ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

გიორგობას გილოცავთ !

დღეს, 23 ნოემბერს მართლმადიდებელ ქრისტიანული სამყარო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.გილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს.წმინდა გიორგი ყოფილიყოს საქართველოსა და თითოეული ქართველის მფარველი.

გიორგობა

ქრისტიანული წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის სახელობის დღეობა. საეკლესიო კალენდრის მიხედვით, აღინიშნებოდა 23 აპრილს და 10 ნოემბერს (ძველი სტილით). ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართებოდა:ქართლში — გერისთობა, უსანეთობა, ატოცობაკახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.

ხალხური ლეგენდა

საქართველოში არსებობდა წმ. გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო (ლეგენდის მიხედვით, წმ. გიორგის სიკვდილისშემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია. ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა).

მარქსისტული ეთნოგრაფიის მიდგომა

დღეს უკვე დრომოჭმული ენგელსის კულტურული სტადიალიზმისა და მარქისტულ-ლენინური ეთნოგრაფიული სკოლის მიმდევარ მკვლევართა მოსაზრებით (ივ. ჯავახიშვილივერა ბარდაველიძე და სხვ.),გიორგობას საფუძვლად უდევს მცენარეული სამყაროსა და ნადირთა მფარველი, ფალოური, მოკვდავი და აღდგენადი ღვთაების თაყვანისცემა. მომდევნო ხანაში ამ ღვთაებას ელვისა და ჭექა-ქუხილის გამგებლისა და მსაჯულის ფუნქციაც დაეკისრა, ხოლო იკონოგრაფიულად ცეცხლოვანი ატრიბუტებით აღჭურვილი მეომარი ღვთაების სახით ჩამოყალიბდა.

ამ მკვლევართა აზრით, ძველად საქართველოში ცალკეულ კუთხეებში თაყვანს სცემდნენ ამ ღვთაებებს, რომლებიც მიუხედავად შინაარსობრივი იგივეობისა, სხვადასხვა სახელით იწოდებოდნენ და ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის მფარველებად ითვლებოდნენ. აღმოსავლეთ საქართველოში მთაში დღემდე შემორჩენილია ადგილობრივი ღვთაებები, რომელთაც გარდა თავისი სახელისა, გიორგისაც უწოდებდნენ (ლაშარი, ლომისა, ხახმატი და ა. შ.), ბარში კი ძველი წარმართული ღვთაება მთლიანად შეცვალა ქრისტიანულმა წმინდა გიორგიმ. კულტმსახურებისას მიღებული იყო ზვარაკის შეწირვა: კლავენ მამალს, ცხვარს, ხარს. საერთოდ ყველა დღეობა მცირეოდენი განსხვავებით ერთი პრინციპის მიხედვით იყო აგებული.

კახეთში – 14 აგვისტოს იმართებოდა აწყურის თეთრი გიორგის დღეობა: ხალხი სამგზის ან შვიდგზის შემოუვლიდა გალავანს, გუნდი დიდებას გალობდა. ეკლესიის ეზოში ცეკვავდნენ თეთრად მორთული „ხატის მონები“. ზოგი ხატის უღლებითა და მძიმე ჯაჭვით დატვირთული ჩოქვით შემოუვლიდა ტაძარს და კედლებზე ანთებულ სანთელს აკრავდა. კარის ზღურბლზე წვებოდა „ხატის მონა“, რომელსაც ყველა შემსვლელი ფეხს ადგამდა. წირვის შემდეგ იკვლებოდა შეწირული საქონელი, ფრინველი, იმართებოდა პურობა, რომელიც ხშირად რამდენიმე დღე გრძელდებოდა.

სამეგრელოში, სუჯუნის ტაძარში23 აპრილის ღამეს ათევინებდნენ საპატიო კაცს, რომელიც მეორე დილით წმინდანის „ნებას“ აცნობდა ტაძართან შეკრებილ მორწმუნეებს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

27 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Simone
12 years ago

გილოცავთ ყველას გიორგობას მისი ძალა და მადლი გფარავედთთთ :*:*:*:*

shota xucishvili
12 years ago

გილოცავტ გიორგობას, წმინდა გიორგის მადლი და ძალა გფარავდეტ სუყველას

12 years ago

ყველას გილოცავთ გიორგობას!

12 years ago

გილოცავთ ყველას.. წმინდა გიორგი იყოს ჩვენი, ყველასი მფარველი

giorgi sidiani
12 years ago

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ! წმინდა გიორგის მადლი და ძალა ფარავდეს სრულიად საქართველოს და ქართველს ერს.

NEDVEDA11..
12 years ago

გილოცავთ.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი :love:

12 years ago

გილოცავთ

lasha goshadze
12 years ago

გილოცავთ გიორგობას მრავალს დაესწარით !!!!!

Tornike Iosava
12 years ago

გილოცავთ ყველას მრავალს დაესცარით და მისი მადლი არ მოგკლებოდეთ არასდროს და იუვესაც რათქმაუნდა :juvee:

snuff-juve
12 years ago

გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით

აკაკი მეტრეველი

გილოცავთ, მრავალს დაესწარით : )))

Ladika
12 years ago

ყველას გილოცავთ ! :)

mishka berianidze
12 years ago

გილოცავთ ყველას და გისურვებთ ჯნმრთელობას.

7uP
7uP
12 years ago

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღვთის მადლი არ მოგკლებოდეთ

Nodari gogaladze
12 years ago

გილოცავთ ყველას !

Vaxooo
12 years ago

ყველას გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და მისი მადლო არ მოგკლებოდეთ!

koba rostiashvili
12 years ago

გილოცავთ ყველას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს,მრავალს დაესწარით,გფარავდეთ დღევანდელი დღის მადლი.

McCa1N
12 years ago

ყველას გილოცავთ ბრატცი, მრავალს დაესწარით !!!

demetre baqradze
12 years ago

გოლოცავთ ყველას, წმინდა გიორგის მადლი არ მოგკლდებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. მრავალს დაეს
წარით

shot10
12 years ago

გილოცავთ! მრავალს დაესწარით!

juventus28
12 years ago

მრავალს დაესწარით !!! გაიხარეთ გამრავლდით გაბრწყინდით !!!!

dito chanturia
12 years ago

gilocavt yvelas.. misi madli gparavdet

Z u R a noniashvili
12 years ago

gilocavt მრავალს დაესწარით

12 years ago

გილოცავთ ყველა გიორგის !!

BIANCO
12 years ago

მადლობა. მეც ვულოცავ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.. წმ. გიორგის მადლი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს…..

| Newsphere by AF themes.
27
0
Would love your thoughts, please comment.x