ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს მატჩისშემდგომი კომენტარი

ანტონიო კონტე “ბიანკონერების” თამაშით კმაყოფილია. მთავარი მწვრთნელი წინა ტურის გადადებულ მატჩს აფასებს და, როგორც ეს მისი სიტყვებიდან ჩანს, გუშინ მოპოვებული ქულა ძვირადაც უღირს…

შეიძლება ტექნიკურად ძლიერები ვიყოთ, მაგრამ მორალური ძალის გარეშე, რომელიც გუშინ ვაჩვენეთ, ამ თამაშის შემობრუნება და გამარჯვების შანსის გაჩენა შეუძლებელი იქნებოდა. თავიდან გაგვიჭირდა, რადგან არამობილიზებულები ვიყავით. იგრძნობოდა, თითქოს გვინდოდა, რომ მეტოქეებს ემოქმედათ. “ნაპოლიმ” დიდი ძალით შეგვიტია და ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების დახმარებით, ორჯერაც გაიტანა. ვფიქრობ, ორი ბურთის გაშვება “სან პაოლოზე” ფსიქოლოგიურად ნებისმიერ გუნდს გატეხავდა. ამის მაგიერ, ჩვენ ხელახლა მივაგენით საკუთარ ძალებს და დიდი შემართების მეშვეობით სირთულეების გადალახვა შევძელით. მინდა ჩემს ბიჭებს მადლობა გადავუხადო, ძალიან ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ.

მარკიზიოს არყოფნის გამო, ანტონიო კონტეს ექსპერიმენტული შემადგენლობის გამოყვანამ მოუწია. მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო მარსელო ესტიგარიბიამ: ” “სარკისებური” ტაქტიკა გამოვიყენეთ, რადგან მაჯიო თავის სამ თანაგუნდელთან ერთად წინ სერიოზულ პრობლემებს ქმნის და ახლა მათ პეპესა და ესტიგარიბიასთან უწევდათ კონკურირება. ამ უკანასკნელმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა. პეპე განსხვავებულ პოზიციაზე გამოვცადე და როცა მან იქ საკუთარი თავი იპოვა, უბრალოდ გამანადგურებელი გახდა. ვუჩინიჩი წინ დავტოვეთ, რომ არონიკათი დაკავებულიყო, მატრი კი კანავროს მხარეს იდგა. პირველ ნახევარში წინ გადასვლას ვერ ვახერხებდით, როცა ისინი მთელი ძალებით გვიტევდნენ. მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა და სამჯერ ავიღეთ მეტოქის კარი.

უნდა დავიმახსოვროთ, რომ როცა გოლს გიტანენ, ესე იგი პრობლემა ან დაგვიანებულ მოძრაობაში ან მეტოქის არასწორ აყვანაშია. ფეხბურთი “ფლეისთეიშენის” თამაში არაა და მთელი კვირის განმავლობაში ნამუშევარსა და მის მოედანზე განხორციელებას შორის დიდი განსხვავებაა. მაგალითისთვის ბონუჩის ეპიზოდი ავიღოთ, ბურთის ჩაჭრას აპირებდა, მაგრამ მას ვერ მისწვდა. თუმცა შეცდომები ვინმეს გასაკიცხად არ უნდა გამოიყენო, ესაა მაგალითი, რომელიც მომავალ პროგრესში გეხმარება. ამას გარდა, როცა დიდი მონდომება იგრძნობა, შეცდომების პატიება ყოველთვის შეიძლება.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

34 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
12 years ago

მაოცებს ეს კაცი

Giorgi kasrashvili
12 years ago

იუთუბზე ვიდეო აის ნაპოლი-ჯუვესი?
დადეთ ა ლინკი ძმურად
ეს რა ვიდეო დევს აქ უუუუფ

Giorgi kasrashvili
12 years ago
Reply to  Nachke

აააცილა ჰამშიკმა პენალტიო და აქვს გაააქვს? :lool:

david alkhanishvili
12 years ago

imereli
vito_juventino
გაიხარეთ :forza:

NEDVEDA11..
12 years ago

:juvee:

NEDVEDA11..
12 years ago

:forza:
:forza:
:forza:
:forza:
:forza:
:forza:

gio lortkipanidze
12 years ago

კარგათ ითამაშეს ბიჭებმა ცოტა მეტი რო გაგვმართლებოდა მოვიგებდით… დაცვა მაინც წაიკოჭლებს .. ბონუჩიმ თუ არ მოუმატა უნდა წავიდეს … პეპეს სააღოლ დღითი დღე მაოცებს .. კიდევ მალადეც ესტიგარიბიას არ ველოდი მაგდენს …. დანარჩენებიც კარგები იყვნენ დაცვაში გამოვარჩევდი ლიხშტაინერს… საერთო ჯამში ძაან მაგარი თამაში იყო .. :forza: :forza: :forza:

juventino3969
12 years ago

მამა მია პეპე! მამა მია! :-D:-D:-D:-D მაგარი კაცია კომენტატორი

vaxo turqadze
12 years ago

პენალტი სამართლიანად გაუქმდა,დარტყმის მომენტში,ნაპოლის ფეხბურთელები იყვნენ საჯარიმო მოედანში შესულები,რაც კანონით აკრძალულია,ასე რომ……

Di Francesco # 1
12 years ago

juventude
რატო გაუქმდა პემალტი შეცდომით? წესების დარღვევა იყო და სამართლიანად არ ჩაითვალა
ჰამშიკი როცა ბურთს შეეხო მაშინ არ ყოფილა თამაშგარეში და ბურთთან თუ არააქ არანაირი კონტაქტი მაშინ ფეხბურთელსშეუძლია ტრიბუნაზე იყოს
:italy:

david david
12 years ago

შეტევის დასაწყისში ჰამშიკი იყო პასიურ თამაშგარეში? იყო! რაც შეეხება პენალის მომენტს თუ კარგად დააკვირდებით დარტყმის მომენტში არცერთი ნაპოლის ფეხბურთელი არ იყო საჯარიმოში. კარგად დააკვირდით

david david
12 years ago

მოდი გულახდილები ვიყოტ, ჰამშიკის პენალი ტყუილა გააუქმა და თამაშგარედანაც არასწორად ჩაუთვალა, ამით ის გამოვიდა რომ მეორემ პირვრლი გააბათილა და ტაბლოზე სრულიად ლოგიკური(თამაშიდან გამომდინარე) სამი გატანილი გოლი დაფიქსირდა

david alkhanishvili
12 years ago

მიმოხილვა სრული გეგულებათ სადმე?რეებიც ვნახე სულ ნაგლეჯებია,აქაც ნაგლეჯი დევს ნახევარი გოლებიც არაა,ძმურად ლინკი დამითრიეთ თუ გეგულებათ

vaxo turqadze
12 years ago
Reply to  vaxo turqadze

ეგ ნახე აბა

vitali darsania
12 years ago
Reply to  vaxo turqadze

http://gooool.ru/news/smotret_onlajn_chempionat_italii_2011_12_11_j_tur_napoli_juventus/2011-11-30-9932 ეგ ჩართე ოღონდ მეორე ფლეიერით უყურე

levani giligashvili
12 years ago

http://www.youtube.com/watch?v=tgyN3v6nQuk&feature=related

ეს ვიდეო ყველამ ნახეთ! :forza:

Z u R a noniashvili
12 years ago

აუ ეს რა დადე გული ამიჩუყდა:((კაცი ჯიგარია იმენნა სული და გულია იუვესი :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Nikusha350
12 years ago

აუ ეს რა თამაში გამიმაზია ტო, ბრატცი კაცურად ვინმემ დადეთ რა მთლიანი მატჩი ოღონდ ისე რო ონლინე ვუყურო, საღოლ საღოლ იუვეს კარგად უთამაშია

italiajuve
12 years ago

ფორცა ჯუვენტუს მაგარი თამაში იყო მართლა გირსეული რაც მტავარია გუნდი არ გატყდა 3–1 მერე აი ეს მომეწონა ყველაზე მეტად კაცურად იბრძოლეს და 1 ქულაც წამოიგეს ფორცა ჯუვე ფორცა ჩვენ ვინც ჯუვეს ვქომაგობთ და ვბალეშიკობთ გაიხარეთ :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee:

