პირლო: ” ვამაყობ, რომ “იუვეში” ვარ “
“იუვენტუსის” ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს აზრით, მის გუნდს ჩვეულ სიმაღლეზე დასაბრუნებლად ყველაფერი აქვს. მიუხედავად პოზიტიური განწყობისა, ანდრეა კონკრეტული მიზნების დასახვაზე უარს ამბობს…
” ჯერ ძალიან ადრეა ჩვენი საჩემპიონო შანსების შეფასება და ესეც რომ არა, არა მგონია, “სკუდეტოზე” საუბარი უპრიანი იყოს. ბოლო ორი სეზონია გუნდი ჩემპიონატს მეშვიდე პოზიციაზე ასრულებს, ახლა ჯობია ოცნებას მოვეშვათ და იმავე შემართებით მუშაობა გავაგრძელოთ, როგორიც სეზონის დასაწყისში გვქონდა.”
“ “მილანი”? კონტრაქტი მეწურებოდა და ჩავთვალე, რომ ახალი გამოწვევა მჭირდებოდა, მინდოდა ტიტულები სხვა გუნდის მაისურითაც მომეგო. ხომ გესმით, ერთ გუნდში გატარებული 9-10 წლის შემდეგ მოტივაცია გაკლდება, ისეთივე მოწადინებული აღარ ხარ. წასვლის გადაწყვეტილება მე მივიღე, სწორედ მე მინდოდა ახალი გამოწვევა. თავს მშვენივრად ვგრძნობ, “იუვენტუსის” მაისური წარმატებებითა და ტრადიციებით გაჯერებულ წლებშია გამოწრთობილი. თუნდაც ამდენი ხნის განმავლობაში “მილანში” ყოფნისა, მისი მორგება უდიდეს სიამაყის გრძნობას მგვრის. კმაყოფილების და უფრო მეტიც, ბედნიერების შეგრძნება მეუფლება. ”
“ “იუვეში” მოსვლის წამსვე ვიგრძენი რაც შეიძლება დიდი წარმატების რაც შეიძლება მცირე დროში მიღწევის სურვილი. ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, “იუვენტუსს” ყველაფერი აქვს, რომ გაიმარჯვოს. სხვა ვერცერთი კლუბი ასე ვერ გაამართლებდა ჩემს მოლოდინებს. “იუვეს” უნდა იტალიასა და ევროპაში ისევ პირველ პოზიციებს დაუბრუნდეს, სწორედ ამ პროექტის ნაწილი მინდა, ვიყო.”
ჩვენი გენიოსია !
როგორ მიყვარს ეს კაცი
აუ როგორ ველოდები მომავალში ჩემპიონთა ლიგას, კენჭისყრაზე მომენატრა იუვენტუსის გაგონება რომელ ჯგფში მოხდება და ვისთან

ჩემი იუვე
ალეგრის ინტერვიუ დადეტ იუვეზე
მეც ვამაყობ რომ იუვეში ხარ!კიდე იმით ვამაყობ რომ იუვეს გულშემატკივარი ვარ
მომენატრა მოგებები.წინ სრული სვლით სკუდეტოსკენ

რომას უეჩველი უნდა მოუგონ და ეგააა.ლეჩე ნოვარა კალიარისაც ზევიდან მივაყოლებთ.უდნეზესთან როდის გვაქვს თამაში?
ჯაკერინისაც თუ მოვბეზრდით და დავქცეულვართ
მეც ვამაყობ “იუვეში” რო თამაშობ მაესტრო
juve_alex :D:D:D მასეა უეჩველი:P
რომას მოუგებტ და მერე ნამდვილად დაიჯერებს ხალხი რო სკუდეტოს მოგების ნომ 1 კანდიდატები იუვე რომ არის
რომა ეხლა იმას დარდობს 11 კაცი სად მონახოს მოედნაზე რომ გაიყვანოს :D
დასვენებული პირლო რომასთან, რა მაგარი იქნება..
ბოლონიასთან არა მგონია ათამაშოს..
რომასთან დასვენებული პირლო ძაან გამოგვადგება, გასათვალისწინებელია ისიც , რომ რომას 3ძირითადის ფეხბურთელი გაუგდეს
ამითიც ჯობია იუვე სხვა დანარჩენ კლუბებს

ჩვენთან თამაში ამდენი ხანია არ “ბეზრდება” დელპიეროს ბუფონს კიელინს მარკიზიოს და არ მობეზრდება პეპეს ბონუჩის ლიხშტაინერს მატრის კვალის მირკოს ჯაკერინს