ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “თავს შესანიშნავად ვგრძნობ”

კლაუდიო მარკიზიო გოლების გატანას განაგრძობს, დღეს იტალიელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მეექვსეჯერ აიღო მეტოქეთა კარი.”ჩეზენას” წინააღმდეგ გატანილმა გოლმა დღევანდელი მატჩის ბედი გადაწყვიტა : “არტურომ პასი მომცა თუ არა, ბურთი გავისწორე და მარცხენა ფეხით დავარტყი, საბედნიეროდ ზუსტად.ვცდილობდით ფლანგებზე აქტიურად გვეთამაშა, მაგრამ მეტოქე თავს კარგად იცავდა.ასეთ გუნდებთან თამაში ადვილი არაა, ამის შესახებ კარგად ვიცოდით.იუვენტუსმა იცის, რა მხრივ განვითარდეს და ეს ყველაზე მთავარია.”

“თავს მშვიდად ვგძნობთ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ.დღევანდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მილანსა და უდინეზეს გავასწარით.ვწუხვარ, რომ ნეაპოლში ვერ ვითამაშე, მთელი კვირა აქტიურად ვვარჯიშობდი, რათა კარგ ფორმაში ვყოფილიყავი, თავს იდეალურად ვგრძნობ.პაციენცა ? – მიკელემ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ისევე როგორც კვალიარელა და ჯაკერინი, რომლებმაც დამატებითი ენერგია შეგვმატეს.ვწუხვარ ალექსის გამო.მაშინვე შემეშინდა, რადგან სისხლი დავინახე.როცა გასახდელში დავბრუნდით, დელ პიერომ დაგვამშვიდა, ის თავს კარგად გრძნობს.”

წყარო : Juventus.com

26 thoughts on “მარკიზიო : “თავს შესანიშნავად ვგრძნობ”

  1. alessa10
    მე ერთიანი, სება რო გაიტანს უეჭველი ვიცი და იქდან გაიტანოს თუ გინდა ბალძარეტიმ, ოღონდ სებამ დუბლი უნდა გააკეთოს
    მოკლეთ წავაგებთ რა :lool:
    :italy:

    1. ხანდახან თავისუფალ დროს შემიძლია ხოლმე რომ დავწერო სტატიები იუვეზე, და ვის უნდა გავუგზავნო რომ დაარედაქტიროს და შეამოწმოს?

      1. საცდელად რამე სტატია თარგმნე და ჩვენ მეილზე (მარჯვენა მაღალი კუთხიდან) გამოგვიგზავნე. მერე რო რამე სტატუსს მოგცეემთ და აგიხსნით როგორ დადო :)

          1. gvasa

            მაგის ნახვა პანელში შეიძლება და დიზაინში რო იდოს მე რო მკითხო სისულელე იქნება :|

            juve_alex

            კარგი ამ დღეებში საცდელად მოგცემთ სტატუსს, მერე დადების ინტრუქციებსაც მოგაწოდებ :) შენი სკაიპ დაწერე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.