ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : “დღევანდელი იუვენტუსი ძალიან მგავს – მეც გამარჯვება მსურს”

არტურო ვიდალმა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ La Stampa – ს მისცა, რომელშიც მის წარსულზე და აწმყოზე ისაუბრა…

ჩილედან ევროპისკენ : “12 წლის ვიყავი, როცა კოლო-კოლოში ჩავერიცხე და ფეხბურთელობა გადავწყვიტე.ჩემი პირველი გუნდი “როფელინდო რომანი” იყო, ჩემ მშობლიურ ქალაქ სანტიაგოდან.ფეხბურთი განსაკუთრებით მიტაცებდა, მივხვდი, რომ ამ გზით შემეძლო დავხმარებოდი ჩემს ოჯახს, რომელიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.პირველი მწვრთნელი ბიძაჩემი, ვიქტორ უგუ იყო.კოლო – კოლოში უგო გონსალესი მავარჯიშებდა.19 წლის ასაკში ევროპაში წამოვედი, თავიდან ძალიან გამიჭირდა.სხვა ენა, სხვა ქალაქი, სხვა ხალხი – გერმანიაში ჩემთვის ყველაფერი სიახლეს წარმოადგენდა.პირველი 2 თვის განმავლობაში ჩემს აგენტთან ერთად ვცხოვრობდი, შემდეგ კი მარტო.ყველაზე მეტად დედაჩემი მეხმარებოდა, რომელიც მეუბნებოდა, უნდა ვყოფილიყავი ძლიერი და არაფრის შემშინებოდა.”

სახელი და ვარცხნილობა : “არტურო ბებომ დამარქვა, მამაჩემის დედამ.ერაზმო – მამის სახელი, პარდო – გვარი, მიღებული დედისგან.ისინი ყოველთვის მებრძოლს  მეძახდნენ და ეს ძალიან მახარებდა, ვფიქრობ, ეს სახელი ჩემს ხასიათსა და ცხოვრებისეულ გზას სრულიად შეესაბამება.ვარცხნილობა ჩილეში გავიკეთე.იმ პერიოდში ვარცხნილობის ხშირად შეცვლა ძალიან მომწონდა.U20 ნაკრებში ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებდი, ტურინში კი პროფესიონალები მეხმარებიან.”

გულშემატკივრებისთვის საინტერესო კითხვა, რატომ ტურინი და არა – მიუნხენი : “ძალიან მინდოდა იუვენტუსში თამაში.ეს საოცარი ისტორიისა და ტრადიციების გუნდია, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია გულშემატკივრების რაოდენობით.ბებერი ქალბატონის შესახებ წლების წინ, ჩილეში შევიტყვე, როცა ტელევიზიით სერია A – ს თამაშებს გადმოსცემდნენ.იტალიაში თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე გერმანიაში.აქ ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ – ჩემი ცოლი, მარია ტერეზა, შვილი ალონსო, რომელიც 2 წლისა და 6 თვისაა.ტურინში შესანიშნავად შემხვდნენ, თბილი გარემო, ერთგული ტიფოზები.უცნაურია, მაგრამ ბევრი რამ ჩემს სამშობლოს მახსენებს.”

ვიდალმა სწრაფად გაიარა ადაპტაციის პერიოდი და ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა : “აქ ნებისმიერ გუნდთან თამაში რთულია, რთული ვიდრე ბუნდესლიგაში.როცა პირველ თამაშებში სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, მშვიდად ვიყავი, ვაკვირდებოდი ტემპსა და მატჩის მსვლელობას, ამასთან ვიცოდი, რომ კონტე შანსს აუცილებლად მომცემდა.ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც პირლო და მარკიზიო არიან, მოედანზე თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობ.დაცვასთან ახლოს თამაში შემიძლია, ეს ძალიან მომწონს.განსაკუთრებით ვმეგობრობ კლაუდიოსთან, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა.ერთმანეთს კარგად ვუგებთ, როცა ის უტევს, მე უკანა ხაზს ვამაგრებ, როცა მე მივდივარ შეტევაში, მარკიზიო მცველებს ეხმარება.”

