ბონუჩი ბოდიშს იხდის
ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ პანდევის მიერ გატანილ გოლზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. შეგახსენებთ, მაკედონიელმა, სწორედ მისი დაგვიანებული რეაქციის შედეგად შეძლო ბურთის ბუფონის კარში გადაგზავნა: ” მესამე გაშვებული გოლის გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. დარწმუნებული ვიყავი, რომ პანდევს დავასწრებდი, მაგრამ შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის. ეს გოლი ჩემი ბრალი იყო, თუმცა ის მომავალში კონცენტრაციის შენარჩუნებაში დამეხმარება. ჩემი შეცდომის გამოსასწორებლად ყველა თანაგუნდელს სადილად დავპატიჟებ. რაც შეეხება მატჩს, რისი თქმა შემიძლია, გარდა იმისა, რომ ლომის ხასიათი გვაქვს. ეს ბრწყინვალე შეხვედრა იყო, მატჩი, რომელმაც კიდევ უფრო გაგვაძლიერა და საკუთარი ძალების რწმენა შეგვმატა. კვირას “ჩეზენას” ვუპისირპირდებით და ეს მარტივი შეხვედრა ნამდვილად არ იქნება. ასეა თუ ისე, უბრალოდ ვალდებულები ვართ სახლში სამი ქულა ავიღოთ!” -აცხადებს ბონუჩი.
ავოეეე-რით ვერ დაიხვეწა ამდენი ხანი, სულ შეცდომებს როგორ უნდა უშვებდე?? კაროჩე, შანსი გაქვს ეს სეზონი და თუ არ მოუმატე-ჰაიდა ლეჩეში…
ეტყობა ხინკალს კისრულობს

კონტე კარგი თამადაა, ეგეც დაპატიჟე
სადილი კაიარა საქმეს მიხედე

იტალიის ნაკრების მომავალია, კასილიასს ორჯერ ამაზე მეტი შეცდომა ქონდა მარა ენდო ტრეინერი და ახლა ვინცაა კი ვხედავთ
მარტო თანაგუნდელებს დაპატიჟებ..? განაწყენებული მარტო ისინი არ არიან.. გულშემატკივრებიც… ასე რომ ველით მიწვევას სადილზე.. შნაპსი დალით თქვენ შნაპსი… სეზონის ბოლოს შამპანიური…

yvela ro dapatijos bonuchis goris dilashi gadmosvla moucevs

სადილის დროს ფრთხილად იყავი, პოზიციური შეცდომა არ დაუშვა და კრასიჩი არ გაგექცეს სუფრიდან

მომწონს ამ მცველის მონდომება და საქმისადმი მისი დამოკიდებულება.
უბრალოდ ჯერ გამოუცდელია და ზოგჯერ ამის გამო არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს.
მაგრამ მას აქვს დიდი პოტენციალი და ამას აუცილებლად გამოიყენებს მომავალში.
ვფიქრობ ბონუჩი გასაშვები ფეხბურთელი არ არის. ერთ-ორ წელიწადში მაგარ ფორმაში ჩადგება. რაც მთავარია ამის დიდი მონდომება აქვს, რაც მთავარია ფეხბურთში და თან მაგრად უყვარს იუვე
სადილზეც იქნება შედომა დაუშვა და კეჩუპიი გადაისხა :D:D:D
სადილზე პახოდუ არ დალიოთ მთავარია : )))