ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ნაპოლი” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )

სერია A, ტური 11

დრო : სამშაბათი, 29 ნოემბერი, 23:45 ( თბილისის დროით )

ადგილმდებარეობა : “სან პაოლო”, ნეაპოლი ( 60 240 )

“ნაპოლი”

  • სერია A – ს ბოლო ოთხ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ ( 3 მოგება, 1 ფრე ) აძურებმა 11 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ 5 მიიღეს.
  • ვალტერ მაცარის შეგირდებმა ბიანკონერების წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ზედიზედ ოთხჯერ იმარჯვეს.
  • გასულ სეზონში ნეაპოლელებმა ტურინელებს 5 გოლი გაუტანეს.

“იუვენტუსი”

  • მიმდინარე სეზონში “იუვენტუსი” ერთადერთი გუნდია სერია A – ში, რომელსაც ჯერ არცერთი მატჩი წაუგია.
  • ანტონიო კონტეს შეგირდებმა გასვლით შეხვედრებში მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს.
  • ჩატარებული 11 შეხვედრიდან ტურინელებმა 10 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი გაიტანეს.

სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან

  • “ნაპოლი” – ინლერსა და კავანის მცირე ტრავმები აწუხებთ, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მიიღებენ თუ არა ისინი მატჩში მონაწილეობას.
  • “იუვენტუსი” – კლაუდიო მარკიზიო ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო დისკვალიფიცირებულია.

მთავარი გმირები

  • ნაპოლი” – ედინსონ კავანიმ გატანილი გოლების რაოდენობას ბოლო მატჩებში საგრძნობლად უკლო.ურუგვაელი მაქსიმალურად შეეცდება, ჯანლუიჯი ბუფონის კარი დალაშქროს.
  • “იუვენტუსი” – ალესანდრო მატრი შესანიშნავ ფორმაშია, იტალიელს უკვე 5 გატანილი გოლი დაუგროვდა.”კალიარის” ყოფილი ფორვარდი არც ნეაპოლელებთან აპირებს მშვიდად ყოფნას, დე სანკტისის კარს მატრი არაერთხელ შეუტევს.

სავარაუდო შემადგენლობები

  • “ნაპოლი” ( 3-4-2-1 ) – დე სანკტისი; კამპანიარო, კანავარო, არონიკა; მაჯიო, ინლერი, გარგანო, სუნიგა; ლავესი, ჰამშიკი; კავანი
  • იუვენტუსი” ( 4-2-3-1 ) – ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; პაციენცა, პირლო; პეპე; ვიდალი, ვუჩინიჩი; მატრი

პროგნოზები

  • ნეაპოლში ნებისმიერ გუნდს უჭირს, გამონაკლისი არც “იუვენტუსი” იქნება.ტურინელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მინიმუმ ქულა მოიპოვონ.

ტვ – ტრანსლაციები

  • NTV+ Football 23:45 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია
  • NTV+ Football ( HD ) 23:45 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია
  • GMG + ფეხბურთი 23:45 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია

93 thoughts on ““ნაპოლი” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )

  1. ====================ჯიჯი=======
    ===ლიხტო=======ბარძ====ბონ====კიელ===
    ====ვიდალი=======პაცო==========პირლო
    ====პეპე=======მატრი======ჯაჩერინი(კრასიჩი;ვუჩინიჩი}

    :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :blin: :blin:

    1. ვინ ააწიოკებს კიელინის??ჰამშიკიიი?:D:D:D:D კაიი რაა:D ჰამშიკს კიელინი დააჯენს თავზე რო ეკლები აქვს იმნაირზეეე:D :c: :forza: :forza: :forza: :forza: ფორცა იუვეეე

  2. დღეს ტოტალიზატორის მხრიდან რომ შევხედოთ მკვდარი X უნდა დაჯდეს,ან 1, ძალიანაა დაგრუზული ყველა ტოტალიატორი და არ იციან რომ იუვეს და ჩვენ ეგ გვკიდია :buhee:

  3. david_david
    უჩინიჩი ერთერთი მთავარი დასაყრედენი ფეხბურთელია კონტესთვის
    წვალობს კიარა ძან ცდილობს რო პირლოსთან ერთად სანახაობა შეიტანოს იუვეს თამაშებს, ამას შედეგსაც თუ მოაყოლებს კაი იქნება, და Dრეს გაიტანს მემგონი
    პირლოს მერე ყველაზე მოაზროვნე ფეხბურთელია მირკო
    ახლა აკეთებს თავის შესაძლებლობის 30-40%-ს და ახლაც დიდი ძალაა გუნდში და რო გაიხსნება ევოპაში იტყვის თავის სიტყვას
    :italy:

