ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “პირლოს მონაწილეობა მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”

მიუხედავათ სატურნირო ცხრილში დაკავებული პირველი ადგილისა, ანტონიო კონტე სკუდეტოზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.უახლოეს ოთხ დღეში ბიანკონერებს ორი პრინციპული მატჩის გამართვა მოუწევთ, შაბათს “ლაციოსთან” რომში, სამშაბათს კი ნეაპოლში, ადგილობრივი “ნაპოლის” წინააღმდეგ.

“როდის დავიწყებ სკუდეტოზე ლაპარაკს ? – არასდროს.ძლიერი გუნდის შენებას საფუძველი უნდა ჩავუყაროთ, ჩემი ფეხბურთელების თამაშს პირველი წრის შემდეგ შევაფასებ, როცა უკლებლივ ყველა გუნდთან გვექნება შეხვედრა ჩატარებული.კარგად დაწყებისა და ცუდად დასრულების მაგალითები იუვენტუსს აქვს, გასულ ორ სეზონს ვგულისხმობ.  “

“ბიჭები უახლოეს მატჩებზე კონცენტრირებულნი არიან.არ არსებობს გუნდი, რომლისაც გვეშინია.ნაპოლისთან მატჩზე ფიქრს მაშინ დავიწყებთ, როცა ლაციოსთან შეხვედრა დასრულდება.რომში იმ მოთამაშეების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომლებმაც შარშანდელი ჩემპიონატი ბიანკონერებზე უკეთ ჩაატარეს.ლაციო კარგად დაკომპექტებული კოლექტივია, რეია ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს.”

“ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმ ფეხბურთელებს, როგორებიც კლოზე, სისე, კონკო და მარკეტი არიან…ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც ახალი გუნდის შემადგენლობაში ბევრი რამ დაამტკიცეს.”

“პირლო ? – მატჩამდე კიდევ ორი ვარჯიში უნდა გავმართოთ.ანდრეას მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.სეზონი მხოლოდ ლაციოსთან და ნაპოლისთან მატჩებისგან არ შედგება, ამიტომ გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ.”

წყარო : Football Italia

60 thoughts on “კონტე : “პირლოს მონაწილეობა მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”

  1. გილოცავთ ბავშვებო პირლო მწყობრშია და პირველივე წუთიდან შEუძლია თამაშიო.. 100%იანიაო… :forza: დღეს ვიგებთ უეჭველი თორემ უდინეზე ცხრილის სათავას აშკარად არ უხდება.. :blin: :juvee:

  2. საქართველოს დროით რო იყოს ეს next match კარგი იქნებოდა შემოვიდოდა კაცი და ეგრევე ნახავდა რომეელ საათზეა თამაში…

  3. დღეს მგონია მარკეტი დაუბრუნდება თავის ძველებურ სტილს და რაღაც საოცრებებს შემოგვთავაზებს :chuvak:
    ნაკრებში რაც გააკეთა, იმის გამო კვალიმ და პეპემ უნდა ამოტენოს :chuvak:
    ისე კაი მეკარეა და ჯიჯის შემდვლელად კაი იქნებოდა ნაკრებშიც და იუვეშიც
    :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.