ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “პირლოს მონაწილეობა მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”

მიუხედავათ სატურნირო ცხრილში დაკავებული პირველი ადგილისა, ანტონიო კონტე სკუდეტოზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.უახლოეს ოთხ დღეში ბიანკონერებს ორი პრინციპული მატჩის გამართვა მოუწევთ, შაბათს “ლაციოსთან” რომში, სამშაბათს კი ნეაპოლში, ადგილობრივი “ნაპოლის” წინააღმდეგ.

“როდის დავიწყებ სკუდეტოზე ლაპარაკს ? – არასდროს.ძლიერი გუნდის შენებას საფუძველი უნდა ჩავუყაროთ, ჩემი ფეხბურთელების თამაშს პირველი წრის შემდეგ შევაფასებ, როცა უკლებლივ ყველა გუნდთან გვექნება შეხვედრა ჩატარებული.კარგად დაწყებისა და ცუდად დასრულების მაგალითები იუვენტუსს აქვს, გასულ ორ სეზონს ვგულისხმობ.  “

“ბიჭები უახლოეს მატჩებზე კონცენტრირებულნი არიან.არ არსებობს გუნდი, რომლისაც გვეშინია.ნაპოლისთან მატჩზე ფიქრს მაშინ დავიწყებთ, როცა ლაციოსთან შეხვედრა დასრულდება.რომში იმ მოთამაშეების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომლებმაც შარშანდელი ჩემპიონატი ბიანკონერებზე უკეთ ჩაატარეს.ლაციო კარგად დაკომპექტებული კოლექტივია, რეია ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს.”

“ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმ ფეხბურთელებს, როგორებიც კლოზე, სისე, კონკო და მარკეტი არიან…ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც ახალი გუნდის შემადგენლობაში ბევრი რამ დაამტკიცეს.”

“პირლო ? – მატჩამდე კიდევ ორი ვარჯიში უნდა გავმართოთ.ანდრეას მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.სეზონი მხოლოდ ლაციოსთან და ნაპოლისთან მატჩებისგან არ შედგება, ამიტომ გადაწყვეტილებას ძალიან მალე მივიღებთ.”

წყარო : Football Italia

60 thoughts on “კონტე : “პირლოს მონაწილეობა მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას”

  1. მე მგონია რო იქნება მაინც პირლო, მარა პირლოს გარეშეც უნდა მოვიგოთ და არ უნდა იყოს ტრაგედია რო ერთი ფეხბურთელი გვაკლია და მორჩა, ბაზარი არაა ძაან დიდი ძალაა პირლო მარა თუ ტოპ გუნდის გაკეთებას აპირებს კონტე ერთ ფეხბურთელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, რასაც თვითონაც ამბობს ხოლმე, დგეს მაგრა მინდა რო ელიას მიცეს შანსი, ნანახი მაგის თამაშები და არაა ცუდი იგროკი. დროა უკვე ათამაშოს თორე უაზრო გამოდის მაგაში გადახდილი ფული

  2. პირლო დიდი ძალაა ჩვენ გუნდში, ცუდია რომ ვერ ითამაშებს. თამ მეტოქე ისეთია რომ მისი გამოცდილება გამოგვადგებოდა….

  3. ეგ არაფერიი.. ვერ ითამაშებს და სხვა ითამაშებს.. მსოფლიოს ყველა კლუბებს ერთის გარდა პირლო არ ყავთ.. მაგრამ თამაშობენ და შედეგს დებენ :lool:
    ასე რომ ჩვენც ვითამაშებთ :forza:

  4. თუ პირლომ ვერ ითამაშა ასეთ შემადგენლობას მივესალმები

    ————ბუფონი————
    ლიხტო—-ბონუჩი—ბარძალი—კიელინი
    ———–ვიდალი-მარკიზიო——–
    ვუჩინიჩი—————-პეპე——-
    ———-დელ პიერო–მატრი——-

  5. ხოო პრესის მიმიხოლვა მეც ძაან მომწონდა,გასაგებია იგივე სტატიები იდება მაგრამ მაინც კარგი იყო.გულს უხაროდა ისეთი სათაურები იყო ხოლმე:):(

  6. გამოუცდელი კია მარა ტუ არ ითამაშა მთავარ გუნდში, მაშინ ვერ გახდება გამოცდილი
    პაციენცას რამდენად შეუძლია ბურთის დაჭერა და პასის გაკეთება, ცოტა მეეჭვება

  7. თუ ანდრეა არ იქნება პაციენცა იქნება ეს ცხადზე ცხადია, მარონეს ამ შემთხვევაში ნდობას ვერ გამოუცხადებ, გამოუცდელია..

  8. ყველაზე მეტად ის ტეხავს რო ვაითუ პირლოს გარეშე წავაგოთ დაიწყება მერე უაზრო ლაპარაკი რო ერთი კაცის გუნდი ვართ :|

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.