  4. david_david
    რა არი საწყენი
    უბრალოდ ვერ მიხვდით ალბათ რა ვთქვი
    უჩინიჩი სანამ ჩვენთან მოვიდოდა მანამდე ერთერთი ჩემი რჩეული ფეხბურთელი იყო, ახლა განსაკუთრებით, ვუჩინიჩზე მე ცუდი ვთქვი?
    ———————-
    ჯიჯი თავის კარიერაში არ შესულა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, ამას ვინმე კრიტიკად მიიღებს, არ ევალება და რატო წავა, იგივეა უჩინიჩიც არ ავალებს კონტე საჯარიმოში დიდხანს ყოფნას და არც ეს შედის
    ———————–
    მე იმას კი არ ვიძახი რო კონტე ცდება უბრალოდ სტარტზე ასე იყო საწირო რო ფრთხილად გვეთამაშა, მარა დამთავრდა უკვე სტარტი ყველა ხედავს რო ჩვენც შეგვიძლია, ამიტო უახლოეს თამAშებში 2 თავდამსხმელს უნდა ველოდეთ
    ———————–
    ლაციოსთან, სასიხარულო მარტო 3 ქულა და მონდომება იყო, ასეთი თამაში თუ ვითამაშეთ დღესაც, ნაპოლი აუცილებლად გაგვიტანს, და ჩვენ რამდენად გავიტანთ 2 და 3, მარტო მატრის და პეპეს სასწაულების იმედზე ვერ ვიქნებით
    ———————–
    ეს იქნება თამაში სადაც მოიგებს ის ვინც 2-ს ან მეტს გაიტანს

  5. 1juve

    არ გეწყინოს მეგობარო მარა ობიექტურობასთან პრობლემები აქვს,ვუჩინიჩზე რომ ამბობ და ჩვენს თავდამსხმელებზე,საჯარიმოში არ შესულანო…ვუჩუნიჩს რამდენი საგოლე გადაცემა აქვს იცი? არ გეცოდინება და გეტყვი რომ 4 ამას დაამატე ორი გოლიც და არის 6, ეს იმ 9 თამაშში სადაც ძირიტადში ითამაშა და ამ ცხრა ტამაშიდან 7 ჯერ ადრე დატოვა მოედანი, 11 თამაშში 6 ქულა ძალიან კარგი შედეგია გარემარბის კვალობაზე,ასე რომ გააგრძელოს სეზონის ბოლოს 22 გოლი და შედეგიანი გადაცემა უნდა ქონდეს რაზე ყველა ფეხბურთელი იოცნებებდა!!!
    არ გეწყინოს,ხშირად ისეთ კომენტარებს აკეთებ რაც რეალობასთან არაა ახლოს და მაგიტომ აგიხსენი,ასე ბრმად ლაპარაკი არ შეიძლება,ციფრები საწინააღმდეგოს ამბობენ :juvee:

  6. არა რა ფრე, არ გვინდა რააა… ეს ის გუნდია რომელსაც თუ შევუტევთ და შემტევ სტილს ვეთამაშებით (როგორც ლაციოსთან) გავტეხავთ!!! უბრალოდ ცოტა ცოტა იღბალი გვინდა იმიტომ რომ 2-3 100%-იან მომენტს შექმნიან და ჯიჯიმ უნდა ივარგოს კიდევ და კიდევ… მე ვფიქრობ დაძაბულ ბრძოლაში 1-2, ან 2-3 :)))))))

  7. სკაი სპორტ 24-ის ინფორმაციით დღეს კავანი არ იქნებაო… რაღაც დალაიქებული მაქვს ფეისბუქზე და იქ ამოაგდო ლინკი :))) მაგრამ მე მკიდია ვინ იქნება და ვინ არა, მთავარია ჩვენ ვითამაშოთ და კავანის განეიტრალებას რა უნდა? თან შარშან საკმარისად გაგვიტანა და წელს აღარ გაუმართლებს :) :forza:

  8. ჩვენ გვყავს კონტე კაცი გლიჯავს,
    თქვენ კიდევ ვიღაც მაცარი,
    სად ჩავედით ყველგან ვტოვეთ,
    ცეცხლი კვამლი ნაცარი.

    ავადუღებთ, დაგადუღებთ,
    ლავეცის და კავანის,
    ისეთ ანგარიშს დავსვამთ,
    ლაპარაკობდეს მავანნი
    :))))))))))))))))))

  9. Darja
    ეტყობა არ გინახია ალკმაარის ტამაში წელს, არ ზის სკამზე ალტიდორი გუნდის წამყვანი ფორვარდია და 11 თამაშში 4 გოლიც გაიტანა
    შეიძლება დღეს არაა მაღალი დონის მარა მალე ჰალკზე ნაკლები არ იქნება, მე ისე ვთქვი რო ძლიერი თავდამსხმელლი არაა გუნდში და კაი იქნებოდა თქვა(ალტიდორის გარეშე სერი ბ-ში გავარდებითთქვა არ მითქვია) ბარსას არც ძლიერი ფეხბურთელი ყავს და არც მაღალი თუმცა არ არ უჭირთ მეორე სართულზე თამაში
    ——————————————————–

