ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ნაპოლი” 3-3 “იუვენტუსი” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…

ბუფონი 6 – 2006 წლიდან “სან პაოლო” ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო სტადიონთა რიცხვში შედის.პირველ ტაიმში ორ გოლს უშვებს, მეორე ტაიმში ჯიჯის ფაქტიურად საქმე არ ჰქონია.

ლიხშტაინერი 5.5 – ფიზიკურად სუსტი შვეიცარიელი მიმდინარე სეზონში პირველად ვიხილეთ.ფაქტია, ცუნიგამ შეტევის მარცხენა ფლანგზე ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

ბარძალი 5.5 – არაფერი გამოსდის, თუმცა ბოლომდე ცდილობს და იბრძვის.

ბონუჩი 4.5 – ვერ გრძნობს ბურთს და ცუდად ანაწილებს დროს.პირველი გოლის ეპიზოდში საგოლე პასი გაუკეთა ჰამშიკს, მეორე ტაიმში კი პანდევი გაექცა, როცა ამ უკანასკნელმა მესამეჯერ შეძლო ტურინელთა კარის აღება.

კიელინი 5.5 – გაშვებულ გოლებში ჯორჯოც დამნაშავეა, თუმცა კარგი ფიზიკური მომზადებითა და მაქსიმალური კონცენტრაციით ყველაფერს ასწორებს და მეორე ტაიმში ბოლომდე იხარჯება.

ესტიგარიბია 7 – მებრძოლი, აქტიური და შემტევი.აწყობს სწრაფ კონტრშეტევებს და გააქვს გოლი.

ვიდალი 6.5 – პირველ ტაიმში განხორციელებული ზეწოლის შემდეგ მეორე ტაიმი ჩილელმა მატრიზე საოცარი გადაცემით გახსნა.

პირლო 6 – პირველ ტაიმში დამწყები სკოლის მოსწავლესავით ასპარეზობდა და 4 ქულას იმსახურებდა, მაგრამ ის ხომ თავად პროფესორია.მის უხეშობას მოჰყვა ბუფონის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი.შეხვედრის მეორე ნახევარში სრულად ბატონობს ნეაპოლურ ნახევარდაცვაზე.

პეპე 7 – რეგბისტი.გოლფის თამაშის გარდა სიმონეს შეუძლია, გაიტანოს გოლი და ეს შედევრი All Black – ის საუცხოო ლელოს დაამსგავსოს.მატჩის დასაწყისში დაბნეულია, თუმცა შემდეგ კონცენტრირებას ახდენს.

პაციენცა ( 86 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

ვუჩინიჩი 6.5 – პირველ ტაიმში პასიურია, შესვენების შემდეგ კი გაორმაგებული ენერგიით იწყებს თამაშს.იმ ფეხბურთელთაგანი, რომლებმაც მატჩის გარდატეხაში დიდი როლი ითამაშეს.

დელ პიერო ( 90 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

მატრი 7 – შეუჩერებელია : 6 გოლი 11 შეხვედრაში.

კვალიარელა ( 89 – ე წუთიდან ) – შეფასების გარეშე.

კონტე – 7

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

52 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxo shegnelia
12 years ago

აუუ კაი რაა … რა ვიდალი ტოოო …. ეგ იუვეს ბოლო 10 წლის ყველაზე ფარჩაკი შენაძენია ::: ისე ალექსა 1 თამაში არ უნდა დააყენონ ძირითადშიიი .. :(:(:(

juventino90
12 years ago

პეპე 7 <—— სირცხვილია უბრალოდ, ორ მომენტში გამონდა სულ, ერთი ლიხშტაინერი რო ახიპიშდა და მეორე გოლი რო გაიატან, მარტო გოლის გატანით ხო არ უნდა შეაფასო, მე პირადად შევაფასებდი 4 ქულით

ლიხშტაინერი 5.5 <— ფიზიკურად სუსტიო და ცუნიგამ აჯობაო :D ტიპი პეპეს პოზიციაზეც თამაშობდა თავის პოზიციაზეც, მთელი თამაში ცოფიანივით დარბოდა და არ გაჩერებულა, სირცხვილია ასეთი შეფასებები :)

12 years ago

შეფასები არის არაობიექტური… ვიდალმა ძაან მაგრად ითამაშა… ესტიგარიბიაზე მაგრად… ბარძალიზე უკეთესი მცველი დღეს არაა იუვენტუსში. ლიხშტაინერი ცუნიგამ დაჯაბნა არა იხვის ტოლმა.ლიხშტაინერი ძაან მაგარი შენაძენია… პირლომ პენალტი რომ აიკიდა არ ნიშნავს იმას რომ ცუდია პირლო. ბონუჩი შეცდა და გვინდა არ გვინდა სამივე გაშვებულ გოლში ფიგურირებს ბონუჩი. და ფლანგიდან რომ ჩააწოდებენ მაგიტომაა მერე ცენტრ მცველი რომ ფლანგიდან ჩაწოდებულს სწორ პოზიციაზე დახვდეს.ასეა თუ ისე ყველაზე სუსტი რგოლი ბონუჩი იყო. პანდევმა ძაან ბევრი გააკეთა იმ მომენტში (რათქმაუნდა გამოუვიდა, მაგრამ დრო არ უნდა მიეცა ბონუჩის) ისე კავანი ყოფილიყო პანდევის მაგივრად ჯობდა, ვერ გაგვიტანდა გოლს საერთოდ. მარკიზიო საერთო ჯამში ცენტს მაგრად დააკლდა. ისე ბუფონსაც შეეძლო მაგ… Read more »

iraklius7
12 years ago

ბარძალის ეგეთი დაბალი?, მემგონი ეგ ყველაზე კარგიი იყო მთელ გუნდში;

Di Francesco # 1
12 years ago

კრასიჩი პსჟ_ში მიდის ამაურთან ერთად :oldman:
:italy:

nika sixarulidze
12 years ago

xalxno rato agar vwert presas?

12 years ago

+1

12 years ago

თვის იუვენტინო სიმონე სპიდი პეპე :forza: :forza:

NEDVEDA11..
12 years ago

არაობიექტური შეფასებებია

giorgi kipshidze
12 years ago

ეს შეფასებები რომელი საიტიდანაა? ვიდალს გოალ ცომზე ნაპოლითან და ლაციოსთანაც 8 ეწერა აქ რატო აქ ასე ცოტა?

vaxo1981
12 years ago

ვინ წერს ამ შეფასებებს?სასცაულია მე მგონი საერთოდ აზრზე არა ფეხბურტის

juventino3969
12 years ago
Reply to  vaxo1981

რას ერჩი? მშვენიერი შეფასებებია. კონკრეტულად რომელი ფეხბურთელის შეფასებას არ ეთანხმები?

gocha khalvashi
12 years ago

ვაიმე პეპე რა იღბალაა… :givi:

ბონუჩი მართლა აღარაა სასაცილო მაგის ხილვა ძირითადში… :blin: სორენსენს მიცეს შანსი ჯობია…

ამ ლათინო ამერიკელებს ვაფანებ უკვე… :love:

პ.ს. მხრებზე ადგილი აღარ დამრჩა თორე ანტონიოს ტატუს გავიკეთებდი დიდი სიამოვნებით :mrgreen:

| Newsphere by AF themes.
52
0
Would love your thoughts, please comment.x