ვიდალმა “ნაპოლისთან” და “ლაციოსთან” გასამართ მატჩებზეც ისაუბრა : “ბაიერში პირველი გოლი 10 მატჩის შემდეგ გავიტანე, ტურინში კი პირველივე შეხვედრაში შევძელი იგივეს გაკეთება.ახლა გოლებზე საერთოდ არ ვფიქრობ, მთავარი გუნდის გამარჯვებაა.მოტივირებულები ვართ, რადგან თამაში იმ გუნდების წინააღმდეგ გვიწევს, რომლებიც ჩემპიონობისთვის იბრძვიან.იუვენტუსი მოედანზე 110 % – ით იხარჯება.თუ ორივე შეხვედრაში წარმატებით ვიასპარეზებთ, სკუდეტოზე ფიქრი უფრო რეალური იქნება.რომაელებთან თამაშისას განსაკუთრებით ყურადღებით კლოზეს წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ, მას ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია გოლის გატანა.”

შედარებები და დამახასიათებელი თვისებები : “ბოროტი თვალისგან თავის დასაცავად საოფლეს ქვეშ თერთ ლენტას ვატარებ.განსაკუთრებული საჩუქარი ჩემთვის კონტესთან და დავიდსთან შედარება იყო, ეს ორი უდიდესი ფეხბურთელია.მთავარი მწვრთნელი გუნდის თითოეულ ფეხბურთელთან მუშაობს, ეს კი შედეგს აუცილებლად მოიტანს.ამჟამინდელი იუვენტუსი ძალიან მგავს – მეც გამარჯვება მსურს.”

წყარო : Tuttomercatoweb

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
12 years ago

ჩუვაკია ) ძალიან მაგარი ინტერვიუ იყო ) მადლობა დარჯას

12 years ago

ეხლანდელი იუვენტუსის შემადგენლობიდან ვიდალი იმ რამდენიმე ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება ვისი იმედიც მაქვს ამ სეზონში.
ძალიან ძლიერი ფეხბურთელია

G M
G M
12 years ago

ვიდალი ? – ის შესანიშნავია.იბრძვის როგორც ცხოველი და საბედნიეროდ, გამარჯვებული გამოდის.ხშირად გვიწევს თქმა : არტურო, დაისვენე, ჩემპიონატი ძალიან გრძელია.” <– ასე ახასიათებს ვიდალს მარკიზიო ანუ ის ამჩნევს როგორ იბრძვის ბოლომდე ყველა ბურთზე და როგორი მონდომებით თამაშობს რაც აქაურმა ბევრმა მომხმარებელმა ვერ დაინახა…

სამწუხაროა იმიტომ რომ არ გინდათ რეალობის აღიარება და იმის თქმა რო ვიდალი საჭიროა ცენტრში და მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ცენტრში,ეხლანდელი იუვესთვისაა ისეთი ზედგამოჭრილი ადამიანი როგორიც ვიდალია ყველა ბურთზე ბოლომდე იბრძვის ბოლომდე იხარჯება და მაგიტომაცაა ძირითადში ისევე როგორც პეპე….

მათ კონტეს ანახეს რა შეუძლიათ და დაანახებენ კიდე რას შეძლებენ ხოლო კონტე როგორც ენდომა ამათ ძალიან კარგად ხედავთ : )))

Ladika
12 years ago

ერტერთი საუკეთესო ტრანსფერია ამ სეზონში.

ძალიან ძლიერია არტურო.

levani gordadze
12 years ago

მაგარი კაცია არტურო :forza:

Nachke
12 years ago

მაგარი ძმაა არტურო :mrgreen:

12 years ago

ლენტის ამბავი მომეწონა :D

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x