შეკრება “სპორტ კაფეში!”
მომავალ ტურში “იუვენტუსი” გასვლით შეხვედრაში “რომას” დაუპისიპირდება. ქართველი ტიფოზები შეხვედრას, რომელიც გვპირდება, “რომას” სათამაშო სტილის გათვალისწინებით, იყოს დაძაბული და საინტერესო, თვალს “სპორტ კაფეში” მიადევნებენ…
ყურადღება: შეკრება იგეგმება ორშაბათს, “რომა” – “იუვენტუსის” შეხვედრისთვის. ფანკლუბი იკრიბება ჭავჭავაძის 40 ნომერში მდებარე “სპორტ კაფეში” (SC), 23:15 საათიდან .ზუსტი ადგილმდებარეობა იხილეთ ქვემოთ.
რაც მთავარია, ადგილის დასაჯავშნად “სპორტ კაფეში” აუცილებელია ერთი ადამიანის მიერ დაახლოებით 15 ლარის დახარჯვა. ეს, მარტივად რომ ვთქვათ, ის მინიმუმი დანახარჯია, რომლის საფასურადაც “სპორტ კაფის” ადმინისტრაცია თამაშის ტრანსლაციას უზრუნველყოფს.
ტრანსლაცია ნაჩვენები იქნება პროექტორით. ერთად ვუგულშემატკივროთ საყვარელ გუნდს!
მდებარეობა: ჭავჭავაძის 40 ნომერი, ჭავჭავაძისა და არაყიშვილის ქუჩების გადაკვეთა. ზუსტად სდასუს პირდაპირ. ვაკის პარკიდან ავტობუსის მეოთხე გაჩერების შემდეგ, დაახლოებით, 50-100 მეტრში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ავტობუსის მეორე გაჩერების შემდეგ 20-30 მეტრში. ნომერ 55-ე სკოლის გვერდით 20-30 მეტრში (ვაკის პარკის მხარეს). კაფე “დისქავერის” გვერდით.
ადგილები იჯავშნება რამდენიმე დღით ადრე, წამოსვლის მსურველებმა ეცადეთ მაქსიმალურად ადრე დააფიქსიროთ თქვენი სურვილი კომენტარის სახით და მიუთითოთ თქვენი სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: skype: purposefulpawn, 598762111 (გიორგი), ფეისბუქის, ვებ-გვერდის ან ჩვენი მეილის საშუალებით.
რა ხდება,ვიკრიბებით ხვალ ხო?………მე მოვდივარ,სამნი ვიქნებით ალბათ,მინიმუმ ორი,ცოტა თუ დამაგვიანდა არ ინერვიულოთ
… ესაა ჩემი ნომ-ი და შემეხმიანეთ 597 79 44 39 …. ფული ადგილზე მოგაწოდოთ?
ძალიან კარგი. არაა მოწოდება საჭირო, მაგიდასთან ხო იჯდები და ეგ ფული დახარჯე თუ მოერიე
ეგაა მაგ კაფეს პირობა
ok,გაიხარე
3D-ში უჩვენებენ?
პროექტორით უჩვენებენ : )
აბა 3D-ში რას უჩვენებენ, მე 3D-ში მინდა პროსტა ვნახო როგორია, ტორე ისე GMG-ზეც ვუყურებ :)
3D-ში უჩვენებს SKY SPORT მარტო იტალიაში, თან საჭიროა 3D ტელევიზორი :)
bonucci
გაიხარე. ტელეფონი დაწერე რა რო რამე დაგიკავშირდე : )
ისე ფორუმიდანაც მოდის ხალხი ასე რომ ცოტანია რ ვიქნებით.
მე წინაზე ვერ შემოგიერტდიტ და ამ შანს ხელიდან არ გავუშვებ მანდ ვარ ფორზაააააა

მოვდივარ ჩემი დედას ვფიცავარ და არ დაიწყოთე ეხლა არ წამოხვიდე და არ გინდა და გეხვეწები და ეგეთი რაგაცები :D
მე მოვდივარ…..გოგოები თუ მოდის ვინმე?მაინტერესებს…
მარტო მოდიხარ? არ ვიცი, შეილება მოვიდეს ვინმე, ისე მაინც კაფეა და გოგოებიც არიან ხოლმე
ჩემი დაც იუვეს გულშემატკივარია ბავშვობიდან და უნდა წამოსვლა,მაგრამ თუ არავინ იყო გოგო ისე ვერ წამოვა….
ნუ ხო, წინა შეკრებაზე იყო და ვნახოთ ახლა :)
მე მოვდივარ
18ში გვაქ თამაში?
ნოვარასთან თამაშს აჩვენებენ?
თუ დაჯავშნი ყველას აჩვენებენ მარა ჩვენ რომასთან მივდივართ, შენ არ მოდიხარ?
მე თბილისში არ ვარ თორე სიამოვნებით…. 17ში ჩამოვდივარ…
მე მოვდივარ :)
მაგას თუ ვეღირსე ხინკალს გიკისრებ ძმაო :) მარტო?