vaxo turqadze
12 years ago

გაუმარჯოს იუვენტინოებს,როგორ მომენატრა ეს საიტი,სამწუხაროდ მიზეზებისდა გამო საერთოდ ვერ მოვახერხე შემოსვლა,ვერც ფან-კლუბის თამაშზე წამოვედი,მამაჩემმა ოპერაცია გაიკეთა და იერეთში ვიყავი წასული,საბედნიეროდ ეხლა ყველაფერი კარგადაა და თქვენს გვერდით ვარ,თამაში ვნახე და მიუხედავად 3 გაშვებული გოლისა,უზომოდ ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ გუნდის თამაშით,აი ეს არის ის,რაც იუვეს აკლია ბოლო წლების მანძილზე,ბრძოლა და არდანებება,ეს ლიპის იუვეა,დავიდსით,დეშამით,ტაკინარდით,კონტეთი,ფერარათი,ტურამით და ძამბროტათი,ველოდებით მხოლოდ ახალ ნედვედს და დელ პიეროს,მეკარე კიდევ სულ სხვა თემაა…..ჩათვალეთ სან პაოლოზე დაიწყო იუვეს ახლი ისტორია,ნურავის დააბრალებთ გაშვებულ გოლში,თუ გაუშვა,მთელმა გუნდმა ერთად გაუშვა და თუ გაიტანა მთელმა გუნდმა ერთად გაიტანა,ნუ ადანაშაულებთ ბონუჩის,არ დაგავიწყდეთ რომ დღეს ტურინის კუმირი მონტერო,ბევრად უხეშ შეცდომებს უშვებდა და აღალატებდა გუნდს,თან უფრო გამოცდილი იყო,მაგრამ… Read more »

BESO BARAMIA
12 years ago

მარკიზიო რომ ყოფილიყო-ნაპოლი განწირული იყო!!
როგორ მომენატრა კლაუდიო!!
ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!!

:juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

BESO BARAMIA
12 years ago

თამაში მართლაც სანახაობრივი იყო, პერიოდული ინიციატივის ცვლებით ხან ერთი ხანაც მეორე გუნდის სასარგებლოდ, მაგრამ აქ გამოსაყოფია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, მაშინ როდესაც იგებ 3-1 საკუთარ მოედანზე, დილეტანტურად არ უნდა მიუდგე საკითხს და არ გაბანძდე-ნაპოლი, გუშინ სწორედ რომ გაბანძდა, ბოლოსკენ კიელოს რომ გაეტანა, მაცარის თავი არ ექნებოდა გამოსაყოფი; ლიხტამ უამრავი იშრომა, ბრავო ვიდალს-რა კოლოსალური სამუიშაო იქნა მის მიერ შესრულებული ისევე როგორც ესტეს და პეპეს მიერ-თავისი წილი ოვაციების ღირსია მატრი და კიელო, ბრავოო ბარზალის, რომელიც ასე მგონია ყოველ ტურში უმატებს სულ უფრო და უფრო; პირლოზე არაფერს ვიტყვი-ტრამვის მერე იყო და მაინც ხომ გენიოსია; ერთადერთი ვიზეც ვერ ვთოკავ ჩემს უარყოფით ემოციას-ეს ბონუჩია, ვრწმუნდები, რომ… Read more »

Gio Darja
12 years ago

ტაქტიკურად, ფსიქოლოგიურად – ძალიან მაგარი მწვრთნელი გვყავს და უბრალოდ შეგვიძლია წარმატებისთვის ბრძოლა :juvee:

nika kakabadze
12 years ago

ახლა მთავარია უაზროდ არ დავკარგოთ ქულები, თორემ მილანი ჩასაფრებულია :forza: :forza: :forza: :forza:

fenomeno vero <3
12 years ago

geniosia :))))) :love: :love: prosta del piero cota ufro didxans atamashos xolme

12 years ago

ტაქტიკები და მონახაზები არ ვიცი, მაგრამ ფსიქოლოგიურად რომ გუნდს მაგრად განაწყობს და ბრძოლის ჟინს დებს თითოეულ ფეხბურთელში ეგ ფაქტია… თუმცა ტაქტიკურადაც კარგად გამოიყურება კონტეს სქემები…
ამიტომაა, გუნდში უნდა იყოს ნამდვილი იუვენტინო მწვრთნელად, რომელსაც მართლა უყვარს გუნდი და არა ხელფასის გამო მყოფი მწვრთნელები…

Di Francesco # 1
12 years ago

როცა დიდი მონდომება იგრძნობა, შეცდომების პატიება ყოველთვის შეიძლება. “
მართალია კონტე როგორც ყოველთვის :chuvak:

ika1993
12 years ago

მეც გეთანხმები. საკუთარი გამოცდილებიდანაც ვამბობ :D

12 years ago

მაგარი კმწვრთენლია. სრული მატჩი სად ვნახო ხომ ვერ მეტყვით?

12 years ago

გაიხარე

| Newsphere by AF themes.
34
0
Would love your thoughts, please comment.x