    კვალიარელა უნდა დააყენოს სასტავში
    მირკო , კვალი და მატრის დაყენება ცოტა სარისკო კი იქნება თან გასვლაზემარა, თუ არ გარისკა ისე ნელნელა ვერმოგებისკენ მივდივართ
    :italy:

  10. 1juve

    ეგ კონტეს სქემაა, რაც იმაში გამოიხატება რომ ფორვარდები აქტიურად მონაწილეობენ ბურთის გათამაშებაში, შემდეგ სწრაფად ერთვებიან და ეხლა მთავარი ისაა, რომ ამ ტაქტიკით შედეგი გვაქვს, რა ალტიდორე ტო მატრი, კვალიარელა, ვუჩინიჩი, დელ პიერო, იაკინტა გვყავს და ალტიდორეს ნატრულობს იუვეს ფანი ? :blin: მერე რა რომ პენალტი არ მოგვიპოვებია, მთავარია შეტევაში ვართ საკმაოდ შედეგიანები..ვილიარეალში იყო არენდებით უშვებდნენ და ეხლა ალკმაარში სკამზე ზის :lool: ალტიდორე არა ტირიბოკი, კაი რაა, ძალაზე რომ იყოს თამაში მატრი გადასჭამს იმ ალტიდორეს..ამჟამად დავკმაყოფილდეთ იმით რაც გვაქვს, ყველაფერი ჯიგრულადაა ეხლანდელ იუვეში, უმთავრესი ეს მატჩია, რომელიც დღეს გველის..ხვალიდან ყველაფერი თავიდან დაიწყება..

  11. besojuve
    ისეთივე ძალა აქ როგორიც ნებისმიერ ფეხბურთელს მოეთხოვება, მაგის განსაკუთრებული მინაცემი ძალა არაა.
    შენ იხსენებ, მომენტს რო პენალტის მსგავსი მაინც გააკეთა რომელიმე თავდამსხმელმა? თუ არ შეაწოხე მცველი ისე არ წაგაქცევს
    ჩვენ ჯერ ვთამაშობთ ერთი თავდამსხმელით და ამ შემთხვევაში მატრი თავის საქმეს კარგად აკეთებს, მირკო არ ითვლება თავდამსხმელად კაცი 11 თამაშია საჯარიმოში არ შედის, ასერო 2 თავდამსხმელზე რო გადავალთ გვეყოლება მატრი და კვალი სასტავში 1 კაცი საჭიროა ზამენაზე

  12. bero-juve10
    ხო ვიცი რო ჯერ არაა მაგ დონის, მარა დიდი მომავალი აქ, ჰალკის ტიპის თავდამსხმელი კაი იქნებოდა, ალტიდორი 19-20 წლის ასაკში აშშ-ს წამყვანი ფეხბურთელი იყო მერე ვილიარეალმა გააფუჭა, განაცხადშიც არ შეყავდათ, ახლა ალკმააირის ლიდერად ყალიბდება და 1-2 წელიწადში დიდი მოთხოვნა იქნება მაგაზეც

  13. ჩვენი თავდამსხმელები ფაქტიურად საჯარიმოს გარედან თამაშობენ, 11 თამაშში ჯერ არ ყოფილა პენალტის მსგავსიც, მატრი ვერ ამწვავებს საჯარიმოში, მიიღებს ბურთს და იმწუთში ურტყამს, მირკო არ შედის საჯარიმოში, კვალი გვჭირდება დღს უეჭველი გაიტანს
    ———————————————
    ერთი “ხისთავიანი” თავდამსხმელი გვინდა ძალა რო ექნება საჯარიმოში და კაცზე რო წავა, მგალითად ალტიდორი 22 წლისაა და კაი მომავალი აქ
    :italy:

    1. არა ალტიდორზე ვერ დაგეთანხმები რადგან ძალიან დაბალი დონის ფეხბურთელია ჩემის აზრით იუვეს უფრო კარგად კავანი გამოადგება რადგან მისნაირი თავდამსხმელი დღეს დღეობით იტალიაში კი არა ესპანეთშიც და ინგლიშიც სულ 5-6 იყოს ძალიან მინდა რომ ეს კაცი ვიყიდოთ და ასევე გიოტცე, ჰუმელსი, ჰაზარი, კოლაროვი და დი მარია აი მერე კი აღარც ბარსასი შეგვეშინდებოდა
      ოღონდ გუნდიდან უნდა გავუშვათ ამაური, მოტა, გროსო, იაკუინტა, ელია, კრასიჩი, ტონი, დე ჩელიე.

    2. ძალა მატრის არააქ??? ყველაპერი აქვს მატრის ცოტასაც დახვეწს რაგაც რაგაცეებს დაა უდზლიერესი ფორვარდი გვერყოლება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.