კონტე : “ცვლილებებს აუცილებლად გავაკეთებ”
“იუვენტუსის” მწვრთნელი ანტონიო კონტე ხუთშაბათს გასამართ “კოპა იტალიის” მატჩში, “ბოლონიას” წინააღმდეგ, გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს….
“თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმალურ მოტივირებასა და კონცენტრაციას ველი.იტალიის თასი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ იუვენტუსი ვალდებულია, კალჩოში ნაჩვენები კარგი შედეგი ამ ტურნირზეც განაგრძოს.სტორარი ? – ის ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს, ეს ბუნებრივია.მარკოს ვენდობი და შემიძლია განვაცხადო, რომ კოპა იტალიას ნებისმიერ შეხვედრაში იგი მონაწილეობას მიიღებს.ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებების გაკეთება მომიწევს, არჩევანი საკმაოდ დიდია.მაგალითად, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია ასპარეზობა.”
“დელ პიერო ? – ალესანდრო გუშინ ვნახე, იგი თავს კარგად გრძნობს.რა თქმა უნდა, მას თამაში სურს, მაგრამ ყველაფერი ექიმებზეა დამოკიდებული.პირლო ? – მან რამდენიმე დღის წინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, ჩეზენასთან გამოტოვებულმა მატჩმა ანდრეას დასვენებისა და ფორმის აღდგენის საშუალება მისცა.ნებისმიერ შემთხვევაში, იგი ორშაბათის მატჩისთვის მზად იქნება.ბოლონია ? – ვიცით, რას წარმოადგენს ეს გუნდი.იმედი მაქვს, სტუმრები ლამაზ ფეხბურთს შემოგვთავაზებენ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ.”
კრასიჩი სასტავში იყოს რა დელ პიეროც და კუალიც ხო კიდევ იმ ფეხბურთელებსაც მისცეს შანსი რომლებიც სუ ზამენაზე არიან ელია ესტიგარიბია
სუ ტყუილად გადაიყარა ფული ელიაში. ფეხბურთელი მეცოდება, საერთოდ არ ეძლევა სათამაშო დრო, არადა მის ასაკში აუცილებელია მოედანზე მუდმივად გასვლა
ელიას თამაში მაინტერესებს ძაან.. უნდა მიეცეს შანსი რაა
Darja

ვიღაცა ხო უნდა დატოვოს ძირითადიდან
კრასიჩს 1 ტაიმიც ეყოფა, ან შეიძლება პეპე ცენტრში შეწიოს, მოკლედ მგონია რო პეპე სასტავში იქნება
ხვალაც პეპე ? ამ სეზონში მართლა ერთ-ერთი საუკეთესოა და გუნდის ლიდერად შეიძლება ჩაითვალოს, უმჯობესია დაისვენოს ხვალ..კრასიჩმა და ელიამ მიიღონ შანსი
—————————–სტორარ—————————-
მოტა—————-ბარძალი———–ბონუჩი————-დეჩელიე
პეპე—————პაციენცა————–ვიდალი———–ჯაკერინი
———————დელპიერო—–კვალიარელია——————
აუ ელიაც ათამაშოს რააა
…..
juve_alex
გუნდების დასახელებები ბრჭყალებში ჩასვი ხოლმე
კაი. და აბზაცებიც უნდა დავამუღამო, თორემ საშინელება იყო, სანამ დაარედაქტირებდით
ბრჭყალი დაწერე ასე ” და არა ისე შენ რო წერ. და ეცადე რაც წინადადებების აწყობაზე გითხარი გამოიყენო რა რო იკითხებოდეს სტატია