ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: ” ხვალინდელი მატჩი, როგორც ფინალი “

ხვალ “იუვენტუსი” სიცილიურ “პალერმოს” უმასპინძლებს. კონტეს შეგირდები მატჩისთვის სერიოზულად ემზადებიან, საბრძოლო განწყობა არც თავად მთავარ მწვრთნელს აკლია. იტალიელი სპეციალისტი გამარჯვების მოლოდინშია…

ხვალ 22 დღის შემდეგ პირველად გავალთ მოედანზე. ჩვენს თამაშთან დაკავშირებით უეჭველად გაჩნდება რაღაც კითხვის ნიშნები. ერთად მუშაობა ხუთშაბათს განვაახლეთ და დაბრუნებული ფეხბურთელების “სერია ა” -ზე რეადაპტაცია ვცადე. როცა 10-12 დღეს სხვაგან ატარებ, სხვა გარქაზე გადასვლა ძნელი არაა. ასეა თუ ისე, ვინც იტალიაში დარჩა, ჩემთან ერთად დაუღალავად ივარჯიშა, ბევრი იმუშავეს საკუთარ ნაკრებებთან ერთად სხვებმაც, ასე რომ, ეს არანაირი გამამართლებელი საბუთი არაა. “

” ვიდალი? ვარჯიშზე დაგვიანება ნამდვილად შეცდომა იყო, როცა ამის შესახებ გავიგე, ძალიან გამიკვირდა, რადგან ტურინში ყოველთვის პროფესიონალური დისციპლინით გამოირჩევა. ბოდიშის მოხდით დაამტკიცა, რომ მომწიფებული ადამიანია, ის ჯერ ახალგაზრდაა და ეს შემთხვევა გაკვეთილად უნდა გამოიყენოს.

კონტეს გუნდს მოკლე შუალედში სამ მრისხანე მეტოქესთან უწევს შერკინება. “პალერმოს” შემდეგ კონტეს შეგირდები “ლაციოს”, ხოლო შემდეგ “ნაპოლის” დაუპირისპირდებიან…

თითოეული ამ მატჩისათვის ინდივიდუალურად უნდა მოვემზადოთ და ქულების მაქსიმუმის აღება ვცადოთ. ჯერ “პალერმოს” ვმასპინძლობთ და ეს შეხვედრა ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ტოლფასია. სასწორზე სამი უმნიშვნელოვანესი ქულაა და არ დაგავიწყდეთ, სიცილიელები უკვე ზედიზედ სამი წელია ტურინს იპყრობენ. უნდა დავამტკიცოთ, რომ დღეისათვის ბევრი რამ შეიცვალა. “

” ბოლო პერიოდში დრო მომეცა მათთან მემუშავა, ვისაც კონდიციების გაუმჯობესება და ფორმაში ჩადგომა სჭირდებოდა. ტრავმისგან უკვე ყველა ფეხბურთელი რეაბილიტირდა, ეს ტაქტიკური და ტექნიკური კუთხით განსაკუთრებული ვარირების საშუალებას მაძლევს. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი ; football italia

23 thoughts on “კონტე: ” ხვალინდელი მატჩი, როგორც ფინალი “

  1. კაცურად დამეხმარეთ რა vshareze უყურებდი თამაშებს ჩვეულებრივად ახალი კომპიუტერი ვიყიდე და ვეღარ ვუყურებ რაგაცას მიწერს გადმოწერეო ვიწერ ვაყენებ და მაინც არ რთავს .. რა უშველო?

    1. მე სულ შავ ეკრანს მიგდებს ხოლმე და ვერასდროს მოვახერხე მანდ ყურება. ახალი კომპიუტერი მშვიდობაში ძმა

  2. ხო კვალი სასტავში იქნება
    ხვალინდელ ფინალში :chuvak: 12 ფეხბურთელი იქნება მოედანზე 11 ჩვენი და 1 იმათი რომელიც მალე ჩვენი იქნება :chuvak:
    :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.