ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პირლო “ჩეზენასთან” მატჩს გამოტოვებს

მიმდინარე სეზონში პირველად – ტურინის “იუვენტუსი” ანდრეა პირლოს გარეშე.მიუხედავათ იმისა, რომ “ნაპოლისთან” მატჩში იტალიელ ნახევარმცველს ყვითელი ბარათი არ მიუღია, ბიანკონერების  ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 21 – ე  “სან პაოლოზე” მსაჯებს მეოთხედ გაუფრთხილებიათ, რაც ავტომატიურ დისკვალიფიკაციას ნიშნავს.პირლოსგან განსხვავებით, კვირას მოედანზე გასვლას შესძლებს კლაუდიო მარკიზიო, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო ნეაპოლში მატჩი უკვე გამოტოვა.”ჩეზენას” კი, თავისმხრივ ლუკი ცეკარელი და ნიკოლა რავალი დააკლდებათ.

წყარო : Juventus.com

19 thoughts on “პირლო “ჩეზენასთან” მატჩს გამოტოვებს

  1. თამაშში არ მახსოვს რომ ყვითელი მიეღო პირლოს, მერე არც სოკერვეიზე ეწერა რომ ვნახე ყვითელი პირლოზე… არადა მინდოდა რომ გამოეტოვებინა და დაესვა ჩეზენასთან…და ვფიქრობდი რომ ნეტა განზრახ მიიღოს თქო… კარგია ინფორმაციაა… ჩეზენას მის გარეშეც უნდა მოვუგოთ წესით

  2. კაია. დაისვენებს.

    კრასიჩი და ელია ათამაშოს.
    კუალიარელა ძირითადში დააყენოს ))
    და ტონი შემოიყვანოს მეორე ტაიმში

  3. ბუფონი
    სორენსენი ბარძალი კიელინი დე ჩელიე
    კრასიჩი პაციენცა მარონე ჯაკერინი
    კვალი დელპო (ტონი)

  4. ეკუთვნის ამ კაცს დასვენება :) ჩეზენასთან ზამენებსაც უნდა მისცეს შანსი კარგი იქნება თუ დელპიეროს ცოტა მეტ დროს მისცემს სათამაშოდ ასევეკრასიჩსაც უნდა მისცეს შანსი თორე ესე ვერასდროს ვერ ჩადგება ფორმაში ;)

  5. ამჯერად კარგია დისკვალიფიკაცია, ჩეზენას მის გარეშეც უნდა მოვუგოთ და შემდეგ მატჩებისთვის უკვე დასვენებული იქნება

  6. კონტემ ტყუვილად არ იფიქროს პეპეზე, ამას უკვე ვეღარ შეძლებს :lool:

    მარკიზიოს თუ არ ჩავთვლით სხვა შემცვლელი გვყავს გუნდში?

  7. ლავეზის 4 ჰქონდა და იმას არ გამოატოვებინეს და ამას 3 აქვს და ატოვებინებენ :) :) :D :D მაგარია. მაგრამ მაინც მოვიგებთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.