ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “კონფლიქტი გუნდის არცერთ ფეხბურთელთან არ გვაქვს”

მილოშ კრასიჩი Juventus Club Mottarone – ს მიერ დაწესებული პრიზის, Castagno d’Oro – ს მფლობელი გახდა.ჯუზეპე მაროტამ სერბის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა : “მილოშის აგენტთან არ მისაუბრია, თუმცა ბუნებრივია, მისი სიტყვები მოულოდნელი იყო.კრასიჩთან ხშირი კონტაქტი გვაქვს, მას კი კლუბის დატოვების სურვილი არ გამოუთქვამს.ამ მომენტისთვის სერბი ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მისი თანაგუნდელები უკეთეს სათამაშო ფორმაში იმყოფებიან.კონფლიქტი კლუბის არცერთ ფეხბურთელთან არ გვაქვს.როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, მზად ვართ კრასიჩთან დაკავშირებით ყველა წინადადება განვიხილოთ, მაგრამ ამ მომენტისთვის, მოლაპარაკებები ნამდვილად არ მიმდინარეობს.”

იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება : “ამ დროისთვის მოგვარებული არცერთი ტრანსფერი არ გვაქვს.იანვრის მოახლოებისას ანტონიო კონტეს შევხვდებით, მის მოთხოვნებს გავეცნობით და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველი ფეხბურთელები დავიმატოთ.ზამთარში იუვენტუსი მეგა ტრანსფერს არ განახორციელებს, მაგრამ კარგი მოთამაშეები ბებერ ქალბატონში აუცილებლად ჩაერიცხებიან.გუნდს მისი პრინციპი აქვს, რაზეც მე და ჩემი კოლეგები შეთანხმებულნი ვართ.”

ინტერვიუს ბოლოს სპორტულმა დირექტორმა კლუბში შექმნილ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი : “ახლა იუვენტუსში ყველა ბედნიერია, მაგრამ სავარაუდო შეფასებები მხოლოდ სეზონის ბოლოს გაკეთდება.დრო გადის, გუნდი იმარჯვებს.კლუბის ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და ხელმძღვანელობას შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ჩვენს მიზნებზეც აისახება.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

კრასიჩის გაშვება ამ წუთას დიდი შეცდომა იქნება.
მაგაზე უკეთესი ნახევარმცველი დღესდღეობით გუნდში არ არის, უბრალოდ ფორმაში არ არის ამ წუთას.
ვფიქრობ სეზონის ბოლომდე მაინც უნდა აცალონ

Di Francesco # 1
12 years ago

კიდე კაი ბოაში რო არ დანიშნეს ტრეინერად, პორტუ 1 წლიანი გუნდი იყო ისევე როგორს დორტმუნდი
და ამ გერმანიამ რა უნდა ქნას მომავალ წელს ლიგაზე 4 გუნდი რო უნდა გამოიყვანოს? ჰოფენჰაიმით აფირებენ გამოსვლას :lool: :lool: :lool:

Di Francesco # 1
12 years ago

gio_juventino
მინდოდა დაწერა მარა ვერ შევძელი :lool:
კვინტა მაინც ჩვენიანია :chuvak:
:italy:

Di Francesco # 1
12 years ago

ჯერ უნდა გაარკვიო ვინ მიდის და მომსვლელებზე მერე იფიქრონ
ამ ზაფხულზე ისე გააკეთეს რო ფეხბურთელები მოგვჩა :lool: და ევროპაში ყველაზე ბევრი ფეხბურთელი გვყავს შემადგენლობაში
———————————————
ამაური, მოტა, დეჩელიე, პაციენც, ელია, ტონი, დელპიერო, ესენი წავლენ ალბათ
მაქსიმალურად უნდა განთავისუფლდეს გუნდი ნარჩენებისგან
დელპიეროს არ ვგულისხომბ :lool:
:italy:

12 years ago

kvintac

Vaxooo
12 years ago

ამაური, მოტა, დეჩელიე, პაციენც, ელია, ტონი, დელპიერო, ესენი წავლენ ალბათ
დელპოს წასვლას ვერ შევეგუები ვერანაირაად :cry:
ნეტა არ მოვიდეს ეს დრო არასდროს

Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

საინტერესოა კარგ ფეხბურთელებში ვინ იგულისხმა მაროტამ

ეჭვი მაქვს ცენტრალურ მცველს დავიმატებთ ან მარცხენა მცველს და შესაბამისად კიელინი ისევ ცენტრში შეიწევს

koba rostiashvili
12 years ago

დატოვეთ კრასიჩი არ უნდა გაუშვან,დიდი სისულელე იქნება კრასიჩის გაშვება.უბრალოდ ფორმაში არაა ეხლა და მაგის გამო ნუ გავკიცხავთ.მიდი მილოშ მიაწექი მაგარი იგროკი ხარ,მევასება მაგრად კრასიჩი.

seba
12 years ago

mocemულ მომენტში. კასიჩზე ნაკლებად ტექნიკური პეპე მშვენივრად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ვნახოთ მომავალში რა მოხდება. :juvee: :juvee:

shot10
12 years ago

მადლობთ

juventus28
12 years ago

ფორცა იუვე !!! :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x