ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : “ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ”

“ჩეზენასთან” მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ დღევანდელი თამაში შეაფასა : “კმაყოფილი ვარ იმით, რაც ბიჭებმა გააკეთეს.შესვენებაზე ფეხბურთელები დავამშვიდე, დარწმუნებული ვიყავი, ადრე თუ გვიან მეტოქის დაცვას გავარღვევდით.გარემარბებს მხოლოდ ფლანგზე თამაში დავავალე, ცენტრისკენ შემოწევის გარეშე, რადგან ეს მცველებისთვის დამატებით დაბრკოლებას ქმნიდა.პაციენცა ? – მას ვუთხარი, რომ პირლოსავით ვერ ითამაშებდა, მიკელე გავიფორმეთ როგორც მიკელე და არა რომელიმე ფეხბურთელის შემცვლელი.მოედნის ცენტრში უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, პაციენცამ კი დაკისრებულ მოვალეობებს თავი შესანიშნავად გაართვა.ახლა იტალიის თასის შეხვედრაზე ვფიქრობ, რომელიც “ბოლონიას” წინააღმდეგ გაიმართება.იტალიის თასი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.რომა ? – ბოლონიასთან დაპირისპირების დასრულების შემდეგ.”

წყარო : Football Italia

5 thoughts on “კონტე : “ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ”

  1. რომელიმეს მაინც გამოგეთქვათ წუხილი დელ პიეროს მდგომარეობის გამო… ან მარკიზიოს ან ვიდალს ან შენ მაინც კონტე .. თუ კაპიტანი რახან ძირითადში აღარ არი… :euf:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.