“ნაპოლი” – “იუვენტუსი” ( წინასამატჩო )
სერია A, ტური 11
დრო : სამშაბათი, 29 ნოემბერი, 23:45 ( თბილისის დროით )
ადგილმდებარეობა : “სან პაოლო”, ნეაპოლი ( 60 240 )
“ნაპოლი”
- სერია A – ს ბოლო ოთხ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსის” წინააღმდეგ ( 3 მოგება, 1 ფრე ) აძურებმა 11 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ 5 მიიღეს.
- ვალტერ მაცარის შეგირდებმა ბიანკონერების წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე ზედიზედ ოთხჯერ იმარჯვეს.
- გასულ სეზონში ნეაპოლელებმა ტურინელებს 5 გოლი გაუტანეს.
“იუვენტუსი”
- მიმდინარე სეზონში “იუვენტუსი” ერთადერთი გუნდია სერია A – ში, რომელსაც ჯერ არცერთი მატჩი წაუგია.
- ანტონიო კონტეს შეგირდებმა გასვლით შეხვედრებში მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს.
- ჩატარებული 11 შეხვედრიდან ტურინელებმა 10 შეხვედრაში მინიმუმ 1 გოლი გაიტანეს.
სიახლეები მეტოქეთა ბანაკებიდან
- “ნაპოლი” – ინლერსა და კავანის მცირე ტრავმები აწუხებთ, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მიიღებენ თუ არა ისინი მატჩში მონაწილეობას.
- “იუვენტუსი” – კლაუდიო მარკიზიო ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო დისკვალიფიცირებულია.
მთავარი გმირები
- “ნაპოლი” – ედინსონ კავანიმ გატანილი გოლების რაოდენობას ბოლო მატჩებში საგრძნობლად უკლო.ურუგვაელი მაქსიმალურად შეეცდება, ჯანლუიჯი ბუფონის კარი დალაშქროს.
- “იუვენტუსი” – ალესანდრო მატრი შესანიშნავ ფორმაშია, იტალიელს უკვე 5 გატანილი გოლი დაუგროვდა.”კალიარის” ყოფილი ფორვარდი არც ნეაპოლელებთან აპირებს მშვიდად ყოფნას, დე სანკტისის კარს მატრი არაერთხელ შეუტევს.
სავარაუდო შემადგენლობები
- “ნაპოლი” ( 3-4-2-1 ) – დე სანკტისი; კამპანიარო, კანავარო, არონიკა; მაჯიო, ინლერი, გარგანო, სუნიგა; ლავესი, ჰამშიკი; კავანი
- “იუვენტუსი” ( 4-2-3-1 ) – ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; პაციენცა, პირლო; პეპე; ვიდალი, ვუჩინიჩი; მატრი
პროგნოზები
- ნეაპოლში ნებისმიერ გუნდს უჭირს, გამონაკლისი არც “იუვენტუსი” იქნება.ტურინელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მინიმუმ ქულა მოიპოვონ.
ტვ – ტრანსლაციები
- NTV+ Football 23:45 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია
- NTV+ Football ( HD ) 23:45 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია
- GMG + ფეხბურთი 23:45 სთ – პირდაპირი ტრანსლაცია
ლავეცი სასტავშია კავანი არა
ჩვენგან ყველაფერი იგივეა ეტიგარიბიაა მარკიზიოს მაგივრად
laveci ჰამშიკზე უნდა დავსვათთ!!!!
ბრაციიიი ტუ იცით გმგ ზე იქნება?
კი ჯი–ემ–ჯი ფეხბურთზეა
spasiba
შემადგენლობები ცნობილია?
რაც უნდა ის თქვან, ლიდერი ჩვენც გვაკლია, კლაუდიოს სახით..ისე ყოფილიყოს გახურებაზე ლავესიც დამტვრეულიყოს
1juve – დღეს ვიდალს ნუ მოთხოვს სასწაულებს ))) ჯერ ადრეა.. ეს ერთი წრე აცალეთ… შეეგუოს, ცოტა კიდევ გაშინაურდეს, მერე ნახავთ ნამდვილ ვიდალს
კავანი არ ჰყავთ, ეგ სერიოზული დანაკლისია ნაპოლისთვის როგორც მოედანზე, ისე ფეხბურთელებისთვის რომლებსაც ნაღდი ბომბარდირი და ლიდერი აკლიათ
უნდა მოვიგოოოთ
მართააალ. რაც არ უნდა ლავეცი და ჰამშიკი გიჟები იყვნენ.. ყველამ ვიცით რო ნაპოლის წარმატების მთავარი საიდუმლო კავანი არის
დარწმუნებული ვარ, დელ პიეროს თუ მისცა საკმარისი სათამაშო დრო მოვიგებთ. უკვე ყელში ამოვიდა კაპიტნის სკამზე ჯდომა. მისი თამაშის ყურება მომენატრაააა
ჩემი აზრით კონტე მოსაგებად გაიყვანს გუნდს,რადგან 3 წელია ვაგებთ ნაპოლისთან,ეს კარაგდ მოეხსენება თითოეულ ფეხბურთელს და წესით ბოლომდე მოკლავენ თავს და აკუწავენ ნაპოლის..ეგრეც უნდა მოხდეს..3 წელია გვარცხვენენ ეს დამპალი კავანი:||ნეტა არ იყოს დღეს
ფორცა იუვე
ოოო რა პრინციპული ჯახია წუთებს ვითვლი უნდა ავკუწოთ
გიო სკაიპში მომწეერ რააა
ფორცა იუვეეეეეეეეეეე

NEDVEDA11..

ნაწილობა არ უშველის დღეს
ახლა უნდა დაგვანახოს რა შუძლია როგორც ტრეინერს, ერთერთი ყველაზე გარდამტეხი მოენტია, დღეს უნდა დაივიწყოს ჩემპიონატი და მოიგის 1 კონკრეტული თამაში
ნიჩია გამორიცხულია ჩემი აზრით
გეთანხმები.
მაგრამ თუნდაც ნიჩიის შემთხვევაში არ უნდა ავტეხოთ
ალიაქოთი ))
ხო ნიჩიაც არ იქნება ცუდი

მარა მაინც უნდა მოვიგოთ
2 ასეთი რთული გასვლის მოგება, ძან დაეხმარება გუნდს ფსიქოლოგიურად
besojuve

კიელინ არაა ფლნგის მცველი და პოზიციურათაც ბევრჯერ შეცდება ჰამშიკთან და სისწრაფეზე აღარაა ლაპარაკი
დღეს გამონდება რა შეუძლია ვიდალს
მარტო ვიდალს არა…
ი უ ვ ე ნ ტ უ ს ს
კონტეს
კონტე ამ სიტყვის ნაწილია ყველანაირი გაგებით:
ი უ ვ ე ნ ტ უ ს ი
თუ არ გავუშვით მოვიგებთ 0-1 -ს
თუ გავუშვით 1-1 მორჩება და გთხოვთ ასე თუ მოხდა
ტრაგედია არ შექმნათ და წყევლა არ დაიწყოთ კონტესი და ფეხბურთელების ))))