მაროტა სამი ფეხბურთელის შეძენას აპირებს
ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ “იუვენტუსი” ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს სამ ფეხბურთელს შეიძენს:“”იუვენტუსი” ზამთარში იზრუნებს სამი პოზიციის გაძლიერებისათვის. ჩვენ გავაძლიერებთ დაცვის მარცხენა ფლანგს, ცენტრალურ დაცვას და ნახევარდაცვას. ნუ მკითხავთ იმ ფეხბურთელების გვარებს, ვისაც ვაკვირდები, ჯერ მხოლოდ დაკვირვების პროცესში ვარ და სერიოზული არაფერია” – განაცხადა მაროტამ. ჟურნალისტების აზრით მაროტა “დორტმუნდის” მცველს მატ ჰუმელს და “კალიარის” ნახევარმცველს რაჯა ნაინგოლანს აკვირდება.
მარცხენა მცველი გვინდა უეჭველი, ნახერდაცვა ძაან მაგარი გვყავს და ჯოვინკო უნდა დააბრუნონ აუცილებლად
Darja
ხო მარტალია,სკამზე იჯდეს და ამხელა ხელფასი უხადო ვერ დაძრავს ბიუჯეტი თან,მარა მომავალ წელს ლიგაზე რომ გავალთ დააბრუნებელ უეჭველი,პირლო უკვე კაი ასაკში იქნება ტან
უუფვინც გინდა დაიმატეთ.. მთავარია პირლო, მარკიზიო და ვიდალი ჩვენთანაა.. რომლებიც არ ჩანან(ორი მათგანი) მაგრამ საქმეს აკეთებენ.. ზოგი შეიძლება ვერ ხედავს მაგრამ მე ვხედავ.. აუცილებელი არაა ასი გოლი გაიტანო რო გუნდი გენდოს. მთავარია რეალურად უმაღლესი დონის ფეხბურთის თამაში. რასაც ჩვენი ნახევარდაცვა უმაღლეს დონეზე ასრულებს)))
ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარი გვყავს მსოფლიოში
მაგარია!!დაცვა ხო გვინდა,ნახევარზე გვინდა ერთი ექსტრა კლასის ფეხბურთელი,ვიდალი,მარკიზიო და პირლო რომელიმე რომ დაშავდეს ამ სქემის შეცვლა არ უნდა დასჭირდეს და სრულყოფილად უნდა შეცვალოს დაშავებული,საუკეთესო ვარიანტი იქნება მელო,რმელიც უსამართლოდ და გაუგებრობის გამო გაუშვეს ალბათ
კი მაგრამ მელო ეგრე სკამზე ჯდომას არ დათანხმდება, ძირითადის ნახევარმცველების დაღლას რომ დაელოდოს და მერე მოუწიოს თამაში..თან გალათასარაიში შესანიშნავ სეზონს ატარებს..
ჰუმელი მართლა კარგი მცველია, ბონუჩის გაყიდვას აპირებენ ვითომ ?
ნაინგოლანზე ბევრს ლაპარაკობენ იტალიურ პრესაში, 23 წლისაა და ეტყობა პერსპექტიულია, საინტერესო იქნება მისი დამატება, შემცვლელად უნდათ ფაქტია ))
არა მგონია გაყიდოს ბონუჩი,აშკარად მოუმატა და მაგარი იმედი მაქვს მაგისი,მომავალი ვარსკვლავია
ეს რაჯა რა ინდოელია. ჯიმის ბიძაშვილია?

ჰუმელი მაგარია და სუბოტიჩი იყიდოს
humeli magaria
