ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რეია: ” იმედია, ხვალ მოვიგებთ “

ედი რეია “იუვენტუსისა” და “ლაციოს” მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს. რომაელთა დამრიგებელი სახლში გამარჯვებისთვის იბრძოლებს: “იმ აუდიენციის გათვალისწინებით, რომელიც სტადიონზე იქნება, კარგი იქნებოდა, გულშემატკივრებისათვის გამარჯვება გვეჩუქებინა. ეს ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. ჯერჯერობით, სახლში მაღალ დონეზე ვასპარეზობთ, იმედია, ეს არც ხვალ შეიცვლება. “იუვენტუსმა” სიმონე პეპესა და პირლოსთან ერთად ტაქტიკურ ბალანსს მიაღწია. ასევე, შევამჩნიე, რომ ლიხტშტაინერი ბევრად უკეთ აწვდის საჯარიმოში, ვიდრე ჩვენთან ყოფნის დროს, ასე რომ, მას უნდა ვუფრთხილდეთ. უკვე არაერთ გუნდთან გამოვცადეთ ძალები, რომლებიც განსხვავებულ ტაქტიკურ ფორმაციებს იყენებდნენ, კონტეს გუნდის დასახვედრად მზად ვართ. რაც შეეხება “სკუდეტოსთვის” ბრძოლას, “მილანს” აშკარა უპირატესობა აქვს, შემდეგი “იუვეა”. ეს ორი კლუბი “სკუდეტოს” მოპოვების მთავარი კანდიდატია, ასევე “ინტერიც”, მილანელები წინ მიიწევენ. ” -აცხადებს რეია.

წყარო: football italia

17 thoughts on “რეია: ” იმედია, ხვალ მოვიგებთ “

  1. ედი შეგშურდა ლიხტი?
    ხო მაგარია პეპესი ეშინით მწვრთნელებს :-D აი კონტეს გენიალურობა სადააა ,არაფრისგან ყველაფერს ხდის ფორცა იუვეეეეეეეეეე :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.