ბიანკონერებმა ვინოვოზე ვარჯიშები განაახლეს
“პალერმოსთან” მოპოვებული ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ ბიანკონერებმა ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშები აღადგინეს.რთული კალენდარი დასვენების საშუალებას არ იძლევა – შაბათს “იუვენტუსს” გასვლა უწევს რომში, “ლაციოს” წინააღმდეგ, სამშაბათს კი უამინდობის გამო გადატანილი მატჩი, “ნაპოლისთან”.შეგახსენებთ, რომ ტურინელები ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ, ნეაპოლელებთან გამოტოვებული მატჩი კი აქტივში აქვთ.
ანტონიო კონტემ დრო არ დაკარგა და ვარჯიშები დღესვე განაახლა.იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც “პალერმოს” წინააღმდეგ ითამაშეს, მსუბუქად დაიტვირთნენ.სპორტულ დარბაზში განცალკევებით ვარჯიშობდა სიმონე პეპე.სხვა მოთამაშეების ვარჯიში შემდეგი გეგმის მიხედვით წარიმართა : გახურება, ბურთის ფლობა, მოკლე პასები, დიაგონალური გადაცემები და ჩაწოდებები.ბოლოს მინი – მატჩები გაიმართა.ხვალ, ადგილობრივი დროით 10:30 და 14:30 სთ – ზე ორმაგი ტრენინგი იგეგმება.
ლაციო უნდა გავხიოთ კონტე აბა შენ იცი მხოლოდ 3 ქულა
ვიგებთ ლაციოსთან ))
lacio vugebT,napolistan minimum x2 Cezenas vugebT.ai romasac tu movuget mere ukve natel ferebshi davinaxav yvelafers
ლაციოს მოვუგებთ დამიჯერეთ რა:)ჰანდიკაპით მოვუგებთ
ამ ორ თამაშში 4 ქულა მგონი ნორმალური იქნება!!! მაგრამ რა თქმა უნდა ორივეში მოგება დაგვხატავს
აი ამ სურათზე ელია ეუბნება კონტეს შემომიყვანეო და პასუხობს ჩვენი ალენაიტორე
ხოდა ო არ მინდა რო წავაგო, მიტო ვარ უდინეში გასვლაზე ფრით კმაყოფილი, ან რატო არუნდა ვიყო როცა სახლში კატანიასთან ვითამაშეთ ფრე
მთავარია არ წაგება, ახლა ლაციოსთან წაგებას მირჩევნია გუნდმა 5 ტური ფრე ითამაშოს
წაგებით განახევრდება ამ გუნდის ძალები, მიტო არ რისკავს კონტე და ჯერდება იმ ნიჩიებს რაც გუნდმა ითამაშა, აქ კიდე ზოგი იძახის ნიჩიაა და შემოყაროს თავდამსხმელებიო, 10 და 15 წუთში გუნდი ვერ მიგებს თამაშს, წაგება შეიძლება
ამიტო რისკი კონტეს მხრიდან ზამთრამდე მაინც იქნება 0
Darja

ფრეს იმიტო ვიძახი რო, უკვე 10 თამაშია არ წაგვიგია,( ეს წაგება გინდაარგინდა როდისმე მოვა) და იმდენად არ მინდა რო წავაგოთ გასვლაზე ლაციოსთან, ნაპოლთან უდინეზესთან და რომასთან ნიჩიაც დამაკმაყოფილებს, ზოგთან სახლშიც მთავარია არ წავაგოთ, რადგან მგონია რო წაგებას გუნდი რთულად გადაიტაბს და 1-2-3 წაგებას ზედიზედ მიაყოლებენ
კარგი რაა, იუვენტუსის ფანი ხარ და უდინეზესთან ფრით დაკმაყოფილდები ? წავაგებ მაშინ, როცა წავაგებ და არა ახლა, ამაზე მერე ილაპარაკე..ღმერთმა ქნას არსებობის მანძილზე არასდროს არ წაეგოს ამ გუნდს, მე პირადად არ ვაპირებ ჯერ წაგებას, ჩვენი მომგები ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობით არავინაა..გიჟი ოპტიმისტი ვარ და ეგ იმიტომ, თორემ ნებისმიერ მოგებას წაგება მოსდევს და პირიქით, ფეხბურთის დაუწერელი კანონია..)) წაგებას წაგების დროს ჩამოართვი ხელი ჯიგარო და არა მაშინ, როცა მილანთან, ინტერთან და პალერმოსთან გამარჯვებას ზეიმობ..
ლაციო სახლში უფრო ცუდად თამაშობს ვიდრე გასვლაზე ამიტი ნიჩია ჯიბეში გვაქ

შენ თუ იუვენტუსი ლაციოსთან ნიჩიის ჯიბეში ჩასადებად გაგყავს მოედანზე, ცუდად ყოფილა შენი “მწვრთნელობის” საკითხი ძმა )) ჯერ მოგებაზე იფიქრე, ფრე მაშინ, თუ ფრედ დამთავრდება..
ეჭვი მეპარება ლაციო იმდენად დიდი დაბრკოლება იყოს, რომ მასთან მოგება შეუძლებელია..რაც მთავარია რეიას არ ყავს ნახევარდაცვა, რომელიც პირლო – ვიდალი – მარკიზიოს შეაჩერებს, ესაა ჩვენი მთავარი პლიუსი და იარაღი, რომელიც მეტოქეს კლავს, ბურთის ფლობა, ათიდან ათივე შეხვედრაში მოვუგეთ მეტოქეს ბურთის ფლობა, ეგრე იქნება რომშიც..უეჭველი ვიგებთ
ise romshi ufro didi imedebi maq me mand kargad vtamshobt sul da xshirad vigebt am bolo wlebsac tu gadavxedat xolo san paoloze martla brdgvna iqneba eee
ახლა რაც მთავარია, ყველაზე გუნდზე უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა გვაქვს, რომში უეჭველი უნდა მოვიგოთ, მომავალ 2 მატჩში მინიმუმ 4 ქულა აუცილებლად გვჭირდება..მიდი ანტონიო, გვაჩუქე ორი საოცარი გამარჯვება, დედაქალაქში და ნეაპოლში
წავიდა იუვეე… მიდით კიდევ ერთი სამი ქულა წამოირეთ რა…