ნედვედი: ” ბრწყინვალე საღამო იყო “
გუშინდელ შეხვედრას ტრიბუნებიდან გულშემატკივართა მრავალათასიან არმიასთან ერთად პაველ ნედვედიც ადევნებდა თვალს. მატჩის დასრულების შემდეგ, ჩეხმა ჟურნალისტებთან საკუთარ ემოციებზე ისაუბრა: ” ტრიბუნებზე აბსოლუტურად მშვიდად ვიყავი, რადგან დარწმუნებით ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გავიტანდით. ეს “იუვენტუსი” იმ “იუვესგან” განსხვავდება, რომელშიც მე ვთამაშობდი და განსხვავდება იმით, რომ ეს გუნდი გამარჯვებას მხოლოდ დღეს სწავლობს. დარწმუნებული ვარ მათ ყველაფერი გამოუვათ. ბიჭები მწვრთნელის მითითებებს ზედმიწევნით ასრულებენ, მიჩნდება სურვილი, ამისათვის ყოველ მათგანს მადლობა გადავუხადო. “ჩეზენასთან” ბრწყინვალე თამაში ვნახე, უნდა აღვნიშნო, პაციენცამ პირლო შესანიშნავად ჩაანაცვლა. რაც შეეხება მარკიზიოს, კლაუდიო კიდევ ბევრს ისწავლის და მიაღწევს მომავალში. დარწმუნებული ვარ, მალე მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი იქნება. შესანიშნავი დღე იყო, მომწონს ხასიათი, რომელსაც კონტეს გუნდი აჩვენებს. დელ პიერო? ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ტრავმა მიიღო. მის განკარგულებაში 30 წუთი იყო და ამ დროში ბევრის გაკეთება სურდა. ” -აცხადებს ნედვედი.
რომას გავხევთ
რომა მაგარ შარშია რა 3 ფეხბურთელი გაუგდია თურმე მსაჯს
გაგო ბოიანი და ჟუანი
ასე რო მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს!!! ფროზა იუვე 
კლაუდიო კიდევ ბევრს ისწავლის და მიაღწევს მომავალში. დარწმუნებული ვარ, მალე მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი იქნება.

———————————–
მართალია ნედვედი
———————————–
ჯოვინკომაც სერიოზულად ითამაშა გუშინ, მომავალში ორივე ნაკრების ლიდერი გახდება და იუვესიც თუ დავიბრუნეთ
“ტრიბუნებზე აბსოლუტურად მშვიდად ვიყავი, რადგან დარწმუნებით ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გავიტანდით.”
აუცილებლად გავიტანდით