ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს წინასამატჩო ინტერვიუ

ორი პირდაპირი კონკურენტის წინააღმდეგ გამართული გასვლითი მატჩების შემდეგ, ტურინის “იუვენტუსი” სახლში ბრუნდება. კვირას, 4 დეკემბერს “ბიანკონერები” “ჩეზენას” უმასპინძლებენ და სამი ქულის აღების შემთხვევაში, ისევ პირველ პოზიციაზე განთავსდებიან. მომავალ შეხვედრაზე “ბებერი ქალბატონის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე საუბრობს…

როცა “იუვენტუსის” მწვრთნელად დამნიშნეს, რამდენიმეპუნქტიანი მიზანი დავისახე. მათგან პირველი კონკურენტუნარიანობის დაბრუნება იყო, ანუ ჩვენს მეტოქეებს ისევ უნდა აღექვათ “იუვე”, როგორც ანგარიშგასაწევი ძალა. ამას მივაღწიეთ, მაგრამ ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ახლა მეორე ნაბიჯის გადადგმის დროა: შევინარჩუნოთ კონკურენტუნარიანობა, გასული წლების მანძილზე სწორედ ეს არ გამოდიოდა. ამისათვის ძლიერი სურვილი, კონცენტრაცია და მიზანდასახულობა დაგვჭირდება. განვითარება უნდა გაგრძელდეს.

გუშინ “მილანმა” “ჯენოა” გასვლით შეხვედრაში დაამარცხა და “იუვენტუსი” ერთი ქულით მოიტოვა უკან. მიუხედავად ამისა, მასიმილიანო ალეგრი აღნიშნავს, რომ “სკუდეტოსათვის” ბრძოლაში ფავორიტად კონტეს გუნდი მიაჩნია: ” გასულ წელს პირველობა მილანელებმა მოიგეს, სწორედ ამ პოზიციიდან ასპარეზობენ ისინი წელსაც, როცა ჩვენს უკან ორი მეშვიდე ადგილზე დასრულებული სეზონია. მაგრამ თუ ამ სახელს, “იუვენტუსს” გავითვალისწინებთ, ყოველთვის ფავორიტთა რიცხვში უნდა ვიყოთ. ”

წინა შეხვედრაში “სან პაოლოზე” გაშვებული ორი უპასუხო გოლის შემდეგ “იუვენტუსმა” თამაშის შემობრუნება შეძლო. გუნდმა საოცარი მეორე ტაიმი ჩაატარა: ” შესვენებაზე ფეხბურთელებს ვესაუბრე. ვიცოდი, რომ მომხდარი სათამაშო ტაქტიკისა და ფეხბურთელების ბრალი არ იყო, ეს მაშინ დამტკიცდა, როცა ანგარიში იმავე 11 კაცმა გაათანაბრა, რომელიც პირველ ტაიმში თამაშობდა. მეტი ვიმუშავეთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ კონდიციებში განსხვავება არ იყო, იმდენივე მოსამზადებელი დრო გვქონდა, რამდენიც “ნაპოლის”.

ხვალ პირლო არ ითამაშებს, მაგრამ ვინც არ უნდა ითამაშოს, თვალდახუჭული ვენდობი. ვიცი, ყველა ფეხბურთელი ამ დანაკლისის აღმოსაფხრელად 120% -ით დაიხარჯება.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

52 thoughts on “ანტონიო კონტეს წინასამატჩო ინტერვიუ

  1. კრასიჩსა და კონტეს ერთმანეთი არ ევასებათ!!! მაგრად მჯერა ეგ! ვერც იმას ვიტყვი რო კონტე ცუდი მწვრთნელია ვერც კრასიჩზე ვიტყვი ცუდი ფეხბურთელია!

  2. თქვენი არ ვიცი და კრასიჩის სუ ზამენაზე დასმა არ მახარებს საერთოდ!
    წინა წელს იუვეს ეგ ათრევდა და წელს რა მოუვიდა ვერ გავიგე კუალიარელასავით სერიოზული ტრავმა რო ქონოდა ვიტყოდი კაი! გინდ დაიჯერეთ გინდ არა კონტეს დიდად არ ევასება ეგ რა.

  3. დელპიერო შეიძლება არც დრეს არ ათამაშოს დიდი ხანი
    რო დააყენოს ეს 40 წლის დელპიეო და უფორმო ელია კრასიჩი და მერე წააგოს, მერე რა ვქნათ? ტრეინერი გავაგდოთ ხო? ჩეზენას როგორ ვერ მოუგუ თურმე
    ყველა გულშემატკივარს რო შეეძლოს სწორი ტაქტიკის და შემადგენლობის არჩევა, მაგის მეტი რაა ტურინში 1 სეზონი ერთო გულშემატკივარი იქნებოდა ტრეინერი მეორე სეზონი სხვა და ასე გაგრძელდებოდა :blin:
    :italy:
    ————————————————————–

    კონტემ იცის თავის საქმე და ყველაფერს გააკეთებს რო გუნდი ლიგაზე დააბრუნოს, ჩემპიონი თუ ვერ გავხდით დიდათ უკმაყოფილოები არუნდა დავრჩეთ
    ————————————————————–
    შეიძლება არცერთ რგოლში არ ყავს მილანს ჩვენზე უკეთესი ფეხბურთელი , მარა ამდენი ხანი რო ერთად თამაშობენ, ეს ბევრ ნიშნავს
    ————————————————————–
    კონტე დიდ სახელს დატოვებს იუვეს ისტორიაში
    :italy: :italy: :italy: :italy: :italy: :vashaa:

  4. dges uechveli igებს და ამ კონტეს დედა ვატირე დელ პიერო ტუ არდადოვა გუნდსჰი ვირტხაა რატ მინდა 2003 ამსჰი მილანი ჯუვე რო იყო ფინალი ლიგის მაგ დროს რო ცჰამოოარტვეს ცაპიტანის სამკლაური და დელოს მიცეს გაუტყდა პეხბურტიდან მიდიოდა ამ წელს და უნდოდა ფინალსჰი ტავად რო გაეყვანა გუნდი მაგიტომ არატამასჰებს დელოა ანდა ცონტემ რო უტხრას ანიელის დელო დარცჰესო დატოვებენ მაგრამ არევასება და რა ქნას ისე კარგი ტაკტიკოსია ბოგმიანი ფორზა დელ პიერო

  5. იმედი მაქვს ელიას ვნახავ საქმესში,ძაან მომწონს ეგ ბიჩი და დროა შანსი მიეცეს.იმედია დელ პიეროს 70 წუთზე მაინც შემოიყვანს

  6. Darja
    ხო მარა რანოკიას დირკაც კაი იყო :chuvak:
    —————–
    დღეს უეჭველი ჰანდიკაპით ვიგებთ
    —————–
    1 მატრი 1 პეპე 1 ქვალიარელა 1 მარკიზიო
    —————–
    :italy:

  7. 1juve

    არა ტო რა მეშლება კორდობამ საჯარიმოში შეცდომა რო დაუშვა და ხელი აწვია ვითომ აწყნარებდა, მერე ედუს ჩააბარა ბურთი და გაუტანეს :lool: ნახე მიმოხილვა მაგარი კაიფი მომენტია :lool:

  8. Darja
    ააააა, ხო შემშლია, სამუელი ვიგულისხმე, რომელიც თამაშობდა გუშინ :chuvak:
    ————————
    შალკესთან რა გააკეთა კორდობამ? რანოკიაში გეშლება მემგონი
    :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.