ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხშტაინერი : “თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასი უნდა იყოს”

შტეფან ლიხშტაინერი ბებერ ქალბატონს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, მაგრამ შვეიცარიელი თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.მისი ფიზიკური და ტექნიკური მონაცემების წყალობით განაპირა მცველმა მალე მოიგო გულშემატკივრების გული და ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი გახდა.Juventus Channel – ს საფეხბურთო გადაცემის, Filo Diretto – ს მთავარი სტუმარი დღეს სწორედ ლიხშტაინერი გახლდათ.

საინტერესოა, როგორ გაიარა 27 წლის ფეხბურთელმა ადაპტაცია ახალ გუნდში : “ლაციოდან იუვენტუსში ტრანსფერი – ცხოვრებაში გადადგმული დიდი ნაბიჯია.მე შევუერთდი გუნდს, რომლის სისხლშიც მუდამ ბრძოლა და გამარჯვება დომინირებს.ნამდვილი ჩემპიონების გვერდით მიწევს თამაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ ბოლო 3 თვეში განსაკუთრებული პროგრესი განვიცადე.ბებერ ქალბატონს აქვს გამარჯვების უდიდესი სურვილი, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევს.ბოლო თამაშებში ნაჩვენები შედეგების წყალობით, გუნდის თითოეული წევრი საკუთარ ძალებში მეტად დარწმუნებულია.”

მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ რომში და ოთხი უმნიშვნელოვანესი ქულა ორ პრინციპულ შეხვედრაში : “ლაციოსთან შეხვედრისთვის დიდი ხანია ვემზადები, რომში გატარებულ პერიოდს ვერასდროს დავივიწყებ.ბედნიერი ვარ, რომ სამი ქულის აღება შევძელით.”ნაპოლის” წინააღმდეგ წარმატებაში დარწმუნებულებმა შეხვედრის ბოლო წუთამდე ვიბრძოლეთ და სასურველი ქულა ავიღეთ.მოპოვებულმა ოთხმა ქულამ გაგვახარა, თუმცა ახლა მხოლოდ ჩეზენასთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ.კვირას რთული შეხვედრა გველის, გამარჯვების მოპოვება აუცილებელია.ჩვენი მოწინააღმდეგე არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია, ამიტომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, ყურადღებით უნდა ვიმოქმედოთ.თუ ვითამაშებთ ისე, როგორც ეს ჩვენ შეგვიძლია, ცუდი არაფერი მოხდება.”

საახალწლო არდადეგებამდე დეკემბრის ხუთი მატჩი დარჩა გასამართი, ამათგან პირველი სწორედ 4 დეკემბერს გაიმართება : “გვაქვს უდიდესი ოცნება, მაგრამ მის რეალობად ქცევას მუხლჩაუხრელად ვარჯიში სჭირდება.ბიანკონერები ყოველთვის უმაღლესი ადგილებისთვის იბრძოდნენ, გამონაკლისები არც ჩვენ უნდა ვიყოთ.”იუვენტუსს“აქვს შანსი და შესაძლებლობა იმისა, მიაღწიოს წარმატებას, ამისთვის მთავარი ნებისმიერი მატჩისადმი ისე მიდგომაა საჭირო, თითქოს იგი ფინალი იყოს.ბოლოს ვნახავთ, რა გამოგვივა.”

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
12 years ago

ლიხშტაინერი, ვუჩილიჩი, ვიდალი – აი ამ ფეხბურთელების იაფად ყიდვით დავამტკიცეთ რო მთავარი ბევრი ფული არაა.. მთავარია სწორი სატრანსფერო პოლიტიკა ( ნუ ეხლა თუ მესი და კრისტიანო იყიდე იმ ბევრი ფულით ეგ სხვა საქმეა : )

12 years ago
Reply to 

კრასიჩი, კვალიარელა, მატრი, პეპე… არცერთში 20ზე მეტი არაა გადახდილი…

12 years ago
Reply to 

ბონუჩი, ბარძალი, სტორარი

12 years ago

“თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში”… რუსულიდან რო გადმოთარგმნით პირდაპირ ნუ გადმოთარგმნით იდიომებს და ფრაზებს. დაახვედრეთ ქართული ეკვივალენტი. ქართულად “თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში” ჟღერს როგორც “თავს ისე გრძნობს როგორც სახლში”… ეეს მეგობრული რჩევა ჩემგან… :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :kenwvla: :kenwvla: :kenwvla: :kenwvla: :kenwvla: :vashaa: :vashaa: :vashaa: :vashaa: :vashaa: :vashaa: :vashaa:

Nachke
12 years ago
Reply to 

თავს ისე გრძნობს როგორც სახლში სხვა რამეა, თევზი წყალში ნიშნავს რომ მოერგო აქაურობას. და ეგ რუსული იდიომა არაა, ქართულშიც იხმარება და სხვა ენებშიც :)

12 years ago

ლიხტიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :love:

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

მაგარი კაც დავითრიეთ 10 მილიონად. მე მაგას 15 მილიონზე ნაკლებად აღარ გავყიდი. სერიოზულ მცველად ჩამოყალიბდა, ახალი ძამბროტაა. რამოსს,მარსელოს და ეგეთებს არ ჩამოუვარდება

JIORJIO
12 years ago

რა მარსელო ხუმრობ ალბათ. მარსელოს 10 თავით ჯობია :forza:

ika1993
12 years ago

ამასაც ჭირდება დასვენება , მაგარი გადაიღალა. იგუდებოდა სამშაბათს თუ დააფიქსირეთ.

12 years ago

მაგარი კაცია

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x