუვენტინოების” შეკრების შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ ჩვენმა ფანკლუბმა ჩაატაროს ამხანაგური მატჩი სხვა კლუბების ფანკლუბებთან. თითქმის ერთი კვირა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ფანკლუბებთან, მაგრამ უშედეგოდ. ამ საკითხზე რამდენიმე “იუვენტინო” მუშაობდა. დღეს დავუკავშირდი manunited.fanebi.com-ს გუნდის კაპიტანს, რომელმაც სურვილი გამოთქვა გამარტოს სპარინგ მატჩი forzajuve.ge-თან. თამაში “იოსებიძეზე” ჩატარდება. რამდენიმე საათში ყველაფერი დაზუსტდება და საბოლოო ინფორმაციას მოგაწვდით თამაშთან დაკავშირებით…

56 thoughts on “manunited.fanebi.com VS forzajuve.ge

  1. ვსო რა დაველოდოთ გავსას და გევტყვის პასუხს.არავინ რომ არაფერს წერდა ამგიტომ ვთქვი დაუკავშირდითქო..გასაგებია..ხო არ უნდა ატასჯერ მიწერა.დაველოდოთ

    1. ძმა,დრო გადის,ისეთი სიტუაციაა გაურკვევლობაში ვართ ყველა,ზეგ არ ეცლებათ მაგათ თან,თამაში გვაქვს და ორ თამაშს ხომ არ ჩაატარებს???თან გადამწყვეტი თამაშია…ქვემოთ იყო საუბრები რომ ვერ ვუკავშირდებით,საიტზე არ არისო და მაგ პონტში ვთქვი,რატომ ნერვიულობ????

      1. თვითონ მითხრა ან შაბათს ან კვირას ვითამაშოთო. რა აზრი აქვს 100მა რო მიწეროს. მომწერს ალბათ მალე. ახლა დავურეკე კიდევ და ვურეკავ ბიჭებსო.

          1. თუ ხვალ იქნა ძმა მოვალ და ზეგ ნაღდად ვერა,არანაირად არ მცალია,ვმუშაობ და თან თამაში მაქვს….პატივს დაგვდებ რა შუაშია?ძალიანაც მინდა მოსვლა,მაგრამ დღეს თუ ვერ გავიგე,ხვალ საიტზე ვერ შემოვალ არ მეცოდინება როდის თამაშობთ და ნომ-ი მაგიტომ დავტოვე…

  2. რა ქენით ბრატცი თამაშზე?მანჩეს კაპიტანი ჩემი გუნდელია ტურნირზე და კვირას არ გვეცლება თამაში გვაქვს,ხვალ სჯობს და თუ რამე დავურეკავ…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.