ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

გთავაზობთ , არტურო ვიდალის მცირე ინტერვიუს , რომელიც ჟურნალისტებმა  მატჩის დასრულების შემდეგ ჩაწერეს , დღევანდელი დღის ერთ-ერთ გმირთან …

კმაყოფილი ხარ დღევანდელი გამარჯვებით და ასევე იმით , რომ ” პარმასთან ” სადებიუტო შეხვედრის შემდეგ , კვლავ მოახერხე თავის გამოჩენა ?

” პირველ რიგში ბედნიერი ვარ სამი ქულით , რომლის მოპოვებაც მძიმე ბრძოლის შემდეგ მოვახერხეთ . სასიხარულოა , რომ წარმატებული მსვლელობა გუნდისთვის კვლავ გრძელდება და დღევანდელი გამარჯვება , კიდევ ერთხელ ადასტურებს , რომ სწორ გზაზე ვიმყოფებით ” .

დღეს , ბებერმა ქალბატონმა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ შესძლო ” ჩეზენას ” კარის აღება , არ თვლი რომ ბურთს უბრალოდ არ სურდა მეტოქის კარში გასვლა ?

” არ ვიცი . ჩვენთვის უმთავრესი , სწორედ გოლის გატანა იყო , რომლის შემდეგ უფრო მშვიდად ვასპარეზობდით . უმთავრესი ხომ სამი ქულის მოპოვებაა ” .

დღეს , მოგვეცა საშუალება , თვალი გვედევნებინა შენი პარტნიორებისთვის , თუ როგორ გილოცავდნენ გატანილ გოლს . შენი წარმატებული ასპარეზობა იუვეს მაისურით გრძელდება .

” დიდებული კლუბი , შესანიშნავი პარტნიორებით – სწორედ ეს მხიბლავს ყველაზე მეტად . ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის , რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო და ჩემი საუკეთესო თვისებები გამოვავლინო მოედანზე ”

წყარო : TuttoJuve

4 thoughts on “ვიდალის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.