ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” ჯეკოს ტრანსფერი გამორიცხულია “

როგორც ედინ ჯეკოს აგენტი აღნიშნავს, ბოსნიელს “იუვენტუსში” ტრანსფერის გამო “მანჩესტერ სიტიდან” წასვლის არანაირი სურვილი არ აქვს. tuttosport -ის დღევანდელი გამოცემის მტკიცებით, ჯეკომ ყოფილ თანაგუნდელ ანდრეა ბარძალის ტრანსფერის თაობაზე ტელეფონის საშალებით რჩევა ჰკითხა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ჭორებია: “ ამ ჭორების შესახებ გავიგე, მაგრამ ჩემი მხრივ, უნდა აღვნიშნო, რომ ასეთი ტრანსფერი გამორიცხულია. ჯეკო არც “იუვენტუსში”, არც “ინტერში” და არც “მილანში” გადასვლას არ აპირებს. ედინი მანჩესტერში ბედნიერია და ყველაფერი, რაც სჭირდება, ინგლისში იპოვა. ” -აცხადებს ფეხბურთელის აგენტი ირფან რედზეპაგიჩი. შეგახსენებთ, ფეხბურთელი “იუვენტუსში” ტრანსფერთან გასულ ზაფხულშიც ახლოს იყო, თუმცა მაშინ “ვოლფსბურგის” ფორვარდმა ტურინში თამაშს ძალების ბრიტანეთში მოსინჯვა არჩია.

წყარო: football italia

12 thoughts on “აგენტი: ” ჯეკოს ტრანსფერი გამორიცხულია “

  1. კაი რა რა ჯეკო, კიდევ ერთი სულელებში გავარკვლავებული ფეხბურთელი, რისი გამკეთებელია ეს, გერმანიიდან წამოსული ფეხბურთელები ვერ ამართელებს მოლოდინს
    ——————————————————-
    ბალაკი ბავარიის ლიდერი და მთავარი ძალა ჩელსიში 0
    ——————————————————-
    გერნმანიის დონე საქართველოსთან უფრო ახლოა ვიდრე იტალიასთან ან ინგლისთან
    :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.