ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ყაზაიშვილი “იუვენტუსში” თამაშზე ოცნებობს

ჰოლანდიური “ვიტესის” ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი “იუვენტუსში” თამაშზე ოცნებობს. ფეხბურთელი საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრების წევრიცაა და მერაბ ჟორდანიამ თავისთან სწორედ ნაკრების რიგებში ნაჩვენები კარგი თამაშის გამო მიიწვია. ლეგიონერი “ვიტესის” ოფიციალურ ფანკლუბთან საუბრობს, როგორც აღმოჩნდა, ის “იუვენტუსისა” და დელ პიეროს გულშემატკივარია: ” იტალიური ფეხბურთი მიყვარს – ამბობს ვაკო – 7-8 წლის ასაკში “სერია ა” -ს ტელევიზიის საშუალებით რეგულარულად ვადევნებდი თვალს. იმ დროისათვის “იუვენტუსი” და დელ პიერო საუკეთესოები იყვნენ. თავად მეც, ფლანგზე გადასვლამდე, ფლეიმეიქერის პოზიციაზე ვთამაშობდი. იმდენად მიყვარდა დელ პიერო, რომ ძალაუნებურად “იუვენტუსის” გუშელმატკივარიც გავხდი. ამ გუნდში თამაში ჩემი ოცნებაა. ” -ვაკო ყაზაიშვილი “ვიტესში” კიდევ ორი ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდის, გიორგი ჭანტურიასა და გურამ კაშიას თანაგუნდელია. ძირითად გუნდთან ერთად ჩატარებულ 2 მატჩში მის ანგარიშზე ერთი გატანილი გოლია.

წყარო: vitesse.org

22 thoughts on “ყაზაიშვილი “იუვენტუსში” თამაშზე ოცნებობს

  1. იუვენტუსი რო უყვარს და იუვეში თამაშზე რო ოცნებობს და არა რეალში ან ბარსაში ეს ძალიან კარგია მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რო საქართველოში გაზდილი შემტევი ფეხბურთელი ისეთი დონის გუნდში როგორიც იუვეა ვერ გაქაჩავს. საუბარი მაქ მე შემტევ ფეხბურთელზე, ხოლო დამცველი უფრო გაქაჩავს. კალაძის მაგალით ავიღოთ თუნდაც.

  2. ეს კაი ბავშვია, მთავარია ვარჯიში და მონდომება, ჩემი ოცნებაცაა და იმედია, 4 ან 5 წელში, იგივე შინაარსის კომენტარი მეც ვთქვა, რომელიღაც კლუბიდან, იმეის მოკვლა ადამიანში ყველაზე ცდი რამ არის რაც შეიძლება მოხდეს, ჩემი დევიზია და ოგორც ჩანს არ ვიცოდი მარკიზიოსიც, შEუძლებელი არაფერია!!!!! :forza: :juvee: :forza: :juvee: :juvee: :forza: :juvee: :forza: :forza: :juvee:

  3. ხო თამაშში არაფერი არ შეტყობია ტრამვის
    უჩინიჩიც ნელნელა უმატებს და ზამთრის მერე კაი ფორმაში იქნება
    ———————–
    ყაზაიშვილმა ჯერ ვიტესში უნდა ჩაჯდეს სასტავში მერე ევროპალიგაზე ნორმალურად ითამაშოს და შეიძლება კრასიჩივით ვიყიდოთ
    :italy:

  4. ისე კაი ბიჭი ჩანს და თუ მაგრა მოინდომებს, ღმერთის წყალობით ექნება შანსი იუვეში თამაშის. და რაც მთავარია საქართველოს ნაკრებს გამოადგება

  5. გაიხაროს ამ კაცმა, ჩვენც ყველას ასე გვიყვარს და გვეყვარება ალექსი… ამ კაცს აღმოაჩნდა ისეთი ქარიზმა რომელის ალბათ მსოფლისო ფეხბურთის ისტორიაში დაახლოებით 10-15 ფეხბურთელს თუ ექნებოდა…

  6. ღმერთმა ქნას რა, მე მაგალითად ძალიან მინდა ყაზაიშვილის იუვეში ხილვა და ამას ბევრი მიზეზი აქვს! პირველ რიგში ქართველის წარმატება და ისეთ გუნდში თამაში როგორიც იუვეა (კალაძის მერე პირველი იქნება ასეთ გუნდში) მერე მეორე საქართველოს ნაკრებს წაადგება თავისი თამაშით, მერე მესამე ქართული პრესაც და ზოგადად საზოგადოების ყურადღება უფრო მიპყრობილი იქნება იუვესადმი (თუნდაც რეპორტაჟები, ინფორმაციები და ა.შ)… რაც მთავარია თვითონ უნდა და ღმერთმა ხელი მოუმართოს და აუხდინოს ოცნება… დელ პიეროსთან გვერდი გვერდ ვეღარ ითამაშებს მაგრამ მაგ დროისთვის რაღაც მენეჯერად იქნება ალექსა… ასე რომ მიდი შენ გვერდით ვართ… წარმატებები მთელი სულით და გულით… :forza:

  7. ვაა რა კაცია … ა კაცი ძმაო რის ბარსა რის რეალი , ყველას რო პირზე აკერია ეხლა … შენ გენაცვალე ძმა !

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.