ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაცარი: ” “იუვენტუსს” გაუმართლა “

ვალტერ მაცარი “იუვენტუსის” მიერ თამაშის შემობრუნებას იღბალს მიაწერს. “ნაპოლის” დამრიგებელი ჟურნალისტებთან გასულ შეხვედრას აფასებს. შეგახსენებთ, ტურინელები “სან პაულოზე” 2-0 -ს, შემდეგ კი 3-1 -ს აგებდნენ, თუმცა საბოლოო ანგარიში ტაბლოზე 3-3 დაფიქსირდა: ” ბოლო ორი გოლის დროს “იუვენტუსს” ძალიან გაუმართლა. განსაკუთრებით ეს ბოლო ეპიზოდს ეხება, სირცხვილია, რომ ასეთი გოლი გავუშვით. პეპეს წინააღმდეგ ჩვენი ოთხი ფეხბურთელი იყო, ბურთი ერთ-ერთ მათგანს მოხვდა, რამაც იტალიელი მეკარესთან პირისპირ დატოვა. ფეხბურთში იღბალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ზოგჯერ გადამწყვეტი ფაქტორი სწორედ ესაა. თუმცა “იუვე” შექების ღირსია, ბოლო ფაზაში ჩვენზე უკეთესი ფიზიკური და მენტალური მზადყოფნა გამოავლინეს. როცა 3-1 იყო, გულწრფელად მეგონა, რომ ყველაფერი დასრულებული იყო. დიდმა გუნდებმა ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორიც პირლოა იციან, როგორ უნდა დააგდონ ტემპი და ამით ჩაახშონ ენთუზიაზმი. ” -აცხადებს მაცარი.

წყარო: football italia

29 thoughts on “მაცარი: ” “იუვენტუსს” გაუმართლა “

  1. საიტზე მოქმედებს ცენზურა გაითვალისწინეთ

    კომენტარები, სადაც ცენზურა დარღვეულია წაიშლება, მომხარებლის იპ -ს კი დაედება ბანი

  2. ეს კაცი ცინიკოსია, ჯერ იყო და კონტე ჩემს ფეხბურთს ათამაშებს იუვესო ახლაა და იუვეს გაუმართლაო, ეხლა ნახეთ ვილიარეალი რომ დაადებს ლიგაზე მაგათი წივილი და კივილი და გამართლებებზე ლაპარაკი ცალკე მწვრთნელის და ცალკე პრეზიდენტის ორივე ერთიმეორეზე უარესები არიან:-P

  3. პენალი თქვენთვის რომ დაედოთ ალბად იჩIვლებDით ფედერაციაში..

    მასე არაა ძმაო..ბებიაჩემს რომ გამართლებოდა და ყვე…ბი ქონოდა ბაბუაჩემი იქნებოდა:):mrgreen:

  4. ამას რაღა უნდა, ისე ძააან ძნელი თამაში გვქონდა და ლოგიკური ფრე დაფიქსირდა. გამართლებაზე ამან არ უნდა ისაუბროს.. პირველ შემთხვევაშიც გაუმართლა ჰამშიკს და მეორეჯერაც პანდევს. ისე საღოოლ იუვეს რო არ დანებდა და მებრძოლი სული გამოაჩინა, რაც ძალიან გვაკლდა გასულ წლებში… Forza juve… :forza: :forza: :forza:

  5. ვიდალის მამა და დეიდა დააკავეს ნარკოტიკების შენახვისთვის კოკაინის 150 პატარა პაკეტი უპოვეს.. ეს ვიდალიც რაგაც სტრანად იცინის ხოლმე.. :chuvak:

  6. რო იძახის გაუმართლაო იუვეს კი არა ნაპოლის გაუმართლა მეოთხე გოლი რო არ გაუშვეს…მაგრად არ მევასება ეს მწვრთნელი. ამ საწყალს ეგონა კონტეს ესე ადვილად მოიგებდა მარა ……….. :forza: :forza: :forza: :forza:

  7. თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე მაგრად მომწონს ეს სპეციალისტი. ძალიან ძლიერი მწვრთნელია

  8. აუ რამხელა კომენტარი დავწერე და არ დაემატა :buhee: მოკლედ, წადი შენი მაცარი :mrgreen: ცივი წყალი დალიე და ადექვატური აზროვნება დაგიბრუნდეს იქნებ

  9. ისე ჩვენთვის კაი რო გავიდეს ჯგუფიდა ყველანაირად, სერია ა_ 1_ით < კონკურენტი გვეყოლება და მეორე იტალიას ქულები ჭირდება
    :italy:

  10. შენ ეგრეთწოდებული “გამართლება” მერე ნახე, ტურინში, რომ ჩამობრძანდებით. თქვენი გამართლება ის ქნება–ერთი გოლს გატანა მაინც თუ მოახერხეთ :chuvak: :chuvak:

  11. მაცარის გონია რომ მოგებულ სკუდეტოს ართმევენ :chuvak:
    ნახევარდაცვა იყო არეული პირველ ნახევარში თუ არა “გამართლება” მერე ენახა

  12. რა სისულელეს ამბობს დაუკვირდით უბრალოდ, პირველი გოლი თამაშგარიდან გაიტანეს, მეორეზე პანდევს პასი პირლომ მისცა, მესამეზე ბონუჩის ჩაეძინა და შეცდომებს კიდე ეს მისტირის. ეს დამაკუჭია და მეტი არაფერი არ მინდა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.